ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Tata Loria
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2012


  ჩამოტვირთვა

ღამეა, გვაწვიმს...

გადამწვარი ნათურის შუქში
ნაპოვნი სუნთქვა-ნაცნობი,
თბილია და წარმოუდგენლად
რთულია გაანალიზება,
რომ ღამეა და გაწვიმს
სახეზე ჩემი თითები,
შენი პერანგის გაცრეცილ მკლავებს,
ქარი ეხვევა ჩემ გაშლილ თმებად,
რომ ღამეა და კვამლნაყლაპ ფილტვებს
სუნთქვად ეკვრება ჩემი სურნელი
და ტკივილამდე გიჭირს შეხება,
რომ არ ჩაგემსხვრე ხელში სურვილად.
ღამეა მშვიდი, უღრუბლო,
უცნაური რამ-ერთადერთი
ჩვენ მაინც გვაწვმს..
ალბათ ერთმანეთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები