 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2012 |
"რით ვერ გაიგეთ, რომ ჩემი ღარიბული ტანსაცმლით, მოუწყობელი ბინით და ცუდი ხასიათით თავს ვიცავ თქვენგან..." ბადრი გუგუშვილი
თავს ვიცავ თქვენგან, საკუთარში მუდმივ წრიალით. ჰო, პრინციპულად არ გავდივარ გარეთ თავიდან. გარეთ იმდენი და იმ ფერის დროშა ფრიალებს, მათ ყურებაში ეს ცხოვრებაც თითქმის გავიდა... თავს ვიცავ თქვენგან, სულ ვიღაცის ”პროვ და ისტებო”, დეჟა-ვიუა, ქრონიკული ოცი წელია. ფეხზე მკიდია ხმას ვის ანდა რატომ მისცემენ, და გოშიებად რომელ ბატონს გაუწვებიან... უსამართლობის სამართებლით ”წვერებს” პარსავენ ყველა იმ ცნებას, შესრულება რომ არ ეღირსა... ჩაგახუტებენ დიდ სიცრუეს ღვიძლი ძმასავით, უნდა ირწმუნო, რომ პირმშოა დედიშენისა... თავს ვიცავ თქვენგან, ხმას არ ვიღებ, არ ვაპროტესტებ, ამოვულესე საკუთარ თავს ღრიჭო-ნაპრალი. სხვამ "გიგალობოთ", მე არ ვმღერი თქვენს ყალბ ნოტებზე, ჩემს მოცვლილ კბილებს გავატანე ყველა ზღაპარი... მხოლოდ სიზმარში თუ ვიშუშებ უსამშობლობას, ამ ქვეყანაზე სიზმარიღა დარჩა ჩემი და... ჩემი თავიდან მაშინ გავალ, როცა დრო მოვა და ვიღიღინებ თავის უფლად გადარჩენისას!.. 04.09.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რამდენად სწორად ვიფიქრე, არ ვიცი, მაგრამ შექსპირის სონეტების აცოციაცია მომიტანა. ვისიამოვნე :) რამდენად სწორად ვიფიქრე, არ ვიცი, მაგრამ შექსპირის სონეტების აცოციაცია მომიტანა. ვისიამოვნე :)
14. მადლობა მათ, ვინც ხუთივე გრძნობით გრძნობს პოეზიას!!! მადლობა მათ, ვინც ხუთივე გრძნობით გრძნობს პოეზიას!!!
13. ჰო, მართლა არ არის ცუდი ლექსი, ასეთ განწყობაზე უმეტესობა ყოფილა ალბათ ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ "ფეხზე მკიდია ხმას ვის ანდა რატომ მისცემენ," მგონი მთლად ფეხზე არ გვკიდია ხოლმე ეს, რაც არ უნდა ასე ვიძახოთ. ჰო, მართლა არ არის ცუდი ლექსი, ასეთ განწყობაზე უმეტესობა ყოფილა ალბათ ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ "ფეხზე მკიდია ხმას ვის ანდა რატომ მისცემენ," მგონი მთლად ფეხზე არ გვკიდია ხოლმე ეს, რაც არ უნდა ასე ვიძახოთ.
12. ვერავინ მომედავება რომ მიკერძოებული და არაობიექტური ვარ და ეს ლექსი ძალიან მომეწონა.
"ფეხზე მკიდია ხმას ვის ანდა რატომ მისცემენ, და გოშიებად რომელ ბატონს გაუწვებიან... უსამართლობის სამართებლით ”წვერებს” პარსავენ ყველა იმ ცნებას, შესრულება რომ არ ეღირსა... ჩაგახუტებენ დიდ სიცრუეს ღვიძლი ძმასავით, უნდა ირწმუნო, რომ პირმშოა დედიშენისა... "
უშესანიშნავესია.
ქალბატონ თანანას სულ არ სჭირდება ჩემი დაცვა და არც მიფიქრია, უბრალოდ, ბატონო (ქალბატონო) სირენა, თქვენ თუ ვერ მიხვდით, ამ ლექსში კარგი რა არის, ძალიან ცუდია. :) საერთოდ, ძალიან საწყენია, როცა ცუდ ხასიათზე როცა ხართ და მაშინ შემოდიხართ საიტზე.
პატიცისცემით, ტენდი. ვერავინ მომედავება რომ მიკერძოებული და არაობიექტური ვარ და ეს ლექსი ძალიან მომეწონა.
"ფეხზე მკიდია ხმას ვის ანდა რატომ მისცემენ, და გოშიებად რომელ ბატონს გაუწვებიან... უსამართლობის სამართებლით ”წვერებს” პარსავენ ყველა იმ ცნებას, შესრულება რომ არ ეღირსა... ჩაგახუტებენ დიდ სიცრუეს ღვიძლი ძმასავით, უნდა ირწმუნო, რომ პირმშოა დედიშენისა... "
უშესანიშნავესია.
ქალბატონ თანანას სულ არ სჭირდება ჩემი დაცვა და არც მიფიქრია, უბრალოდ, ბატონო (ქალბატონო) სირენა, თქვენ თუ ვერ მიხვდით, ამ ლექსში კარგი რა არის, ძალიან ცუდია. :) საერთოდ, ძალიან საწყენია, როცა ცუდ ხასიათზე როცა ხართ და მაშინ შემოდიხართ საიტზე.
პატიცისცემით, ტენდი.
11. დიდი ბოდიში მაგრამ ჩემი გარამატიკული შეცდომების აღმოჩენა არაფრით გხდის უკეთესს, მაინც იაფ ფასიანი ჟურნალის სტატიებზე იქნება გათვლილი შენი "შემოქმედება". თუ წინაღდეგი არ იქნები სიამოვნებით დავთანხმდებოდი გრამატიკის სწავლაზე თუ ცხადია მიმიღებ))) აქვე მინდა გკითო როგორი იქნებოდა სწორი ფორმა- ვინ გაწუხებენ ? მემგონი არა. ასე რომ ისევ ჩემი "ვინების" ერთგული დავრჩები თუ ნებას დამრთავ, კრიტიკისა კი ნუ გეშინია, მხოლოდ გაგაძლიერებს. დიდი გოგო გაზრდილიყავი:* დიდი ბოდიში მაგრამ ჩემი გარამატიკული შეცდომების აღმოჩენა არაფრით გხდის უკეთესს, მაინც იაფ ფასიანი ჟურნალის სტატიებზე იქნება გათვლილი შენი "შემოქმედება". თუ წინაღდეგი არ იქნები სიამოვნებით დავთანხმდებოდი გრამატიკის სწავლაზე თუ ცხადია მიმიღებ))) აქვე მინდა გკითო როგორი იქნებოდა სწორი ფორმა- ვინ გაწუხებენ ? მემგონი არა. ასე რომ ისევ ჩემი "ვინების" ერთგული დავრჩები თუ ნებას დამრთავ, კრიტიკისა კი ნუ გეშინია, მხოლოდ გაგაძლიერებს. დიდი გოგო გაზრდილიყავი:*
10. 9. ერთი ის გამაგებინა ვინები გაწუხებენ ასე :D:D:D სერენა. 2013-08-06 17:35:40
პატივსაცემო სერენა, ჯერ ერთი - უცნობებს შენობით არ მიმართავენ, ელემენტალური ეთიკის საკითხია, მეორე ის, რომ - "ვინები" არასწორი ფორმაა, -ვინ-კითხვით ნაცვალსახელს მრავლობითის ფორმა არა აქვს. მესამე - ხომ არ აჯობებდა ჯერ 4-5 კლასის მორფოლოგიაში გარკვეულიყავით და მერე დაგეწერათ კრიტიკის "შედევრები"?..
პ.ს.ფრიად მოხარული ვარ "ვინებ-ს" რომ არ მოვწონვარ, პირიქით რომ ყოფილიყო, მეწყინებოდა... 9. ერთი ის გამაგებინა ვინები გაწუხებენ ასე :D:D:D სერენა. 2013-08-06 17:35:40
პატივსაცემო სერენა, ჯერ ერთი - უცნობებს შენობით არ მიმართავენ, ელემენტალური ეთიკის საკითხია, მეორე ის, რომ - "ვინები" არასწორი ფორმაა, -ვინ-კითხვით ნაცვალსახელს მრავლობითის ფორმა არა აქვს. მესამე - ხომ არ აჯობებდა ჯერ 4-5 კლასის მორფოლოგიაში გარკვეულიყავით და მერე დაგეწერათ კრიტიკის "შედევრები"?..
პ.ს.ფრიად მოხარული ვარ "ვინებ-ს" რომ არ მოვწონვარ, პირიქით რომ ყოფილიყო, მეწყინებოდა...
9. ერთი ის გამაგებინა ვინები გაწუხებენ ასე :D:D:D ერთი ის გამაგებინა ვინები გაწუხებენ ასე :D:D:D
8. კარგი ლექსია...პროტესტი ანუ...:-* 5
ჩემი თავიდან მაშინ გავალ, როცა დრო მოვა და ვიღიღინებ თავის უფლად გადარჩენისას!..
მომწონს ეს ფრაზაც...:-*, მაგრამ მაშინ მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე...:) კარგი ლექსია...პროტესტი ანუ...:-* 5
ჩემი თავიდან მაშინ გავალ, როცა დრო მოვა და ვიღიღინებ თავის უფლად გადარჩენისას!..
მომწონს ეს ფრაზაც...:-*, მაგრამ მაშინ მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე...:)
7. არაფერს ვამბობ აქტუალურობაზე,დროულად ნათქვამზე.არაფერს არვიტყვი დახვეწილ ,,პოეტებზე''. მე ზუსტად შენი (მაპატიე ფამილარობა და რატოღაც გული უფლებას მაძლევს შენობით მოგმარტო) მდიდრულად,შარმით და ლამაზად შესრულებაზე მინდა ვილაპარაკო.მინდა გითხრა-ძალიან დახვეწილი თხზულებაა (და არა ნაწერი) თავისუფლების დამფასებელი ადამიანთათვის-სხვას შეიძლება არმოეწონოს.
ჰოდა დიდი მადლობა ასეთი ლექსისთვის. ჩემი მაქსიმუმი.ძალიან მოკრძალებული ასეთი ლექსისთვის. არაფერს ვამბობ აქტუალურობაზე,დროულად ნათქვამზე.არაფერს არვიტყვი დახვეწილ ,,პოეტებზე``. მე ზუსტად შენი (მაპატიე ფამილარობა და რატოღაც გული უფლებას მაძლევს შენობით მოგმარტო) მდიდრულად,შარმით და ლამაზად შესრულებაზე მინდა ვილაპარაკო.მინდა გითხრა-ძალიან დახვეწილი თხზულებაა (და არა ნაწერი) თავისუფლების დამფასებელი ადამიანთათვის-სხვას შეიძლება არმოეწონოს.
ჰოდა დიდი მადლობა ასეთი ლექსისთვის. ჩემი მაქსიმუმი.ძალიან მოკრძალებული ასეთი ლექსისთვის.
6. თავის უფლად გადარჩენა! ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. დროული ლექსი. თავის უფლად გადარჩენა! ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. დროული ლექსი.
5. ძალიან ღარიბულად შესრულებულია.. :) დაუხვეწელი ნაწერი..
0..
ძალიან ღარიბულად შესრულებულია.. :) დაუხვეწელი ნაწერი..
0..
4. დეჟა-ვიუა, ქრონიკული ოცი წელია.'' მოკითხვა პადრუგას.დამაკლდა აქ შენი ოსტატობა დეჟა-ვიუა, ქრონიკული ოცი წელია.`` მოკითხვა პადრუგას.დამაკლდა აქ შენი ოსტატობა
3. გაიხარე, თამრი! რაღაცას ვეძებდი და... აი, ვიპოვე! მესალბუნა!
55555555555555555 გაიხარე, თამრი! რაღაცას ვეძებდი და... აი, ვიპოვე! მესალბუნა!
55555555555555555
2. ბ რ ა ვ ო ! 5 ბ რ ა ვ ო ! 5
1. ღმერთმა გისმინოთ და სიზმარი ცხადად აგიხდინოთ! ღმერთმა გისმინოთ და სიზმარი ცხადად აგიხდინოთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|