 | ავტორი: თანანა ჟანრი: იუმორისტული 13 სექტემბერი, 2012 |
ვის რა უთხრა ზარატუსტრამ არ ვიცი, სეილი აქვს ზარას, უნდა გავიქცე... ბუდა- ბარში თვითონ ბუდა მომელის, ვნახოთ, ჩვენში ინირვანებს რომელი... წვიმასა აქვს დიქტორივით დიქცია, ფეხნაბანი თვითონ გადამიქცია... უპიჟამო ფიქრი მიწევს ლოგინში, ტვინის ხვრეტას, ვიცი, დღეს არ მოიშლის... უცებ აზრი ამიწია სატოპკე, ვერ ჩავაგდებ, კარგად თუ არ გავტოკდი... ვწევარ ჩემთვის, სიტყვას ვეღლაბუცები, ალბათ, მალე დაეტყობა მუცელი... მე და სიტყვა ”მჭიდრო” კავშირს ვამყარებთ, ხვალ-ზეგ ლექსი შემომიღებს ამ კარებს. ცუდმა აზრმა "სამ ასოზე" გამიშვა, მეც რომ მართლა დავუჯერო, დაუშვათ?.. გულში მაინც დაიტოვა იმედი, ”გაგზავნილზე” ხომ ნამდილად მივედი?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ზოგიერთებისთვის სიტყვებთან თამაში სახიფათოა და აკრძალულიც კი უნდა იყოს:) თანანას კი, "მოუშინაურებია" სიტყვები და რა ენაღვლება:) ზოგიერთებისთვის სიტყვებთან თამაში სახიფათოა და აკრძალულიც კი უნდა იყოს:) თანანას კი, "მოუშინაურებია" სიტყვები და რა ენაღვლება:)
9. მე და სიტყვა ”მჭიდრო” კავშირს ვამყარებთ, ხვალ-ზეგ ლექსი შემომიღებს ამ კარებს. ცუდმა აზრმა "სამ ასოზე" გამიშვა, მეც რომ მართლა დავუჯერო, დაუშვათ?.. გულში მაინც დაიტოვა იმედი, ”გაგზავნილზე” ხომ ნამდილად მივედი?..
თქვენ სულ ასეთი ლექსები უნდა წეროთ ძალიან უხდება თქვენს ვიზუალსაც და კარგად გამოგდით 5555 მე და სიტყვა ”მჭიდრო” კავშირს ვამყარებთ, ხვალ-ზეგ ლექსი შემომიღებს ამ კარებს. ცუდმა აზრმა "სამ ასოზე" გამიშვა, მეც რომ მართლა დავუჯერო, დაუშვათ?.. გულში მაინც დაიტოვა იმედი, ”გაგზავნილზე” ხომ ნამდილად მივედი?..
თქვენ სულ ასეთი ლექსები უნდა წეროთ ძალიან უხდება თქვენს ვიზუალსაც და კარგად გამოგდით 5555
5. რა ხულიგანი ლექსია?...:-* რა ხულიგანი ლექსია?...:-*
3. კარგია ;);) კარგია ;);)
1. უპიჟამო ფიქრი მიწევს ლოგინში, უპიჟამო ფიქრი მიწევს ლოგინში,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|