''კიდევაც დაიზრდებიან''
როცა სიჩუმე ყელში გიჭერს, ხმაურის დროა, ხვდები, ყოველგვარ მოთმინებას რომ აქვს საზღვარი, ისე დაგღალა ცრუპენტელა ფრაზების ხროვამ, ძალით თვალების დახუჭვამაც ისე დაგღალა...
ყველა ბილიკი ბოლოვდება მაინც ფინიშით, ადრე თუ გვიან, შენც სინათლე უნდა იხილო, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება მოხდეს პირიქით - დაღვინდეს წყალი და არა კვლავ წყლად გექცეს ღვინო.
გავცდი ათასგვარ გზაჯვარედინს, ათას ლაბირინთს, ხან გარდასულში თავჩაგრული, ხანაც აწმყოში, სტროფებად ვთვალე ყველა შენი ნაპრალ-ნაპირი, ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.
ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ, აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს, ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს, ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.
ყოფილხარ, თურმე, ნიკოფსიით დარუბანდამდის, თანდათანობით დაგიმოკლდა ჭრელი მთა-მდელო, გაშალე მხრები, სანუგეშოდ ერში ხმა დადის, ალგეთს ნანატრი მგლის ლეკვები დაიზარდნენო.
მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით, ვეღარაფერი შეაყოვნებს მერე სიხარულს... ნუ დამიძახებ, აქ ვარ, აქ ვარ, შენ რომ გჭირდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ერთხელ ხომ მაინც შეიძლება მოხდეს პირიქით - დაღვინდეს წყალი და არა კვლავ წყლად გექცეს ღვინო.
კარგი და ლამაზი ლექსია... გამართული წინადადებები და სიტყვებიც ლამაზადაა ერთმანეთში შერწყმული..
ერთხელ ხომ მაინც შეიძლება მოხდეს პირიქით - დაღვინდეს წყალი და არა კვლავ წყლად გექცეს ღვინო.
კარგი და ლამაზი ლექსია... გამართული წინადადებები და სიტყვებიც ლამაზადაა ერთმანეთში შერწყმული..
19. უღრმესი მადლობა ყველას!
უღრმესი მადლობა ყველას!
17. ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ...
თეა :*
ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ...
თეა :*
16. ჩემო თეა გენაცვალეე.. შენშია გადარჩენის კოდი, შენს ქართველ ქალობაში და დედობაში. "ყველაი მსგავსი მსგავსსა შობს."
გეფერები!!!
ჩემო თეა გენაცვალეე.. შენშია გადარჩენის კოდი, შენს ქართველ ქალობაში და დედობაში. "ყველაი მსგავსი მსგავსსა შობს."
გეფერები!!!
15. Consensus omnium Bravissimo!! +2+++++++++++++++++ Consensus omnium Bravissimo!! +2+++++++++++++++++
14. გავცდი ათასგვარ გზაჯვარედინს, ათას ლაბირინთს, ხან გარდასულში თავჩაგრული, ხანაც აწმყოში, სტროფებად ვთვალე ყველა შენი ნაპრალ-ნაპირი, ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.
ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ, აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს, ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს, ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.
ყოფილხარ, თურმე, ნიკოფსიით დარუბანდამდის, თანდათანობით დაგიმოკლდა ჭრელი მთა-მდელო, გაშალე მხრები, სანუგეშოდ ერში ხმა დადის, ალგეთს ნანატრი მგლის ლეკვები დაიზარდნენო.
<3 ძალიან მაგარია! გავცდი ათასგვარ გზაჯვარედინს, ათას ლაბირინთს, ხან გარდასულში თავჩაგრული, ხანაც აწმყოში, სტროფებად ვთვალე ყველა შენი ნაპრალ-ნაპირი, ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.
ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ, აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს, ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს, ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.
ყოფილხარ, თურმე, ნიკოფსიით დარუბანდამდის, თანდათანობით დაგიმოკლდა ჭრელი მთა-მდელო, გაშალე მხრები, სანუგეშოდ ერში ხმა დადის, ალგეთს ნანატრი მგლის ლეკვები დაიზარდნენო.
<3 ძალიან მაგარია!
13. ნუ დამიძახებ, აქ ვარ, აქ ვარ, შენ რომ გჭირდები.
+5 ნუ დამიძახებ, აქ ვარ, აქ ვარ, შენ რომ გჭირდები.
+5
12. თეა, თეა, თეა... ყველთვის დროულად, მიხარიხარ, ამის გამო შემოვედი აქ. გენაცვალე. თეა, თეა, თეა... ყველთვის დროულად, მიხარიხარ, ამის გამო შემოვედი აქ. გენაცვალე.
11. მადლობა ყველას, ვისაც გული შესტკივა.
ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს!
მადლობა ყველას, ვისაც გული შესტკივა.
ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს!
10. კარგი ქართველი ხარ თეა.
5 კარგი ქართველი ხარ თეა.
5
9. " კიდევაც დაიზრდებიან" დაიზრდებიან, დაიზრდებიან, იზრდება ბიჭი დავითიც!
უუმაღლესი ლექსი! " კიდევაც დაიზრდებიან" დაიზრდებიან, დაიზრდებიან, იზრდება ბიჭი დავითიც!
უუმაღლესი ლექსი!
8. ეს ძალიან დროული და საჭირო ლექსია! დიდი მადლობა! 10+ ეს ძალიან დროული და საჭირო ლექსია! დიდი მადლობა! 10+
7. შემოგევლე, თეა! არაჩვეულებრივია! გაიხარე შენც და შენმა ოჯახმაც! 5555555555555555555555 შემოგევლე, თეა! არაჩვეულებრივია! გაიხარე შენც და შენმა ოჯახმაც! 5555555555555555555555
6. კარგი გოგოხარ თეამო! 555555555555555 კარგი გოგოხარ თეამო! 555555555555555
5. მისაბაძი ქართველი!
გენაცვალე და გაიხარე! მისაბაძი ქართველი!
გენაცვალე და გაიხარე!
4. მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით, ვეღარაფერი შეაყოვნებს მერე სიხარულს... ნუ დამიძახებ, აქ ვარ, აქ ვარ, შენ რომ გჭირდები.
ლამაზია და ძალიან ძლიერი.იხარეთ თეა წარმატებები და გფარავდეს უფალი მუდამ. მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით, ვეღარაფერი შეაყოვნებს მერე სიხარულს... ნუ დამიძახებ, აქ ვარ, აქ ვარ, შენ რომ გჭირდები.
ლამაზია და ძალიან ძლიერი.იხარეთ თეა წარმატებები და გფარავდეს უფალი მუდამ.
3. მ ა მ უ ლ ი შ ვ ი ლ ო ! მ ა მ უ ლ ი შ ვ ი ლ ო !
2. ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ, აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს, ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს, ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.
555 ღმერთმა გვიმრავლოს შენი სულისკვეთების მქონე პოეტები და არა "ზოგნი" რომელიც თავად სვავები, სხვის სვავობაზე წერენ და საზოგადოების დასანახად ირჯებიან მხოლოდ. ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს, ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე, ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე, გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...
ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ, აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს, ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს, ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.
555 ღმერთმა გვიმრავლოს შენი სულისკვეთების მქონე პოეტები და არა "ზოგნი" რომელიც თავად სვავები, სხვის სვავობაზე წერენ და საზოგადოების დასანახად ირჯებიან მხოლოდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|