ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2012


შენზე ფიქრებში

იცი ქუთაისს ვშორდები ახლა,
და ქუთაისი თავისთან მიხმობს,
უშენოდ სევდის წუთები მახლავს,
და ქუთაისიც დარდია თითქოს.


მივყვები მივალ ამ გზის ნაპირებს,
და ამ ხეტიალს ბოლო არ უჩანს,
ნეტა როდემდე? ნეტა სადამდე?
ალბათ ამ თვალებს სანამ დავხუჭავ...


მემახსოვრება მე ყველაფერი,
ეს ცა, ეს მიწა და საქრთველო,
ლამის გავფრინდე ცისკენ ოცნებით,
და  დრო უსაზღვრო ფიქრით გავთელო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები