ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილს
ბატონო კონსტანტინე,
რატომ იყო 2011 წელს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 0,01 % გამამართლებელი განაჩენები?
ჯერ გადავხედოთ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას ცივილიზებულ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი – 29 %, ამერიკის შეერთებული შტატები – 25 %, ევროკავშირის ქვეყნები – საშუალოდ 20 %. საინტერესოა ცივილიზებულ ქვეყნებში არსებული გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის შედარება საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასთან: რუსეთის ფედერაცია – 0.8 %, ბელარუსი – 0.3 %. განსხვავება უზარმაზარია.
ახლა ეს ციფრები შევადაროთ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას. გამამართლებელმა განაჩენებმა საქართველოში 2004 წელს შეადგინა 0,7%; 2005 წელს – 0,8%; 2006 წელს – 0,2%; 2007 წელს – 0,05%; 2008 წელს – 0,01%; 2009 წელს – 0,01%; 2010 წელს – 0,01%,; 2011 წელს – 0,01%.
როგორც ვხედავთ, საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება. შედეგად, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 6654-დან (2004 წელს) 24684-მდე (2010 წელს) გაიზარდა. საქართველოში ყოველ ასი ათას მოსახლეზე 540 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
ბატონო კონსტანტინე,
ნუთუ სასამართლო, თქვენი ხელმძღვანელობით, არასდროს, ან პრაქტიკულად არასდროს, არ ცდებოდა, და ყველა, ან პრაქტიკულად ყველა, ეჭვმიტანილი ყოველთვის, ან პრაქტიკულად ყოველთვის, დამნაშავე იყო?
ზოგადად გეკითხებით, თეორიულად მაინც შეიძლება ასე იყოს?
და თუ, თქვენი აზრით, შეიძლება, მაშინ იქნებ დაასახელოთ კიდევ ერთი სახელმწიფო, საქართველოს გარდა, რომელშიც სასამართლოებს გამოაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 0,01 % გამამართლებელი განაჩენები.
პატივისცემით, კახაბერ როდინაძე ადვოკატი 5.10.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. : )))) კოტიკომ დამირეკა და კახას გადაეციო, ის ერთი სახელმწიფო ურუგვაი არისო :დ:დ ვინდი აქვს გადასაყენებელი და ვერ შემოდის თვითონ :დ : )))) კოტიკომ დამირეკა და კახას გადაეციო, ის ერთი სახელმწიფო ურუგვაი არისო :დ:დ ვინდი აქვს გადასაყენებელი და ვერ შემოდის თვითონ :დ
3. კოსტანტინე ყუბლაშვილის პასუხი: გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მიგვითითებს ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე და ნიშნავს რომ უდანაშაულოდ არავინ დაგვიპატიმრებია.
ჩემი პასუხი : სწორედ იმიტომ დაინგრა ეს ხელისუფლება რომ სამართლიანობა არ არსებობდა და თუ არსებობდა იყო შერჩევითი და მიკერძოებული. თუმცა პასუხი თქვენთვითონაც კარგად იცით. კოსტანტინე ყუბლაშვილის პასუხი: გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მიგვითითებს ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე და ნიშნავს რომ უდანაშაულოდ არავინ დაგვიპატიმრებია.
ჩემი პასუხი : სწორედ იმიტომ დაინგრა ეს ხელისუფლება რომ სამართლიანობა არ არსებობდა და თუ არსებობდა იყო შერჩევითი და მიკერძოებული. თუმცა პასუხი თქვენთვითონაც კარგად იცით.
2. გაეცით ადვოკატს ვინმემ პასუხი, მის "შემოქმედებას" გადავხედე ერთ კითხვას სხვადასხა ბრუნვაში ატრიალებს. აწუხებს ალბათ ხო? სადაა კუბლაშვილი? შემოვიდეს აქ. არ შეუქმნია ნიკი ჯერ? გაეცით ადვოკატს ვინმემ პასუხი, მის "შემოქმედებას" გადავხედე ერთ კითხვას სხვადასხა ბრუნვაში ატრიალებს. აწუხებს ალბათ ხო? სადაა კუბლაშვილი? შემოვიდეს აქ. არ შეუქმნია ნიკი ჯერ?
1. ადვოკატო კახაბერ , დარწმუნებული ვარ ბატონი კონსტანტინე, უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს კითხვებს:)))) ეხლა საქარტველოს გარდა რომ ცუდი ქვეყნები არიან იმატ სიას ადგენს ადვოკატო კახაბერ , დარწმუნებული ვარ ბატონი კონსტანტინე, უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს კითხვებს:)))) ეხლა საქარტველოს გარდა რომ ცუდი ქვეყნები არიან იმატ სიას ადგენს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|