 | ავტორი: აფროდიტე ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2008 |
აქ ყველაფერს შენი პასპორტის ფერი წყვეტს. აქ დიდი UN-ის პატარა წარმომადგენლები მშვიდობას გპირდებიან... აქ ხალხს გულ-მკერდზე მედლების მაგივრად საკუთარი, გარდაცვლილი შვილების სურათები ჰკიდიათ. აქ ბუნების საოცარ პეიზაჟს დამწვარი და უკვე ყოფილი სახლები ერწყმის, აქ უაზროდ გასროლილმა ტყვიამ შეიძლება ჩაგაბაროს პატრონს, აქ არ უყურებ ცას გისოსებიდან, მაგრამ მაინც გისოსბში რჩები, აქ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ მამულს... აქ ყოველ მოსვლაზე შენი სახლიდან წაგებული ნივთების სია იზრდება, აქ შენს ერთ წყვილ თვალს, უამრავი ადამიანის თვალები ზვერავენ... აქ ზღვისგან არცთუ ისე შორს, გრძნობ მის მარილიან სურნელს... აქ შენ ვერ ნახავ პალმებს,რადგან ისინი დრომ და ტანკებმა შთანთქეს. აქ შეიგრძნობ შიშს და თავი ისტორიის ნაწილი გგონია, აქ ზაფხულის თბილ ნიავს მამის შეგონებები თან მოყვება. აქ ჩემი სახლია, ჩემი სული, ჩემი წარსული, ჩემი არსება. ეს საქართველოა, ეს აფხაზეთია!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აქ არ უყურებ ცას გისოსებიდან, მაგრამ მაინც გისოსბში რჩები,
აქ არ უყურებ ცას გისოსებიდან, მაგრამ მაინც გისოსბში რჩები,
16. ნუ სევდიანობ.5 ნუ სევდიანობ.5
15. 5!... მთელი სითბოთი.... 5!... მთელი სითბოთი....
14. აქ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ მამულს...
აი, ეს ძალიან მეტკინა.. კარგი გოგო ხარ აქ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ მამულს...
აი, ეს ძალიან მეტკინა.. კარგი გოგო ხარ
13. მეც ვერ ვაფასებ. მეც ვერ ვაფასებ.
11. მტკივნეულია მტკივნეულია
10. ძალიან მომეწონა.. ნუ თემაც ისეთია,მაგრამ კარგია მართლა :) ძალიან მომეწონა.. ნუ თემაც ისეთია,მაგრამ კარგია მართლა :)
8. თემაც რომ არა 5 თუმცა ბოლოში მგონი ჯობია ეს აღარ იყოს:
ეს საქართველოა, ეს აფხაზეთია!!!
თემაც რომ არა 5 თუმცა ბოლოში მგონი ჯობია ეს აღარ იყოს:
ეს საქართველოა, ეს აფხაზეთია!!!
7. რატო ტატატო? რატო ტატატო?
6. ვერ ვაფასებ ვერ ვაფასებ
5. კარგია... მეტკინა და მომეწონა! 8 კარგია... მეტკინა და მომეწონა! 8
4. აქ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ მამულს...
ძალიან მძიმე...
და ჩუმად ვარ აქ... აქ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ მამულს...
ძალიან მძიმე...
და ჩუმად ვარ აქ...
3. თემაა ისეთი... სხვანაირად ვერ შეაფასებ. 5 თემაა ისეთი... სხვანაირად ვერ შეაფასებ. 5
2. ჩემთვის განსაკუთრებით ჩემთვის განსაკუთრებით
1. ისეთი მტკივნეული თემაა.... ისეთი მტკივნეული თემაა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|