ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2012


პოეტის ბედი

ნაავადმყოფარ შემოდგომას ვერ ვუმკურნალე
და ჭლექშეყრილი საღამოა ირგვლივ ჩემ თავთან,
ღვინოში ჩავწვი ყველა ლექსის ყველა მხურვალე
ამოსუნთქვა და უნდა ავყვე დაკიდულ აღმართს.


რადგან ყოველი "ბოლო" არის პოეტის ბედი,
რადგან ტკივილებს - ტკივილითვე თუ გაუძელი,
მე თავაშვებით მივდიოდი იმ ბილიკებზე
ნაავადმყოფარ ამინდმა, რომ ჩამკიდა ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები