ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო111
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2012


შენი მონატრება ავისრულო

მოღრუბლული ამინდები როგორც--მძიმე, 
წვიმიანი ამინდები--წერტილები,
ფერად დღეთა რიგი ისე აგვიანებს
როგორც, შენი მოწერილი წერილები.

ეგ თითები, არა იქნებ შენი თმები,
მე, სურნელი შენი ტანის ისევ მათრობს,
ბუხართან ჩვენს გატარებულ ზამთრის ღამეს,
ზამთრის დილა ლოლოებად ჩამოადნობს.

დაგეწაფე, საყელოზე  ღილი აგწყდა
და ბუხარშიც აწყდა ალი ნაკვერჩხალებს,
ვწევარ შენთან, ზამთრის სიზმრის მოლოდინში
თითქოს ცხვრები, ისე გითვლი მკერდზე ხალებს.

ცხელი სუნთქვა, შენი გულის ფეთქვა,ფეთქვა,
მერე, მერე, ბუხრის კვამლთან ქარის ვალსი,
შენი თმების სურნელება ისე ამყვა,
მახსოვს კოპიტს როგორ აჰყვა ბაღში ვაზი.

აჰყვა ზემოთ, ნიკაპზე და ყელზე აჰყვა
ვაზი--კოპიტს, კვამლი--სივრცეს, კედელს--სურო,
ასე მინდა, ყოველ ღამე საბნად ჩემი
მე კი შენი სიმხურვალე დავიხურო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები