ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2012


ჩვენ (არასოდეს)

გარეთ ჭორფლისფერი შემოდგომაა
ჩვენ ვდგავართ ორნი და
გვაინტერესებს - არავინ.
ვდგავართ ოთახში, ფანჯარასთან და
სულელურად ვიღიმით,
არაფერზე.
ქუჩაში გამვლელებს ვაკვირდებით,
მათი პიროვნული თვისებების ამოსაცნობად
და გვეცინება, რომ არცერთ მათგანზე
ჩვენი აზრები, ერთმანეთს არ ემთხვევა.
უბრალოდ, ასე გვიხარია და ცოტა გვეშინია კიდეც,
ბედნიერების.
სამყაროს, ერთმანეთს შორის
(პერიოდულად მზარდი და კლებადი)
მანძილით ვსაზღვრავთ...
ახლა, ის ნაბიჯნახევარია,
მე სანტიმეტრ-სანტიმეტრ ვცდილობ, უფრო შემცირებას
და მილიმეტრ-მილიმეტრ ვხდები, უფრო დაბნეული
თუმცა ვიცი, რომ ორივეს გვინდა
უმანძილობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები