ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი გოგებაშვილელი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2012


ხანდახან მჯერა წარსული ტირის...

ხანდახან გრძნობა განიცდის ვნებებს,
მაგრამ სიშორეს მიძაბავს ფარდა,
ხანდახან მჯერა წარსული ტირის,
სადაც ოცნება ოდესღაც მწამდა.

ხანდახან ვრჩები და ველი წამებს,
გაფრენილ სულებს მეც ავყვე მინდა,
ყოველი სუნთქვა მიკარგავს ფერებს,
სარკის წინ მდგომიც შენ გხედავ ფიქრად...

დავტოვებ ჭურჭელს, რაც მე მამძიმებს,
ვიპოვი ადგილს სხეულზე წმინდას,
ვიცი რომ კვლავაც დავკრიფავ ცრემლებს
და ამ სიშორეს დავარქმევ ,,მტკივა“ს...

ხანდახან მჯერა წარსული ტირის
და ამ აწმყოში იღვრება ცრემლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები