ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
15 ნოემბერი, 2012


ჭრელი ბუშტები

-ეს რა ხდება ოთახში?
-დაგორავენ დევები,
გაბერილი,მსუქნები,
დიდები და ჭრელები.

გარს უვლიან ჩუმ-ჩუმად
აფხორილი კნუტები
-ღიპიანებს დავესხათ,
დავუშინოთ მუშტები!

ლაჩრები ხომ არა ვართ,
ხო და,რას ვიპრანჭებით,
აბა,ერთი, რისთვის გვაქვს
ამოდენა კლანჭები?

მართლაც ომი გამართეს,
არ დაინდეს არც ერთი,
არც ყვითელი,არც მწვანე,
არც წითელი,არც თეთრი

ბევრი იკოტრიალეს
და იქნიეს მუშტები,
სანამ სულ არ გახეთქეს
ჭრელა-ჭრულა ბუშტები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები