ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2012


ჩაახორხოტე!

მამას საიუბილეოდ -
ზარხოშის დროს წაიკითხე

ჩაახორხოტე ყარაჩოხლური ვეება ჭური! -
მოგეგებება დიონისე ლოთი ყანწებით...
აგერ, ფარდულში თვალებს გიკრავს ალადასტური -
შემოჯარული შენებური ყოჩი ანცებით!

ფიროსმანივით დაბარბაცებ ბებერ თბილისში,
გულის სიღრმეში სიყრმისეულ ღელვას ვერ იქრობ.
მერე რა ვქნათ, რომ გაყიდულა ახლა სინდისი:
ქალაქს გასძახი, მაგრამ პასუხს, ვაი, ვერ იცნობ!

და ჩანს მტკვარგაღმა ჩაძირული, ვით მადათოვი,
კაცადკაცობა! - მამავ, თმებზე წლებმა დაგთოვა.
შეგრჩა თბილისი, ბევრი კაი ბიჭის დამთმობი, -
შენც, ჲეთიმ-გურჯიც, საჲათნოვაც სახტად დაგტოვათ!

ტიკჭორამ ღიპი გაგიჭორა, სავსე, სინდისით:
ამ კაი ყმაზე ალალიო ძველი თბილისი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები