 | ავტორი: ბ ა ჯ ო ჟანრი: პოეზია 30 ნოემბერი, 2012 |
ელი! ახლა გწერ, მომერია ჭაჭა დილიდან, როგორც მჩვევია სასთუმალთან მრჩება სინდისი ამ დროს, კოლუმბიც ოცდარვაჯერ შემოივლიდა პლანეტას, ვიდრე ინათებდა შენში ივლისის მზე და თვალებში აგინთებდა მხურვალე კოცონს, ელი, მოზამთრდა შეეპარათ სიცივე ხეებს ელი, ღამეა და საცაა უთუოდ მოთოვს მე კი მხოლოდ შენ თუ გამითბობ გაყინულ ხელებს. ელი, გასულ წელს სხვანაირად თოვდა ქალაქში, სულ სხვანაირად გვიყვარდა და ვებრძოდით წუთებს, მთვარეს, აბუჩად აგდებულს და ნერვებგადაღრღნილს მხოლოდ შენღა თუ მიშველიდი, სიჩუმე სუფევს წვიმის ქალაქში და წვეთები იქცა ფიფქებად, ელი შენს თვალებს თეთრი ფერი შვენოდა მახსოვს ელი სულ მალე დათბება და აბიბინდება ის შენი თეთრი ყვავილები, მანამდე დათოვს თოვლის ბაბუას გააკეთებ სტაფილოს ცხვირით სველი თოვლია ჩვენს ქალაქში მყისვე დადნება მერე ჩემი ხმა გაგაღვიძებს მძინარეს დილით და მერე ალბათ ერთმანეთიც მოგვენატრება ელი, ზაფხულის ცხელ დღეებსაც აკლიათ სითბო, შენი თვალების, შენი თმების, მაკლიხარ ელი და ეს საღამოც უშენოა და ვკვდები თითქოს სუნთქვაშეკრული უფლისაგან განაჩენს ველი და ისღა დამრჩა შევეგუო დაწერილს ბედის ვერსად მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის თურმე უშენოდ სიკვდილიღა ყოფილა ხვედრი ჩემი და მაინც იცოდე რომ მიყვარდი ელი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. უი, როგორ მომეწონა :)))))))) უი, როგორ მომეწონა :))))))))
11. მოლოდინგადაჭარბებული ++ მოლოდინგადაჭარბებული ++
10. გმადლობთ ;* გმადლობთ ;*
9. წყალს დასტური.. +5 და კეთილი სურვილები დავტოვე... წყალს დასტური.. +5 და კეთილი სურვილები დავტოვე...
8. მომერია ჭაჭა დილიდან, მომერია ჭაჭა დილიდან,
7. და ისღა დამრჩა შევეგუო დაწერილს ბედის ვერსად მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის ++ და ისღა დამრჩა შევეგუო დაწერილს ბედის ვერსად მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის ++
6. გმადლოობთ ! გმადლოობთ !
5. ყველას,რომ დააფიქრებს და გაახსენებს თავის ელის,ან სულაც მივიწყებულ გრძნობებს ,ადამიანურს,ისეთია შენი ლე ქს ი. წარმატებები ყველას,რომ დააფიქრებს და გაახსენებს თავის ელის,ან სულაც მივიწყებულ გრძნობებს ,ადამიანურს,ისეთია შენი ლე ქს ი. წარმატებები
4. ელი, ზაფხულის ცხელ დღეებსაც აკლიათ სითბო, შენი თვალების, შენი თმების, მაკლიხარ ელი ელი, ზაფხულის ცხელ დღეებსაც აკლიათ სითბო, შენი თვალების, შენი თმების, მაკლიხარ ელი
3. ვერსად მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის
ამ ფრაზამ გამახსენა: ერთხელ უცხოეთში ყოფნისას , კორპუსის კედელზე შევამჩნიე დიდი ასოებით ეწერა
" სიკვდილო ! მე შენ მიყვარხარ შენს გარდა არავინ არ მელის" იმ უცხო ენაზე საოცრად ჟღერდა კარგახანს ვიდექი ჩაფიქრებული. ვერსად მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის
ამ ფრაზამ გამახსენა: ერთხელ უცხოეთში ყოფნისას , კორპუსის კედელზე შევამჩნიე დიდი ასოებით ეწერა
" სიკვდილო ! მე შენ მიყვარხარ შენს გარდა არავინ არ მელის" იმ უცხო ენაზე საოცრად ჟღერდა კარგახანს ვიდექი ჩაფიქრებული.
2. წარმატებები წარმატებები
1. ჰოოო.ჩვენიანია ბაჯო ეს ლექსი, მეჩემა....მეცნო ჰოოო.ჩვენიანია ბაჯო ეს ლექსი, მეჩემა....მეცნო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|