ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2012


. . . მიცნობ გამარაჯობით . . .

გიცნობ გამარჯობით, მეტს ვერ გიბედავ და
არც შენ დაგილეწავს ჩემი კარებ-ებ-ი,
ალბათ გამწარება ბედმა ინება და
გულში ღრმად ჩაგისვა, ცქერით ნაფერები.

ისე სევდიანი, ისე ალმაცერი
მზერით შემიტყუე ფიქრთა ლაბირინთში,
შენში ერთადერთი, ჩემი ანარეკლი
იყო ფერ-ნა-წერი, ცუდი მარინისტის.

ასე გამოცდილი, ასე გათელილი,
ღმერთო რა ანახე, ასეთ პაწაწინას?
გოგო ჯერ არაა მიწას აცდენილი,
რატომ გადამაგდე, იქით განაპირას?!

შენ კი კოხტა ქალო, სხვამ თუ გიუხეშა,
და თუ გადაგღალა, უტყვი ქარაგმებით,
ღაწვზე ჩამოვარდნილ ცრემლად მიგულე და
შორი სიყვარულით ტუჩზე დაგადნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები