ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 დეკემბერი, 2012


ქართველები ვართ?

მოდით ვიმოგზაუროთ საქართველოში, რას შევამჩნევთ პირველ რიგში? დიდებულ ეკლესია მონასტრებს: სვეტიცხოველს, ალავერდს, გელათს, გრემს ...
ეხლა გადავხედოთ ქართულ სუფრას, რა სადღეგრძელო არ გვავიწყდება? ღვთის და დიდებული წინაპრების.
გადავავლით ისტორიას თვალი: მტერი ჩვენს დაჩაგვრას ცდილობდა, ცდილობდა შეგვეცვალა რწმენა, დაგვევიწყებინა ქართული ენა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ახლა გადავხედოთ ქართველებს: ეკლესიას დავინახავთ პირჯვარს გადავიწერთ, შემდეგ ქუჩაში გავივლით და დედას შევაგინებთ ან სხვას ან საკუთარ თავს (დავიგინებთ); სუფრაზე ვიტყვით დიდებულ სადღეგრძელოებს, შემდეგ იმდენს დავლევთ, რომ ან ვიღაცას ვცემთ ან თავად ვიქნებით ნაცემები, შეიძლება ერთი კარგი ფანტანიც გავხსნით; ეხლა შევხედოთ ჩვენს მეტყველებას ხმლით აღარ გვაიძულებენ, რომ სხვა ენაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ინგლისური სიტყვების გამოყენება მოდაა, გოიმები ხომ არ ვართ Ok–ს მაგივრად "კარგი" ან "ხო" ვიხმაროთ.
მიჩნდება კითხვა: ქართველები ვართ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები