 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2012 |
ჰეი, თქვენ, გოგონი... ხო, აი თქვენ, სკამთან, ზიხარ გარინდული და ვერც გვამჩნევ ალბათ. თმები ჩამოგყრია, ქერა, თხელი, სწორი, მხოლოდ სახე გიჩანს, ანგელოზის ტოლი.
თვალებს ნაზად ხუჭავ, როცა გიმზერ, ხვდები, და დარცხვენით უმალ დაბლა იხედები. თვალის ქვემოთ ჭორფლი, გამოჩენას ბედავს, ღიმილის დროს რაღაც, იმქვეყნიურს ვხედავ.
ფეხი ფეხზე გიდევს, არ განაღვლებს რაკი, შენს ირგვლივ მსხდომ ბიჭებს, გაუშტერდათ თვალი. ვერვინ რისკავს მოსვლას, დაიჩემეს რიდი, მე კი გავბედავ და შენთან მოვალ კითხვით.
გამარჯობა, ისე სახელს ხომ ვერ მეტყვით? შენ კი ბანალურად ჩამთვლი, უარს მესვრი. მე კი დაბნეული, განგიმარტავ კითხვას: არა ჩემთვის არა, ძმაკაცისთვის მინდა...
(ლექსი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე : ))) ეძღვნება "მაკაველს" )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რეპივით წამეკითხა :D რეპივით წამეკითხა :D
7. ლექსად იმდენად ვერაფერი, მაგრამ ჩემი აზრით სიმღერისთვის გამოდგება ;) ლექსად იმდენად ვერაფერი, მაგრამ ჩემი აზრით სიმღერისთვის გამოდგება ;)
6. პალიაჩ ჩემო ძმაო გენიალურ:* პალიაჩ ჩემო ძმაო გენიალურ:*
5. :))))) თამამ(ი) ბიჭი :))))) თამამ(ი) ბიჭი
4. ჰეი გიო :)) :** ჰეი გიო :)) :**
3. კარგი ადრესატია ნამდვილად...:) კარგი ადრესატია ნამდვილად...:)
2. სასიმღერო ტექსტია სასიმღერო ტექსტია
1. მშვენიერი მიძღვნა. მშვენიერი მიძღვნა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|