მამ, დღეს ბაბუა დაიბადა... ძნელია ვიცი, ძალიან ძნელი, შეურიგდე კაცი განაჩენს; ტუჩის მოკვნეტაც სულერთდება და გვიანდება,- დროა დგებოდე, თოვლს კვალავდე, თხრიდე საფლავებს... და ყოველ ღამე, როცა ყველა მიდის ჩვენიდან, ცხვირწინ კეტავენ საკუთარ თავს სველი ფანჯრები,- დგახარ კუბოსთან და სიცოცხლე გეცოტავება, მით უფრო, როცა სიკვდილია ნაუცბათევი კარში შემთხვევით მოყოლილი თითებივით და გიჭირს, გაიგო ბედი კეტავს გზას თუ ქარბუქი... მხრები ისედაც დამძიმებულს უფრო გეტყობა, როცა დადგები შორიახლოს ან გვერდს ჩაუვლი ბაბუას- თეთრი ზეწრებით და უჰაერობით სულშეხუთულს და ვხვდები,გული ხელით გიჭირავს, ძალაგამოცლილ მუჭში მალავ და სუნთქვას იღებ, რომ არ დაგახრჩოს გალეწილმა დარდმა შიგნიდან... გარეთ სუსხია; იანვარი გასცდა ჰორიზონტს, ჩვენს უსინათლო ფანჯრებს უმზერს ღრენით,ძალუმად, სახურავიდან (პოეტივით) თოვლი ეშვება და ლუკმასავით წაგვართმევენ ვიცი ბაბუას ნათესავები, მეზობლები, გზები, მიწები და თვითონ ღმერთიც... გაიყოფენ, ალბათ, როგორღაც, ჩვენ კი დავრჩებით დამშეული ძაღლებივით და ბინძურ თოვლიდან იმ წაქცეულ სკამებს მოვბოჭავთ, რომლებსაც გულზე დიდჯვრიანი კუბო ესვენათ... და პროცესია ნადირივით საზღვრებს გაარღვევს დიდი ნაბიჯით... დაგვტოვებს და დაიკარგება და საკმაზივით დავუმატებთ მიწას საფლავებს... ჯერ კი ხეები ჭირისუფლებს თავებს გვიხრიან და შენ უბეში გველებივით დარდი გეზრდება... ცაა სუყველგან, წუხელ ისე მაგრად მოთოვა და დასასრულის აღარ უჩანს პირი თენებას... მოდიან მღვდლები და სქელყდიანს ხსნიან ფსალმუნებს, უცნობები კი ასკილივით თავებს აქნევენ, ჩვენთან მოდიან ის ქალებიც ეკლესიიდან და მოჭირხლული სახეებით ღამეს ათევენ. შენ კი აგდიხარ წასაღები ტვირთივით, სადღაც, სადღაც კუთხეში... სასწაული ხდება ტეხილი, ისეთი მრუდი, გაწყვეტილი, უთავბოლო და ხის ტოტებივით ერთმანეთში გადაგრეხილი, საზღვრების მიღმა... ეგუები თითქოს განაჩენს და შეშუპებულ სარქველებში სისხლი დედდება ერთი შეხედვით, ნაფაზებით... და რა იციან გადაყლაპული ცრემლის ფასი ხშირად დედებმა... წუხელ ციოდა. დილით ღმერთი თოვლად მოვიდა და სიმინდივით მუჭა-მუჭა ფშვნიდა სიბნელეს; დგახარ ფანჯრებთან და ზეცამდე ზომავ ჰორიზონტს წლებია, მამ, შენ მამა ხარ და მამას იხსენებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან კარგად წერ! ვიცოდი ეს ლექსი, გადავიკითხე და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. ძალიან კარგად წერ! ვიცოდი ეს ლექსი, გადავიკითხე და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.
13. გაიხარეთ ! :) გაიხარეთ ! :)
12. გრძნობებით სავსე ავტორი!
წარმატებებს გისურვებთ :)
გრძნობებით სავსე ავტორი!
წარმატებებს გისურვებთ :)
9. ძალიან მომეწონა ++ ძალიან მომეწონა ++
8. მადლობა.... :* გაიხარეთ. მადლობა.... :* გაიხარეთ.
7. ძალიან...ძალიან ლექსია...55555 ულამაზესი სახეებით..ემოციებით ზუსტი...მომეწონა ძალიან, ოღონდ ფინალს უფრო ძლიერს მოველოდი რატომრაც, თუმცა ესაც მოიხდინა ლექმა... ძალიან...ძალიან ლექსია...55555 ულამაზესი სახეებით..ემოციებით ზუსტი...მომეწონა ძალიან, ოღონდ ფინალს უფრო ძლიერს მოველოდი რატომრაც, თუმცა ესაც მოიხდინა ლექმა...
6. უუუუჰ..... დავმძიმდი ფრიად....
შინაარსი, გადასვლები, კადრების გამოქანდაკება–ბრავო!!
კარგი ნაშრომია – უდაოდ!!
ჩემი+2+ოვაციები
გულითადი წარმატებები უუუუჰ..... დავმძიმდი ფრიად....
შინაარსი, გადასვლები, კადრების გამოქანდაკება–ბრავო!!
კარგი ნაშრომია – უდაოდ!!
ჩემი+2+ოვაციები
გულითადი წარმატებები
5. როცა დადგები შორიახლოს ან გვერდს ჩაუვლი ბაბუას- თეთრი ზეწრებით და უჰაერობით სულშეხუთულს და ვხვდები,გული ხელით გიჭირავს,
შენ კი აგდიხარ წასაღები ტვირთივით, სადღაც, სადღაც კუთხეში... სასწაული ხდება ტეხილი, ისეთი მრუდი, გაწყვეტილი, უთავბოლო და ხის ტოტებივით ერთმანეთში გადაგრეხილი, საზღვრების მიღმა... ეგუები თითქოს განაჩენს და შეშუპებულ სარქველებში სისხლი დედდება ერთი შეხედვით, ნაფაზებით... და რა იციან გადაყლაპული ცრემლის ფასი ხშირად დედებმა...
ისეთია ადგილებია, ხელი არ მომიბრუნდება შენიშვნებიც დავწერო.
როცა დადგები შორიახლოს ან გვერდს ჩაუვლი ბაბუას- თეთრი ზეწრებით და უჰაერობით სულშეხუთულს და ვხვდები,გული ხელით გიჭირავს,
შენ კი აგდიხარ წასაღები ტვირთივით, სადღაც, სადღაც კუთხეში... სასწაული ხდება ტეხილი, ისეთი მრუდი, გაწყვეტილი, უთავბოლო და ხის ტოტებივით ერთმანეთში გადაგრეხილი, საზღვრების მიღმა... ეგუები თითქოს განაჩენს და შეშუპებულ სარქველებში სისხლი დედდება ერთი შეხედვით, ნაფაზებით... და რა იციან გადაყლაპული ცრემლის ფასი ხშირად დედებმა...
ისეთია ადგილებია, ხელი არ მომიბრუნდება შენიშვნებიც დავწერო.
4. მადლობა. გაიხარეთ*** მადლობა. გაიხარეთ***
3. კარგია..+2 წარმატებები კარგია..+2 წარმატებები
2. ძალიან კარგია, ძალიან! ტრაგიზმით სავსე ნაწერია და მაინც რა თბილად, მალამოსავით ედება სულს. ყოჩაღ! ძალიან კარგია, ძალიან! ტრაგიზმით სავსე ნაწერია და მაინც რა თბილად, მალამოსავით ედება სულს. ყოჩაღ!
1. მომეწონა) და დამასევდიანი.. +2 მომეწონა) და დამასევდიანი.. +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|