ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2008


ფორთოხლის წვენივით დღე დაილია


ფორთოხლის წვენივით დღე დაილია,
ცაზე კიდული მზე გაილია.
სისხლით ნაკვები ჩემი გული გადაღლილია.
ფორთოხლის წვენივით დღე დაილია.
შენზე ოცნებაც გამოილია.
და გაუხეშდა ჩემი ერთ დროს სათუთი სული
არც აღარაფერს აღარ გრძნობს გული
როგორც ზამთარში ხე უფოთლო და შესუდრული
ისე ვნებებით და გრძნობებით ვარ გაძარცული
როგორც გაწურულ ფორთოხლის კანი
ისე გამხდარა ჩემი ერთ დროს სათუთი სული
აი დავბერდი კიდევ ერთი დღით
და აი გავთბი კიდევ ერთხელ მზით
აი კიდევ ერთი დღე დაილია
ცაზე კიდული მზე გაილია
და ჩაესვენა ლურჯნისლულ ზღვაში
ჩემი გული კი გადაღლილია
გული ჯიუტი, არ გცვლიდა სხვაში
გული რომელსაც ასე უყვარდი
ასე უყვარდი და იყო ურჩი
გული რომელსაც ეზმანებოდა
შენი უძირო, თვალები ლურჯი
შეიძლება ახლა ვერ ვაწყობ რითმებს
და ვერ გადმოვცემ არეულ ფიქრებს
შეყვარებული, ერთ დროს რითმავდა გული
გული, რომელსაც ასე უყვარდი.
ფორთოხლის წვენივით დაილია
ცაზე კიდული მზე, გაილია
და ჩაესვენა ჩანისლულ ზღვაში.
და კიდევ ერთი დღე დაილია
ჩემი გული კი არ გაგცვლის სხვაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს