ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2008


გაირინდა...

ღამე გაირინდა
საეჭვოდ ბნელი
მოღალატე არაწმინდა
სატანამ კალთაზე შეიწმინდა
ხელი
ღამე გაირინდა ბნელი
მე კი შენ გელი
დაგვიფარე ყოვლადწმინდავ
ჰაერში ომის სუნი დგას
ტალახში გაბნეული ხურდა
მტერი თხრის სანგარს
ვეომოთ სანგარი სამარედ ვუქციოთ უნდა
ღამე გაირინდა საეჭვოდ ბნელა
თვალი ამარიდა...
დრო გადის ნელა
შენ, ყავა, სუნთქვა მძიმე და...
მტერს შევაკვდები, ტყვიას დავხვდები
შენს თვალზე ჩემთვის დაღვრილი ცრემლის იმედად
ცა გაირინდა
შენი მონატრების, ომის და სიკვდილის სუნები ერთმანეთში აირია
შენი კოცნა და ბრძოლა მომინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები