***
გაგვერიყეო, რომ გეტყვიან, განზე გადექი...
აქ იმას კი არ გულისხმობენ, რომ ზღვამ წაგიღო და სადაცაა ჩაგიბრუნებს მღვრიე მორევში, ან ვინმე მოვა, ჩამოგწვდება, მოგეშველება...
...
არა, ნაპირზე დგანან მშვიდად და ჩამავალ მზეს უქნევენ ხელებს.
***
ნუ გააკეთებთ ჩანახატებს, ნუ გადაიღებთ ფოტოებს, ჩაიწერეთ ჩემი ხელები.
***
სახლში რომ მიხვალ და კარი ჩაკეტილი დაგხვდება, გასაღები რომ ხელში გიჭირავს და ვერ შედიხარ.
სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს.
...
მე გული არ მაქვს და არც სხვაგან წამესვლებოდა.
***
დღეში ასჯერ რომ ავუარ-ჩავუარო ამ კედლებს, თავი რომ მოვაბეზრო საშინლად, ხან ერთს მივეყრდნო დაუდევრად და ხან მეორეს... ოდესმე მაინც მოვა დრო და ჩემი ერთი დანახვა მოენატრებათ, თვალები ამოუღამდებათ ნაცნობი ნაბიჯების მოლოდინში.
***
რა ცარიელია ამათი სიტყვები, როგორი ყალბი გულწრფელობით სავსე... და როგორ არ ჰგავს ეს ყველაფერი ქარს, გატეხილი ფანჯრიდან რომ უბერავს ხოლმე ჩემს უშენობით გაბეზრებულ ოთახში და თუმცა არასოდეს არაფერს ამბობს, არც მე მაიძულებს თავს მარტო ვგრძნობდე.
***
შეიძლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ხედავდეს მზის ამოსვლას, ვერ ხედავდეს როგორ ანათებს ის მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც, ვინც ხედავს, როცა ჩადის.
***
რა იქნებოდა, თუნდაც ერთხელ, შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის.
***
მოწყვეტილი ქრიზანთემა უფრო დიდხანს შეინარჩუნებს საკუთარ სურნელს, ვიდრე შენ მე გემახსოვრები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. საოცარია, ჩვეულებრისამებრ .. საოცარია, ჩვეულებრისამებრ ..
17. "ნუ გააკეთებთ ჩანახატებს, ნუ გადაიღებთ ფოტოებს, ჩაიწერეთ ჩემი ხელები. " და თვალებიც და სულიც . და საერთოდაც აქ ყოველი სიტყვა ნიკაა, ვერც ერთ მონახაზს რომ ვერ დააკლებ და ვერც ჩაამატებ "ნუ გააკეთებთ ჩანახატებს, ნუ გადაიღებთ ფოტოებს, ჩაიწერეთ ჩემი ხელები. " და თვალებიც და სულიც . და საერთოდაც აქ ყოველი სიტყვა ნიკაა, ვერც ერთ მონახაზს რომ ვერ დააკლებ და ვერც ჩაამატებ
16. რა იქნებოდა, თუნდაც ერთხელ, შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის.
+2 რა იქნებოდა, თუნდაც ერთხელ, შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის.
+2
15. სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს...
შეიძლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ხედავდეს მზის ამოსვლას, ვერ ხედავდეს როგორ ანათებს ის მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც, ვინც დაინახავს - როცა ჩადის.
შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის...
შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა!
სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს...
შეიძლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ხედავდეს მზის ამოსვლას, ვერ ხედავდეს როგორ ანათებს ის მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც, ვინც დაინახავს - როცა ჩადის.
შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის...
შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა!
14. ან ვინმე მოვა, ჩამოგწვდება, მოგეშველება.
არა,
სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს.
* * *
მე ყოველთვის მომწონდა თქვენი ხელწერა ...:)
ან ვინმე მოვა, ჩამოგწვდება, მოგეშველება.
არა,
სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს.
* * *
მე ყოველთვის მომწონდა თქვენი ხელწერა ...:)
13. სახლში რომ მიხვალ და კარი ჩაკეტილი დაგხვდება, გასაღები რომ ხელში გიჭირავს და ვერ შედიხარ. :))))
სახლში რომ მიხვალ და კარი ჩაკეტილი დაგხვდება, გასაღები რომ ხელში გიჭირავს და ვერ შედიხარ. :))))
12. რამდენჯერ ვთხოვე ბეროს გამაცანი მეთქი,მაინტერესებს ვინ წერს ასე საოცრად გულიანებს. რამდენჯერ ვთხოვე ბეროს გამაცანი მეთქი,მაინტერესებს ვინ წერს ასე საოცრად გულიანებს.
10. სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს.
როგორც ზამთრის უღონო მზე, ისე მილბობს გულს ჩემი თანდაყოლილი სევდა.
სახლებს არ აღებენ მეტალის ნაკეთობები, გულები აღებენ სახლებს.
როგორც ზამთრის უღონო მზე, ისე მილბობს გულს ჩემი თანდაყოლილი სევდა.
9. "თვალები ამოუღამდებათ ნაცნობი ნაბიჯების მოლოდინში."
ცრემლივით მძიმეა ... "თვალები ამოუღამდებათ ნაცნობი ნაბიჯების მოლოდინში."
ცრემლივით მძიმეა ...
8. რა კარგებია...რა ცოცხლები და რა ჩემები...:-*
როგორც ზამთრის უღონო მზე, ისე მილბობს გულს ჩემი თანდაყოლილი სევდა. რა კარგებია...რა ცოცხლები და რა ჩემები...:-*
როგორც ზამთრის უღონო მზე, ისე მილბობს გულს ჩემი თანდაყოლილი სევდა.
7. "გულები აღებენ სახლებს.
მე გული არ მაქვს და არც სხვაგან წამესვლებოდა."
გული არ გაქვთ კი არადა... "გულები აღებენ სახლებს.
მე გული არ მაქვს და არც სხვაგან წამესვლებოდა."
გული არ გაქვთ კი არადა...
6. ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4. მომეწონა, აზრიანი და ძალიან ლამაზებია, მე ყოველთვის მახსოვართ და მომწონს თქვენი შემოქმედება. მომეწონა, აზრიანი და ძალიან ლამაზებია, მე ყოველთვის მახსოვართ და მომწონს თქვენი შემოქმედება.
3. აქ მზე და ზღვა კი არა, " მეტალის ნაკეთობებიც" ამეტყველებულან და ჩემი ენაბრგვილობა რა მოსატანია!
მოკრძალებული მაქსიმუმი. აქ მზე და ზღვა კი არა, " მეტალის ნაკეთობებიც" ამეტყველებულან და ჩემი ენაბრგვილობა რა მოსატანია!
მოკრძალებული მაქსიმუმი.
2. ვიღაც გუბეში მხოლოდ მღვრიე წყალს ხედავს, შენს "გუბეში" კი ცა ირეკლება...
ყველა, მაგრამ ეს განსაკუთრებით: " რა იქნებოდა, თუნდაც ერთხელ, შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის."
ვიღაც გუბეში მხოლოდ მღვრიე წყალს ხედავს, შენს "გუბეში" კი ცა ირეკლება...
ყველა, მაგრამ ეს განსაკუთრებით: " რა იქნებოდა, თუნდაც ერთხელ, შენი თითების სურნელი ჰქონოდა ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის."
1. მასტერკლასია ეს! გაიხარე, ნიკოლოზ! მასტერკლასია ეს! გაიხარე, ნიკოლოზ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|