ღმერთი ახსენეს, ღმერთი რომელიც შორს იყო და თან ასე ახლოს, რომლის შესახებ არაფერი გაეგებოდათ, უბრალოდ სადღაც გულში მაინც სჯეროდათ მისი.
გავიდნენ ზღვაში, მოისროლეს ბადეები და მუდარით სავსე მზერით ისევ ზეცას ახედეს.
ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები, გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ. ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
მზის პირველ სხივებს ბადეები ამოაყოლეს. ლოდინად ღირდა,-სავსე იყო ნავი თევზებით! ასეთი უხვი ჯერ დილა არ გათენებოდათ! ეჩქარებოდათ ნაპირისკენ, ნიჩბებს მიუსხდნენ. მადლიერებით კიდევ ერთხელ ზეცას ახედეს. ნავი ნაპირზე აათრიეს დიდი წვალებით, ბადეები კი გასაშრობად მზეზე გაშალეს.
თევზის გადმოცლას რომ შეუდგნენ, მგზავრი შენიშნეს, რომელიც იდგა და კეთილად იღიმებოდა. ხელი სახეზე მოიჩრდილეს, - ცოტათი ეცნოთ.
,,ჰრქუა მათ იესუ, მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა მოდგმისა.” ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ.
24.03.2012წ. 02:30
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
72. შესანიშნავია!!! შესანიშნავია!!!
70. ვიცი. მომწონს. კიდევ წავიკითხავ. ვიცი. მომწონს. კიდევ წავიკითხავ.
69. აქამდე სად ჯანდაბაში ვიყავი მე? აქამდე სად ჯანდაბაში ვიყავი მე?
68. როგორ ამიშალა ეხლა ნერვები, ნეტა სულ არ წამეკითხა სულ ცოტათი ქვემოთ მდებარე კომენტარები! ღრრრრ არა, რა, ძაან ზის ეს ავტორი ჩემს გემოვნებაში რა! ეს იმას ნიშნავს რომ გემოვნება კარგი მაქვს:) როგორ ამიშალა ეხლა ნერვები, ნეტა სულ არ წამეკითხა სულ ცოტათი ქვემოთ მდებარე კომენტარები! ღრრრრ არა, რა, ძაან ზის ეს ავტორი ჩემს გემოვნებაში რა! ეს იმას ნიშნავს რომ გემოვნება კარგი მაქვს:)
67. არმენ... შენ წერ ძმაო...და უნდა წერო ბოლომდე... 5 არმენ... შენ წერ ძმაო...და უნდა წერო ბოლომდე... 5
66. ახლა რა ვთქვა არც კი ვიცი :)) დიდად ვერლიბრები არც მე მიყვარს და ღმერთის თემაც ცოტა მეხინჯება ხოლმე , ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერზე და ახლა აქ, რომ ვთქვა კამათიც მომიწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა კარგია ასეთი ხედვა, კეთილი აზრები და ფიქრები :) წარმატებები ენ და მოგიკითხე, ასევე შეგიძლია იგივე :) ახლა რა ვთქვა არც კი ვიცი :)) დიდად ვერლიბრები არც მე მიყვარს და ღმერთის თემაც ცოტა მეხინჯება ხოლმე , ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერზე და ახლა აქ, რომ ვთქვა კამათიც მომიწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა კარგია ასეთი ხედვა, კეთილი აზრები და ფიქრები :) წარმატებები ენ და მოგიკითხე, ასევე შეგიძლია იგივე :)
65. ,,,,, +2 ,,,,, +2
64. :* დიდი მადლობა, ქეთი! :* :* დიდი მადლობა, ქეთი! :*
63. არმენ, გილოცავ დაბადების დღეს, მოკლედ და კონკრეტულად! სურვილები თავად აირჩიე და შეისრულე :) არმენ, გილოცავ დაბადების დღეს, მოკლედ და კონკრეტულად! სურვილები თავად აირჩიე და შეისრულე :)
62. დრამატურგიულად საოცრად მდიდარი და ამავე დროს, სადა ლექსია საოცრად ორიგინალური ფინალით. რა თქმა უნდა, ხილული უფრო იწამეს, თუმც, იწამეს კიდეც და ვერც იწამეს, მაგრამ მაინც... ვინც იწამა, ის გადარჩა. დიდი მადლობა ამ ლექსისათვის, ასე რომ ჩაგვაფიქრეთ და დაგვაბრუნეთ ისევ მარტლმადიდებლურ წიაღში. იხარეთ! სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ადამიანმა! დრამატურგიულად საოცრად მდიდარი და ამავე დროს, სადა ლექსია საოცრად ორიგინალური ფინალით. რა თქმა უნდა, ხილული უფრო იწამეს, თუმც, იწამეს კიდეც და ვერც იწამეს, მაგრამ მაინც... ვინც იწამა, ის გადარჩა. დიდი მადლობა ამ ლექსისათვის, ასე რომ ჩაგვაფიქრეთ და დაგვაბრუნეთ ისევ მარტლმადიდებლურ წიაღში. იხარეთ! სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ადამიანმა!
61. ღმერთზე საუბარი ამყაყებული თემაა? როდიდან?) და ამყაყებულის სახელით ლოცვა-კურთხევა?) ეჰ ლუც გაბრაზდა.. ჰოდა კარგია აქ რაც წერია.. მომინდა ბიბლიის წაკითხვა კიდევ და ესეც კარგია.. სიკეთე ავტორს+2 ღმერთზე საუბარი ამყაყებული თემაა? როდიდან?) და ამყაყებულის სახელით ლოცვა-კურთხევა?) ეჰ ლუც გაბრაზდა.. ჰოდა კარგია აქ რაც წერია.. მომინდა ბიბლიის წაკითხვა კიდევ და ესეც კარგია.. სიკეთე ავტორს+2
60. უი, გმადლობთ, როგორი კეთილი ბრძანდებით! :D დალოცვის პასუხად ხელი გამომიწვდინეთ, გემთხვიოთ :D უი, გმადლობთ, როგორი კეთილი ბრძანდებით! :D დალოცვის პასუხად ხელი გამომიწვდინეთ, გემთხვიოთ :D
59. ალექსანდრე ჭავჭავაძემ რაც გააკეთა იმ დონემდე რომ მიხვალთ მერე ისაუბრეთ მასზე. ცოდო ადამიანი ხართ. ღმერთმა მოგცეთ მადლი რომ უკეთესები წეროთ. ალექსანდრე ჭავჭავაძემ რაც გააკეთა იმ დონემდე რომ მიხვალთ მერე ისაუბრეთ მასზე. ცოდო ადამიანი ხართ. ღმერთმა მოგცეთ მადლი რომ უკეთესები წეროთ.
58. ღირებულება გონიალური საზომით თუ რითმა და რიტმია აუცილებლად, ასეთ მყარ არგუმენტებზე ვერ შეგედავებით და დავიტოვებ უფლებას ქედი მოვიხარო თქვენი გემოვნების წინაშე! ვიშ, ალექსანდრე ჭავჭავაძის რითმიან ლექსებს! :დ ღირებულება გონიალური საზომით თუ რითმა და რიტმია აუცილებლად, ასეთ მყარ არგუმენტებზე ვერ შეგედავებით და დავიტოვებ უფლებას ქედი მოვიხარო თქვენი გემოვნების წინაშე! ვიშ, ალექსანდრე ჭავჭავაძის რითმიან ლექსებს! :დ
57. მე უკვე დავასაბუთე, ის რაც თქვენს ლექსში წერია ყველამ ვიცით. ახალი თქვით რამე რომ აღვფრთოვანდეთ და ვიგრძნოთ. მე უკვე დავასაბუთე, ის რაც თქვენს ლექსში წერია ყველამ ვიცით. ახალი თქვით რამე რომ აღვფრთოვანდეთ და ვიგრძნოთ.
56. იქნებ თქვენ დაასაბუთოთ გონიალურად და მე მოგისმენთ :) იქნებ თქვენ დაასაბუთოთ გონიალურად და მე მოგისმენთ :)
55. ამყაყებული თემა, არაფერი ახალი, ასეთ ლექსს ბევრი წერს. არანაირი სამკაული არანაირი რითმა და რიტმი, არანაირი სიღრმე. ასე მგონია მერვე კლასელმა ბავშვმა დაწერა ეს ლექსი და გაკვეთილზე მასწავლებელს წააკითხა. ცუდია ასეთი დონე ცუდი. თუ რაიმეში არ მეთანხმებით დაასაბუთეთ რა აქვს ღირებული ამ ლექსს. ამყაყებული თემა, არაფერი ახალი, ასეთ ლექსს ბევრი წერს. არანაირი სამკაული არანაირი რითმა და რიტმი, არანაირი სიღრმე. ასე მგონია მერვე კლასელმა ბავშვმა დაწერა ეს ლექსი და გაკვეთილზე მასწავლებელს წააკითხა. ცუდია ასეთი დონე ცუდი. თუ რაიმეში არ მეთანხმებით დაასაბუთეთ რა აქვს ღირებული ამ ლექსს.
54. ძალიან, ძალიან კარგი ლექსია. ძალიან, ძალიან კარგი ლექსია.
53. მაგარია! ++ მაგარია! ++
52. გრანდიოზული მოკითხვა ამ გენიალური ლექსის ავტორს! უგრანდიოზულესი! ევერესტული! გრანდიოზული მოკითხვა ამ გენიალური ლექსის ავტორს! უგრანდიოზულესი! ევერესტული!
50. ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
მადლიერებით კიდევ ერთხელ ზეცას ახედეს.
ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ.
* * * გენაცვალე არმენ გულში, ასეთ ძალიან საფერებელ თემებზე რომ გეფიქრება და გეწერება, თან ასე კარგად. ჩემთვის ორჯერ მეტი ა დ ა მ ი ა ნ ი ხარ ამით.
რჩეულიშვილის ,,მუნჯი ახმედი და სიცოცხლე'' მართლაც ძალიან საგულისხმო მოთხრობაა.
ლექსის დასათაურებაც მომეწონა.
მრავალ ახალ წელს დაესწარი ჩემო კარგო ა დ ა მ ი ა ნ ო :)
ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
მადლიერებით კიდევ ერთხელ ზეცას ახედეს.
ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ.
* * * გენაცვალე არმენ გულში, ასეთ ძალიან საფერებელ თემებზე რომ გეფიქრება და გეწერება, თან ასე კარგად. ჩემთვის ორჯერ მეტი ა დ ა მ ი ა ნ ი ხარ ამით.
რჩეულიშვილის ,,მუნჯი ახმედი და სიცოცხლე`` მართლაც ძალიან საგულისხმო მოთხრობაა.
ლექსის დასათაურებაც მომეწონა.
მრავალ ახალ წელს დაესწარი ჩემო კარგო ა დ ა მ ი ა ნ ო :)
49. გეთანხმები, მაგრამ როცა შენიშვნას იძლევი, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს, ხომ მეთანხმები? :) გეთანხმები, მაგრამ როცა შენიშვნას იძლევი, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს, ხომ მეთანხმები? :)
48. მილიონჯერ გადაღეჭილი თემა.თან თემაა ისეთი,თუ დაწერ,ძალიან მაგრად რომ უნდა დაწერო. მილიონჯერ გადაღეჭილი თემა.თან თემაა ისეთი,თუ დაწერ,ძალიან მაგრად რომ უნდა დაწერო.
47. გაიხარეთ, გაიხარეთ და მოგიკითხეთ! :* გაიხარეთ, გაიხარეთ და მოგიკითხეთ! :*
46. მაგარი ხარ ჩემო ევერესტო ძმაო :** მომენატრე :** მაგარი ხარ ჩემო ევერესტო ძმაო :** მომენატრე :**
45. დამაჟრჟიალა კაი ხანია ასეთი რამ არ წამიკითხია.......
უნიკალური ლექსია........
ძალიან, ძალიან მომეწონა......... დამაჟრჟიალა კაი ხანია ასეთი რამ არ წამიკითხია.......
უნიკალური ლექსია........
ძალიან, ძალიან მომეწონა.........
44. სადა და უდიდესი შინაგანი მუხტის მქონე, ბიბლიურ პასაჟზე აგებული ტექსტი, ყოველგვარი ზიზილ–პიპილების გარეშე და მაჩვენებელი იმისა, რომ ყველამ "ღმერთი უნდა ვახსენოთ და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოვედევნოთ..." სადა და უდიდესი შინაგანი მუხტის მქონე, ბიბლიურ პასაჟზე აგებული ტექსტი, ყოველგვარი ზიზილ–პიპილების გარეშე და მაჩვენებელი იმისა, რომ ყველამ "ღმერთი უნდა ვახსენოთ და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოვედევნოთ..."
43. შედევრია. იდეურად უძლიერესი. ფორმა იდეალური. შინაარსი აწყობილი, აზრი დაწყობილი, გახსნა კულმინაცია....
,,ჰრქუა მათ იესუ, მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა მოდგმისა.” ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ.
+ + +
ადამიანს გამოედევნენ, ა დ ა მ ი ა ნ ს ! ! !
პ.ს. მიკვირს ვერ ვნახე აქ ჩემი კომენტარი, სად ჯანდაბაში ვიყავი ნეტავ ამდენი ხანი ? :( შედევრია. იდეურად უძლიერესი. ფორმა იდეალური. შინაარსი აწყობილი, აზრი დაწყობილი, გახსნა კულმინაცია....
,,ჰრქუა მათ იესუ, მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა მოდგმისა.” ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ.
+ + +
ადამიანს გამოედევნენ, ა დ ა მ ი ა ნ ს ! ! !
პ.ს. მიკვირს ვერ ვნახე აქ ჩემი კომენტარი, სად ჯანდაბაში ვიყავი ნეტავ ამდენი ხანი ? :(
42. გაიხარეთ,მეგობრებო! არ მინდა ეს რეიტინგის ასე ჩუმი მატება, მე თქვენი კომენტარები უფრო მეძვირფასება, შეფასებას მირჩევნია ხმა გამცეთ :) გაიხარეთ,მეგობრებო! არ მინდა ეს რეიტინგის ასე ჩუმი მატება, მე თქვენი კომენტარები უფრო მეძვირფასება, შეფასებას მირჩევნია ხმა გამცეთ :)
41. მიხარია თავფურცელზე ამ ლექსის ნახვა...ძალიან მიხარია მიხარია თავფურცელზე ამ ლექსის ნახვა...ძალიან მიხარია
40. ეს ლექსი თავფურცლის ღირსი იყო, ნამდვილად! ეს ლექსი თავფურცლის ღირსი იყო, ნამდვილად!
39. და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ. ........შესანიშნავია ..!შესანიშნავია ..!შესანიშნავია ..! :) :) :) :) და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ. ........შესანიშნავია ..!შესანიშნავია ..!შესანიშნავია ..! :) :) :) :)
38. გაიხარეთ, მადლობა! გლოცავთ მეც ახალ წელს! ანემონე, ადრე წაკითხული ვერ გექნებათ, მაგრამ შესაძლოა მეზობელ საიტზე წაიკითხეთ და იქიდან გეცნობათ. გაიხარეთ, მადლობა! გლოცავთ მეც ახალ წელს! ანემონე, ადრე წაკითხული ვერ გექნებათ, მაგრამ შესაძლოა მეზობელ საიტზე წაიკითხეთ და იქიდან გეცნობათ.
37. მე კიდევ შთაბეჭდილება შემექმნა რომ წაკითხული მაქვს ადრე :) მე კიდევ შთაბეჭდილება შემექმნა რომ წაკითხული მაქვს ადრე :)
36. კარგი ლექსია. არ ვიცი, ურაკზე მოფარფატე ფიფქების ბრალია,თუ
ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები, გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ.
ამ სტროფიდან გამყვა ზამთრის შეგრძნება, შემდეგ სტროფში მზე მებევრა.
ფინალი ზუსტი აზრობრივად.
გილოცავ ახალ წელს და მოკითხვა. კარგი ლექსია. არ ვიცი, ურაკზე მოფარფატე ფიფქების ბრალია,თუ
ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები, გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ.
ამ სტროფიდან გამყვა ზამთრის შეგრძნება, შემდეგ სტროფში მზე მებევრა.
ფინალი ზუსტი აზრობრივად.
გილოცავ ახალ წელს და მოკითხვა.
35. ძლიერი ლექსია ძლიერი ლექსია
34. გილოცავ შობა-ახალ წელს, ახალ-ახალი წარმატებებით! გილოცავ შობა-ახალ წელს, ახალ-ახალი წარმატებებით!
33. არმენ ეს რა კარგი ლექსი დაგიწერია:))) ყოჩაღ მეგობარო! :) არმენ ეს რა კარგი ლექსი დაგიწერია:))) ყოჩაღ მეგობარო! :)
32. აჰაა.................ადამიანის ფაქტორი. აჰაა.................ადამიანის ფაქტორი.
31. არმენ, ბრავო! მართლა მაგარია! ფინალი განსაკუთრებით!
მრავალ შობა-ახალ წელს კარგო ადამიანო! არმენ, ბრავო! მართლა მაგარია! ფინალი განსაკუთრებით!
მრავალ შობა-ახალ წელს კარგო ადამიანო!
30. ეს ლექსი მე ჯერ კიდევ მაშინ მაქვს წაკითხული, როცა იწერებოდა. ბექა ახალაიას უშესანიშნავესი მახსოვრობა აქვს. :) მაშინაც მომეწონა და ახლაც მომწონს არმენ. ბახუტაშვილის შენიშვნები მისაღებია,როგორც მოგეხსენებათ და რაკი ლაცაბიძისაგან მოწონება დაიმსახურე, ესე იგი, ძალიან კარგია. :) არმენ, როგორიც შენ ხარ, პროზაც და პოეზიაც ისეთი გაქვს, ალალი.
ტოლმასაც მასეთს გააკეთებ, დარწმუნებული ვარ. :) ძალიან მიყვარხარ. :)
"ღმერთი ახსენეს, ღმერთი რომელიც შორს იყო და თან ასე ახლოს, რომლის შესახებ არაფერი გაეგებოდათ, უბრალოდ სადღაც გულში მაინც სჯეროდათ მისი."
რასაკვირველია, ძალიან კარგია. :)
პატივისცემით, ტენდი
ეს ლექსი მე ჯერ კიდევ მაშინ მაქვს წაკითხული, როცა იწერებოდა. ბექა ახალაიას უშესანიშნავესი მახსოვრობა აქვს. :) მაშინაც მომეწონა და ახლაც მომწონს არმენ. ბახუტაშვილის შენიშვნები მისაღებია,როგორც მოგეხსენებათ და რაკი ლაცაბიძისაგან მოწონება დაიმსახურე, ესე იგი, ძალიან კარგია. :) არმენ, როგორიც შენ ხარ, პროზაც და პოეზიაც ისეთი გაქვს, ალალი.
ტოლმასაც მასეთს გააკეთებ, დარწმუნებული ვარ. :) ძალიან მიყვარხარ. :)
"ღმერთი ახსენეს, ღმერთი რომელიც შორს იყო და თან ასე ახლოს, რომლის შესახებ არაფერი გაეგებოდათ, უბრალოდ სადღაც გულში მაინც სჯეროდათ მისი."
რასაკვირველია, ძალიან კარგია. :)
პატივისცემით, ტენდი
29. მას შემდეგ, რაც ხორცსაკეპ მანქანაში გავატარე ხორცი, ხახვი, ისპანახი, ცოტა ბულგარული წიწაკა და შემოვირბინე, სასიამოვნოდ გაღიმებული ვარ და დედაჩემი სულ მეკითხებოდა, ვიდრე ვკითხულობდი კომენტარებს, რა გაცინებს, მეც გამაცინეო. ჰოდა, დიმიტრი, მაგეებზე ხვალ ვიფიქრებ, ძმაო, ახლა ნიორი მაქვს მანქანაში გასატარებელი კიდევ და სხვა ხორცი დასაჭრელი :დ გენაცვალე! :* დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! მაგრად გამიხარდა ეს კომენტარები ახლა მე! მას შემდეგ, რაც ხორცსაკეპ მანქანაში გავატარე ხორცი, ხახვი, ისპანახი, ცოტა ბულგარული წიწაკა და შემოვირბინე, სასიამოვნოდ გაღიმებული ვარ და დედაჩემი სულ მეკითხებოდა, ვიდრე ვკითხულობდი კომენტარებს, რა გაცინებს, მეც გამაცინეო. ჰოდა, დიმიტრი, მაგეებზე ხვალ ვიფიქრებ, ძმაო, ახლა ნიორი მაქვს მანქანაში გასატარებელი კიდევ და სხვა ხორცი დასაჭრელი :დ გენაცვალე! :* დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! მაგრად გამიხარდა ეს კომენტარები ახლა მე!
28. მეც ძალიან მომეწონა. ყოჩაღ, არმენ! მეც ძალიან მომეწონა. ყოჩაღ, არმენ!
27. ჰარმენ,
"რომელიც, რომლის" ახლოახლოა.
"სადღაც - გულში" შეცდომაა, თუ გულში, რაღა სადღაც?
"გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, "
"ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად," კონეცპტუალური ტავტოლოგია, სისლაბის ნიშანია, მოაცილე.
"გათბობა სცადეს" რომ არ დაგეწერა, დამიჯერე მაინც არავინ ამოიცნობდა ამ გაგანია სიცივეში ინტიმურ იმპულსებს.
"თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ. " საუბრის გამო ვერ შესცივდებოდათ მეტად, მე მაეჭვებს ეს ფაქტი, რა ვიცი.
"სავსე იყო ნავი თევზებით! " - თევზით არმენ, თევზებით არა.
"ასეთი უხვი ჯერ დილა არ გათენებოდათ!
მადლიერებით კიდევ ერთხელ ზეცას ახედეს " - ესაა სომხური სინტაქსი ძმაო, ქართულად იქნება- "ასეთი უხვი დილა ჯერ არ გათენებოდა" ან "ჯერ ასეთი უხვი დილა არ გათენებოდათ". მით უმეტეს არც რითმა გეღობება წინ და არც რამე ევფონიური სისხარტე.
"შეუდგნენ, მგზავრი შენიშნეს, " ორი ზმნა, მრავლობით მესამე პირში ასე ახლოს ერთმანეთთან გამაღიზიანებელია.
ბოლო ორ ხაზზეც შეიძლება იგივეს თქმა.
საერთო ჯამში ცუდი არ იყო, იმუშავე კიდევ, მე შეიძლება ბევრი რამე გამომრჩა.
მიყვარხარ და ა.შ. :* ჰარმენ,
"რომელიც, რომლის" ახლოახლოა.
"სადღაც - გულში" შეცდომაა, თუ გულში, რაღა სადღაც?
"გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, "
"ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად," კონეცპტუალური ტავტოლოგია, სისლაბის ნიშანია, მოაცილე.
"გათბობა სცადეს" რომ არ დაგეწერა, დამიჯერე მაინც არავინ ამოიცნობდა ამ გაგანია სიცივეში ინტიმურ იმპულსებს.
"თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ. " საუბრის გამო ვერ შესცივდებოდათ მეტად, მე მაეჭვებს ეს ფაქტი, რა ვიცი.
"სავსე იყო ნავი თევზებით! " - თევზით არმენ, თევზებით არა.
"ასეთი უხვი ჯერ დილა არ გათენებოდათ!
მადლიერებით კიდევ ერთხელ ზეცას ახედეს " - ესაა სომხური სინტაქსი ძმაო, ქართულად იქნება- "ასეთი უხვი დილა ჯერ არ გათენებოდა" ან "ჯერ ასეთი უხვი დილა არ გათენებოდათ". მით უმეტეს არც რითმა გეღობება წინ და არც რამე ევფონიური სისხარტე.
"შეუდგნენ, მგზავრი შენიშნეს, " ორი ზმნა, მრავლობით მესამე პირში ასე ახლოს ერთმანეთთან გამაღიზიანებელია.
ბოლო ორ ხაზზეც შეიძლება იგივეს თქმა.
საერთო ჯამში ცუდი არ იყო, იმუშავე კიდევ, მე შეიძლება ბევრი რამე გამომრჩა.
მიყვარხარ და ა.შ. :*
26. ძალიან მაგარია .
მალადეც საუკეთესოა შენს ლექსებში :*
5.
ძალიან მაგარია .
მალადეც საუკეთესოა შენს ლექსებში :*
5.
25. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ეს არის უმაღლესი დონის ქართული პოეზია. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ეს არის უმაღლესი დონის ქართული პოეზია.
24. ამის გამო შემოვედი...
მაგარი ნაწერია, საღოლ არმენ : )
მოკითხვა. ამის გამო შემოვედი...
მაგარი ნაწერია, საღოლ არმენ : )
მოკითხვა.
23. ამის გამო შემოვედი...
მაგარი ნაწერია, საღოლ არმენ : )
მოკითხვა. ამის გამო შემოვედი...
მაგარი ნაწერია, საღოლ არმენ : )
მოკითხვა.
22. ძალიან კარგი რამეა,თან საფუძვლად თურმე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ჰქონია...ძალიან მიყვარს რჩეულიშვილის შემოქმედება და მათ შორის "მუნჯი ახმედი და სიცოცხლე" მოკითხვა და მადლობა ავტორს...
დამდეგი შობა-ახალი წელი ძალიან კარგი რამეა,თან საფუძვლად თურმე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ჰქონია...ძალიან მიყვარს რჩეულიშვილის შემოქმედება და მათ შორის "მუნჯი ახმედი და სიცოცხლე" მოკითხვა და მადლობა ავტორს...
დამდეგი შობა-ახალი წელი
21. მოგიკითხე მეგობარო. ძალიან მომეწონა.... მოგიკითხე მეგობარო. ძალიან მომეწონა....
20. მაგრად ვისიამოვნე კარგო ადამიანო. ჯიგარი ხარ.
მაგრად ვისიამოვნე კარგო ადამიანო. ჯიგარი ხარ.
19. მომეწონა!
ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები, გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ. ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
შესანიშნავია! მომეწონა!
ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები, გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს, თითქოს ააწყეს საუბარი, მაგრამ ყინვისგან გათოშილებს მეტად შესცივდათ. ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
შესანიშნავია!
18. კარგი კი არა მაგარიააა! კარგი კი არა მაგარიააა!
17. ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
შესანიშნავია ..! ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,- ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.
შესანიშნავია ..!
16. ბრწყინვალე ლექსია! ბრწყინვალე ლექსია!
15. დამავიწყდა მეთქვა: ლექსი დაიწერა გურამ რჩეულიშვილის უძლიერესი მოთხრობის ,,მუნჯი ახმედი და ზღვა" წაკითხვის შემდეგ. შთაბეჭდილება წაკითხულისგან ენითაუწერელი იყო. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული, წინ დიდი სიამოვნება გელით. დამავიწყდა მეთქვა: ლექსი დაიწერა გურამ რჩეულიშვილის უძლიერესი მოთხრობის ,,მუნჯი ახმედი და ზღვა" წაკითხვის შემდეგ. შთაბეჭდილება წაკითხულისგან ენითაუწერელი იყო. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული, წინ დიდი სიამოვნება გელით.
14. ყველას დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ ეს მოკრძალებული და უპრეტენზიო ლექსი! მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით და სიყვარულით!
ყველას დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ ეს მოკრძალებული და უპრეტენზიო ლექსი! მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით და სიყვარულით!
13. ჰაჰ.. ხოო ვერლიბრი და ვერბლაი სულ დამავიწყდა:დ:დ:დ ჰაჰაა:) კარგით რაა .. ეგრე ხო ყველა რაგაცას დაწერს და ყველა პოეტი იქება.. ლექსის სილამაზე ისაა რო რითმა, რიტმი და მთავარი აზრის შერწყმით შექმნა ლამაზი ნაწერი... და მე ვერლიბს დავერბლანს პოეზიად არ ვთვლი... ჰაჰ.. ხოო ვერლიბრი და ვერბლაი სულ დამავიწყდა:დ:დ:დ ჰაჰაა:) კარგით რაა .. ეგრე ხო ყველა რაგაცას დაწერს და ყველა პოეტი იქება.. ლექსის სილამაზე ისაა რო რითმა, რიტმი და მთავარი აზრის შერწყმით შექმნა ლამაზი ნაწერი... და მე ვერლიბს დავერბლანს პოეზიად არ ვთვლი...
12. ამას "ჩანახატი" არ ჰქვია, ეს ვერბლანია და თან ძალიან კარგად შესრულებული, შინაარსითაც და შინაგანი რიტმითაც! ამას "ჩანახატი" არ ჰქვია, ეს ვერბლანია და თან ძალიან კარგად შესრულებული, შინაარსითაც და შინაგანი რიტმითაც!
11. და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ. \
და გზაზე დამდგარ ა დ ა მ ი ა ნ ს გამოედევნნენ. \
10. მე, ჰომეროსს და შექსპირს გვაპატიეთ, რომ ვერბლანი პოეზიად მიგვაჩნია:)))))))))))))))) მე, ჰომეროსს და შექსპირს გვაპატიეთ, რომ ვერბლანი პოეზიად მიგვაჩნია:))))))))))))))))
9. როგორც ცჰანახატი კარგია, მაგრამ როგორც ლექსი არაფრად არ ვარგა, არც რითმა, არც რიტმი. მთავარი აზრი დევს და ლამაზად არის გადმოცემული.. მაგრამ პოეზია ეს არ არის........
როგორ პოეზია არ მომეწონა:( როგორც ცჰანახატი კარგია, მაგრამ როგორც ლექსი არაფრად არ ვარგა, არც რითმა, არც რიტმი. მთავარი აზრი დევს და ლამაზად არის გადმოცემული.. მაგრამ პოეზია ეს არ არის........
როგორ პოეზია არ მომეწონა:(
8. მიახლოება... სათაურიც რა კარგია. ყოჩაღ, არმენ! მიახლოება... სათაურიც რა კარგია. ყოჩაღ, არმენ!
7. ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
არმენ,მაგარი რამეა! :) ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
არმენ,მაგარი რამეა! :)
6. მომეწონა ++ მომეწონა ++
5. მომეწონა ++ მომეწონა ++
4. მომეწონა.+++++ მომეწონა.+++++
3. მშვენიერია...წავიკითხე კიარადა, დავინახე ეგ ყველაფერი...555 ღმერთი ახსენეს და ...ისაც გამოეცხადა მშვენიერია...წავიკითხე კიარადა, დავინახე ეგ ყველაფერი...555 ღმერთი ახსენეს და ...ისაც გამოეცხადა
2. ძალიან კარგი ლექსია ეს! ბრავა.
მოგიკითხე
+ 5 ძალიან კარგი ლექსია ეს! ბრავა.
მოგიკითხე
+ 5
1. დიდებული ნაწერია ჩემო არმენ!
მახსოვს თუ მატყუებს ჩემი "ბრწყინვალე გონება"?:*
5! დიდებული ნაწერია ჩემო არმენ!
მახსოვს თუ მატყუებს ჩემი "ბრწყინვალე გონება"?:*
5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|