ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2013


წამიერები

(ექსპრომტები)

1

ეს მე ვარ...
შავი ბათინკებით...
გზას ზურგით ვუყურებ და მივდივარ
ბარბაცით.. ვიცი დავეცემი.

ეს მე ვარ...
ხიდი მდინარეზე
და მოაჯირის ყველა სვეტი
საჩვენებელი თითით გადავთვალე
თან მივდივარ... თითი მტვერიანი.

ეს მე ვარ...
ღმერთს ვიპოვიო
ყველა წმინდა წყალში შევცურე
და ცურვა ვისწავლე
მხოლოდ...
ეს მე ვარ ...


2

ვისაც გგონიათ პოეტობა იოლი არის,
არა ბატონო! დამიჯერეთ, მეტად რთულია.
პოეტი ხედავს ამ სამყაროს სტროფებად დაშლილს
უნდა ააწყოს..
გადააწყოს... იქნებ... როგორმე... რაღაცნაირად....
ჩაეძინოს .... სამი ღამეა მუზებად აშლილ
ვნებებს ფურცლებზე აჭედებს კალმით
მაგრამ რად გინდა...
ისევ თავიდან იქნებ...როგორმე...რაღაცნაირად...


3

ბავშვს ცაზე მიუთითეს..
უთხრეს შენი ვარსკვლავი მაჩვენეო...
ბავშვმაც  ცას ახედა...
ყველაზე დიდ და კაშკაშა ვარსკვლავზე
თქვა- ჩემიაო...
დიდსაც იგივე კითხეს...
დიდმაც ახედა ცას...
აწონა-დაწონა, მიუმატა-გამოაკლო
გაყო-გაამრავლა და ყველა ჩემიაო თქვა...
მიყვარს ბავშვები...


4

სასწაულის მჯერა...
სხვა შენი არსებობა როგორ ავხსნა
წყევლის მჯერა...
შენი მზერა წყევლასავითაა ძლიერი
ჯოჯოხეთის მჯერა...
უშენობას სხვა რა დავაქვა
განკითხვის მჯერა...
მივითვისო რაც არ მეკუთვნის ?!
ჯვარზე მაცვამენ ... იცი რას მიზამენ ?!


5

დღეს ძალიან მაღლა
(აი ზუსტად იქ სადაც ცას და მიწას შორის
მანძილი იყოფა) მომინდა ყოფნა
და მივხვდი...
ერთი სიცოცხლე რას მეყოფა შენი ჭირიმე...

6

დღეს ჩემი მზერა აწვდილი ცამდე
ან უფრო იქით...
ახლა ისე ვარ გეფიცები ''თავს თუ მოვიკლავ''
გამოვრიცხე...სხვა დანარჩენზე თანახმა ვარ
თუნდაც თავიდან,
თუნდაც მეასედ დამაწერონ
სულზე... ჯანდაბა ...
ახლა ისე ვარ გეფიცები რომ არ ვეწამო
რამენაირად... თუ გადავრჩი მერე (თავიდან)
მინდა მივადგა სულს კიბე და სათითაოდ....
ფეხაკრეფით...
მაღლა აგიშვათ
.........................
კიბეს წავაქცევ






















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს