• ოცნებების გაცხადება იმ დღეს საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი. და გოგონას საოცრად მოუნდა გაფრენა ფიქრებში და ოცნებებში. –დღეს მინდა, ჩემზე გესაუბრო. –მართლა? რა პატივია. –არა, უბრალოდ, მინდა, რომ ხმამაღლა ვიფიქრო. –ჰოი, ღვთაებრივო ქალწულო, რა ბედნიერებაა ჩემთვის ეს ყველაფერი. –და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ყვავი არ ხარ, რომ ვარდის “მშოვნელმა” ბულბულად წარმოიდგინო თავი. ბულბულად მიმაჩნიხარ და იმიტომ გეუბნები ამას. –ო, არა! ჩემო ღვთაებავ, მაინც რით დავიმსახურე მე უღირსმა? რა საოცარი რამ ხდება ჩემს თავს? ნეტავ, სიზმარია, თუ ცხადი? –დავარქვათ, რომ სურრეალისტური ცხადია. სურრეალიზმი ხომ სიზმრისა და ცხადის დაკავშირებას ცდილობდა? ჰოდა, ჩავთვალე, რომ მე ვარ ის ხიდი – სიზმარსა და ცხადს შორის გადებული, კეთილი ფერია, როგორც ერთმა მიწოდა, რომელიც ამ ორ “რეალობას” ერთიან სინამდვილედ აქცევს. –ჰოი, საკვირველებავ! ასე არასოდეს გაერთიანებულა ქალში საკვირველი სიბრძნე, სათუთი მგრძნობელობა და სიტურფე. მაინც, როგორ ხარ ასეთი კარგი? ვერც ყურებს ვუჯერებ და ვერც თვალებს, რა ამოდმეტყველი ხარ, რა ტკბილი, რა ამოდსაყურებელი. ნუთუ, რეალური ხარ? –სურრეალური, ჰაჰა. –იუმორი და ირონია ისეთია, რომ პირდაპირ არ ვიცი. მგონი, მართლა ქალღმერთი ხარ, იცი? Enchante, enchante! –ნუ მაბნევ. უკვე მავიწყდება, რის მოყოლას ვაპირებდი. –როგორც ინგლისელები იტყვიან, სულ ყურები ვარ. –ანუ, ყურთასმენად იქეცი? –დიახ, მშვენიერო. –კარგი. იცი, ყოველთვის მჯეროდა სიყვარულის, მაშინაც კი, როცა ის ასე არაპოპოულარული იყო. როგორ მიხარია, რომ ჩემი შესაფერისი დრო დადგა. ახლა საერთოდ არ ვნანობ, რომ გვიან მომიწევს გათხოვება. თუმც, მეგონა, რომ 10 წლის წინ გავთხოვდებოდი, ყველას ასე ეგონა, მათ შორის, დედაჩემსაც. მაგრამ, ახლა სულაც არ ვნანობ. დრო დადგა რომანტიული, ანუ, სიყვარული ისევ პოპულარულია. ბედნიერება არაა? თუმც, მინდა გითხრა, რომ ამ სფეროში საკმაოდ უიღბლო ვიყავი. და როდესაც გავიცანი ის, ვინც ჩემი ერთადერთი მეგონა, არავინ მომიწონა, გესმის? ქალს, რომელსაც აგვიანდება გათოვება და რომელიც სიყვარულს ელის, და როგორც იქნა, მიიღებს ამ სანუკვარ გრძნობას – ო, მე ასე არაერთს ველტვოდი ამქვეყნად, და უცებ სრული წინააღმდეგობა თითქმის ყველა მხრიდან. ჰმ! –საბრალო ყვავილო! –ჰო, მაგრამ, მეორეს მხრივ, იმ ჩემს სიყვარულს აკლდა რაღაც მაინც, მებრძოლობა და სიბრძნე. ამიტომ, მაინც არ გამომადგებოდა. ახლა ვიცი, რომ რუსთაველი ცამდე მართალი იყო, როცა ამბობდა: “მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ, ვითა მზეობა, სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყრმე და მოცალეობა”. ჩემდა სამწუხაროდ, მინდა გითხრა, რომ მხოლოდ ბოლო ორი კომპონენტი ჰქონდა, თუმც, მე ტურფადაც მეჩვენებოდა. ერთი სიტყვით, არ გამოდგებოდა მიჯნურად, მაგრამ ფუჭი ოცნებების და ფუჭი ლოდინით დაღალულმა, ჩავიგონე, რომ ვერც ავთანდილს და ვერც ტარიელს ვერსად ვიპოვიდი და ისევ ის უნდა მეკმარა, რაც ბედმა მარგუნა. ბოლოს კი მითხრეს: ასეთი უპრეტენზიობაც არ შეიძლებაო – სკოლა არც ჰქონდა დამთავრებული, სულ სხვა ფენიდან იყო. –მაინც, რას აკეთებდა? –ამისი ყველასთან მრცხვენია, მაგრამ რატომღაც შენ გიყვები. ჰმ, ალბათ, გაგეცინება, იმედია, სიცილით არ გაიგუდები: ქალაქს ამწვანებდა. –მჯერა. –ჰო, და ამას იმიტომ გიყვები, რომ როცა გული სიყვარულით გაქვს სავსე, ათასი სისულელის ჩადენა შეგიძლია. თუმცა, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ცოლობა არ მინდოდა, მაგრამ მისი სიყვარული მაინც ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი სუფთა... მე ასე ვხედავდი, ყოველ შემთხვევაში. და, რა ვქნა, ესეც ქართველი კაცების სირცხვილი მგონია, რომ ასეთი ბიჭის გარდა, არავინ იაქტიურა. აი, რა დავუფასე – ქალის გულის მოგების უნარი, ჟინი, რომელიც სადღაც გაქრა. მეორეს მხრივ, ისე ვხედავ ამ ნიშნების დაბრუნებას... (თვალები აუციმციმდა). –ჩემო ფერიავ, ახლა აღარ გემუქრება მსგავსი რამ. ჩვენ ერთი ფენიდან ვართ, თან ის სიყვარული საპნის ბუშტივით გასკდებოდა. –ჰო. ხომ მატარებ ხელისგულზე? –გულში გატარებ. შენ სხვებს არ ჰგავხარ, შენ ხელისხელ საგოგმანებელი ქალი ხარ, ჟან, ჰაეროვანი და მე მზად ვარ, მიგიკრა გულზე, როგორც უნაზესი ყვავილი და სული გიბერო მთელი ცხოვრება. –რობ! ერთდებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ია, მოგიკითXე, როგორ გამიხარდა შემნი გამოჩენა. წაიკითხე თავიდან ბოლომდე? გაკოცე. ია, მოგიკითXე, როგორ გამიხარდა შემნი გამოჩენა. წაიკითხე თავიდან ბოლომდე? გაკოცე.
7. ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
5. ვაიმე, უღრმესი მადლობა ქალბატონო კრავაი, და დიდი მადლობა, რომ გჯერათ! გაიხარეთ თქვენ. ვაიმე, უღრმესი მადლობა ქალბატონო კრავაი, და დიდი მადლობა, რომ გჯერათ! გაიხარეთ თქვენ.
4. კარგო უმა, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა იყო ბედნიერი და
წარმატებული!
და ასედაც იქნება, მჯერა! კარგო უმა, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა იყო ბედნიერი და
წარმატებული!
და ასედაც იქნება, მჯერა!
3. დიდი მადლობა მუხა. შენც გილოცავ, მრავალ მრავალ ახალ წელს ბედნიერად. დიდი მადლობა მუხა. შენც გილოცავ, მრავალ მრავალ ახალ წელს ბედნიერად.
2. დღეს ახალი წელია! გილოცავ შობა-ახალ წელს!, სიხარული, ღიმილი და სიყვარული იყოს შენი თანამგზავრი ამ წელიწადში. დღეს ახალი წელია! გილოცავ შობა-ახალ წელს!, სიხარული, ღიმილი და სიყვარული იყოს შენი თანამგზავრი ამ წელიწადში.
1. ჰო, და ამას იმიტომ გიყვები, რომ როცა გული სიყვარულით გაქსვ სავსე, ათასი სისულელის ჩადენა შეგიძლია.
ჰოდა, ჩემო უმა, პროზის წერა უკეთ შეგიძლია... მზად ვარ მიგიკრა გულზე :) ჰო, და ამას იმიტომ გიყვები, რომ როცა გული სიყვარულით გაქსვ სავსე, ათასი სისულელის ჩადენა შეგიძლია.
ჰოდა, ჩემო უმა, პროზის წერა უკეთ შეგიძლია... მზად ვარ მიგიკრა გულზე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|