უჩვეულო ხალისით წამოდგა ელენე დილაბნელზე.ჩვეულებისამებრ ეზოს მიაშურა.საქათმის კარს საკეტი გადაუწია''ჩემს წასვლამდე ფეხი გამართონ,კვირის ხელა დღე დგება,საღამომდე თავისით დაიმუდრებენ''-სითბონარევი მზრუნველობით გაიფიქრა.სამზადში შებრუნდა,რკინის კავზე ჩამოკიდებული სათლი ჩამოხსნა,იქვე კოხტად დაკეცილი ხილაბანდით წელამდე მწვდომი ჭაღარა დაიფარა,პირსაბანზე გულმოდგინედ ხელები დაიბანა და საქონლის სადგომს მიაშურა.''ხატულას'' ცური ჩამობანა დალოცვის დუდუნს რძის ჩხრიალი შეუერთდა.
''გასამრავლებელო,როდის დამიტოვებია შენი ''ბაჩუნა''ურძეოდ''-მიეხმატკბილა საქონელს ელენე,როცა შეატყო ''ხატულამ'' ხბოს ზმუილზე რძე ცურში შეაკავა.მოფერებით ზურგზე ხელი გადაუსვა და ''ბაჩუნა'' დედასთან მიუშვა. მეზობლის ჭიშკარი შეაღო ძახილით.''ციალა,კი იცი ჩემი სიხარული,ქალაქში მივდივარ და ამ დილანდელ ნაწველს საღამოსისაც დაუმატე,შენს ნიკუშას უყვარს ხატულას ყველი.იმედით გიტოვებაქაურობას,ეზო-გარემოს თვალი მიმიდევნე,მე ზეგ დილას აქ ვიქნებიო''. ...მეორე სართულს მიაშურა.მაგიდაზე დადებულ ტელეგრამას უკვე მერამდენედ გადაავლო თვალი:''საყვარელო ბები ელენე!გილოცავთ ბადიშის გაბედნიერებას,შაბათს გელოდებით''. ოთახის კარი შეაღო,სადაც იშვიათად თუ ვინმე შეადგამდა ფეხს.სკივრი გახსნა და წლების წინ სათუთად ჩალაგებული ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო.თითოეულ მათგანთან მოგონებები აკავშირებდა.რამოდენიმეჯერ თვალზე ცრემლი მოადგა,რამოდენიმეჯერ სიამით გაეღიმა-თავისი ცხოვრების ისტორიას გონებაში ფურცლავდა.კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ, მუქი ლურჯი,თეთრად დაწინწლული კაბა,რომელსაც ასევე თეთრი, ბაბთად შეკრული საყელო ამშვენებდა,მუხლებზე გადაიფინა და სკივრი დახურა.დიდხანს,გულმოდგინედ აუთოვა,საკიდზე ფაქიზად დაკიდა.კედლიდან მომზირალ მეუღლის სურათს ოხვრით წაუდუდუნა:''ეჰ,ჩემო ათული,რაღა დროს ჩემი სიკოხტავეა, ოთხმოც წელს მივატანე,მაგრამ შვილთაშვილის ქორწილია,შენ კი შვილისასაც ვერ მოესწარი,შე მოღალატევ,ადრე გამიმეტე სიმარტოვისთვის,მაგრამ რა ვქნა?ქალაქელებს ხომ არ ვათქმევინებ,ვინაა აგი გადახრონცილი ბებერიო?''-და სურათს ცრემლჩამდგარი თვალი აარიდა. სამზადში წინა საღამოს გახაზირებული ნობათი კიდევ გადაათვალიერა. ...სადგურზე ერთი საათით ადრე წავიდა.გული და ფიქრი წინ უსწრებდა ნაბიჯებს. დილაადრიანად სული გაუთბა მონაგარის ხილვით,ალერსით.შუადღეს სტუმრებმა იწყეს მოსვლა.საკუთარი თავი რამდენჯერმე დაიჭირა-სარკესთან ჩავლილმა რამდენჯერმე ჩუმად შეავლო თვალი თავის გამოსახულებას,ერთი-ორჯერ წარბებზეც გადაისვა დანერწყვილი თითები. ''ეჰ,როგორ მეუბნებოდი ათული-ერთ ქალად შენი თმა ფასობსო?''-სევდით გაუკრთა ღიმილი ტუჩის კუთხეში. სიამაყით უცქერდა ბადიშის გაბრწყინებულ სახეს,რომელიც ბარტყივით შეყუჟულიყო ახლადგამომცხვარი მეუღლის მხარქვეშ. დიდი ბებიის სადღეგრზელო ფეხზე ადგომით შეისვა და როცა ჯერ ისევ უცნობმა სიძე ბატონმა სიფრიფანა ელენე ხელში აიტაცა და საცეკვაო მოედანზე გაიყვანა,სინანულით გული მოეწურა მოხუცს;''ეჰ,ახალგაზრდობავ,სოფელში ლხინი არ ჩაივლიდა,მკლავი არ გამეშალა,აწი სად მაქვს მე ტრიალის ძალა.''ერთ ცეკვას არ დაჯერდა საზოგადოება,ბევრმა ახალგაზრდამ გამოხატა სიყვარული,ელენესთან ცეკვით.დაიღალა,თუმცა მისი თვალები სიყვარულით იყო სავსე.მარცხენა ძუძუს ქვეშ ტკივილი იგრძნო.''ოღონდ დღეს არა,ოღონდ დღეს ნუ მიღალატებ''-ფიქრით შეევედრა საკუთარ თავს. დაპირებით,რომ სოფელში მალე ესტუმრემოდნენ,იმედით დატოვა ქალაქი. ''როგორ დაუღლია გზას საწყალი,ცივ ქვაზე რამ დასვა,''-ჯავრით გაიფიქრა ციალამ და შორს დალანდულ სილუეტისკენ ფეხს აუჩქარა. 'სულ არ უფრთხილდები თავს,ასე შეიძლება ელენე?''-მიახლოვებისას დაწყებული საყვედური ტუჩებზე შეაცივდა მეზობელს ელენეს ჩამქრალი ზურმუხტისფერი თვალების დანახვისას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. უზომოდ მომეწონა :)
+5
შთამბეჭდავი ამბავია... ისეთი, რომ არასდროს დაავიწყდება წამკითხველს :)
წარმატებები მედეა :) უზომოდ მომეწონა :)
+5
შთამბეჭდავი ამბავია... ისეთი, რომ არასდროს დაავიწყდება წამკითხველს :)
წარმატებები მედეა :)
15. კომენტარს შემოვყევი და თურმე რა კარგი მოთხრობა ყოფილა აქ:) კომენტარს შემოვყევი და თურმე რა კარგი მოთხრობა ყოფილა აქ:)
14. მე,დავბრუნდი,მედეა... მოგიკითხე,და,გისალმე... ტორეადროი,მართალია... გაიხარე...შენა მე,დავბრუნდი,მედეა... მოგიკითხე,და,გისალმე... ტორეადროი,მართალია... გაიხარე...შენა
13. რა კარგია მედეა.
მაქსიმუმი რა კარგია მედეა.
მაქსიმუმი
12. ბრავო ავტორს!! დიდებული ნაშრომია, ასეთი მცირე ზომის და ამავდროულად მეტად მასშტაბური თავისი შინაარსით;(ეს მასტერ-კლასია!!) ჩემი+2+აპლოდისმენტები; ყველა სიკეთე ბრავო ავტორს!! დიდებული ნაშრომია, ასეთი მცირე ზომის და ამავდროულად მეტად მასშტაბური თავისი შინაარსით;(ეს მასტერ-კლასია!!) ჩემი+2+აპლოდისმენტები; ყველა სიკეთე
11. დასაწყისმა...-უნდა მეწეროს...:)) დასაწყისმა...-უნდა მეწეროს...:))
10. ძალიან...ძალიან მომეწონა მედი...:-* ასე შენებიდან მგონი არაფერი მომწონებია...ანდა აღარ მახსოვს...:) არცერთი ზედმეტი ფრაზა...ზედმეტი სიტყვა...დასაწყისში რეზო ინანიშვილიც კი გამახსენა... მოლოდეც მედეა მოლოდინო!!! 555555 ძალიან...ძალიან მომეწონა მედი...:-* ასე შენებიდან მგონი არაფერი მომწონებია...ანდა აღარ მახსოვს...:) არცერთი ზედმეტი ფრაზა...ზედმეტი სიტყვა...დასაწყისში რეზო ინანიშვილიც კი გამახსენა... მოლოდეც მედეა მოლოდინო!!! 555555
9. ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, იმავე დღეს ვერ შევძელი ჩემი მოსაზრების დაწერა და ვერც ვერაფრის კეთება. ძალიან იმოქმედა.
ბავშვობაში დედაჩემმა "თინას ლეკური" წამაკითხა. მოხუცი, მშიერი და გაყინული თინა, - თავადის ბრძანებით მის დიდებულ წვეულებაზე ლეკურს ცეკვავს და შუა ცეკვაში ხელებგაშლილი კვდება. მაშინაც ძალიან იმოქმედა ჩემზე.
ახლა ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა.
საქმე ისაა რომ მოხუცები ძალიან მიყვარს. სიბრძნით და სიჩუმით სავსენი, ძალიან მგრძნობიარენი, შვილიშვილებით გარშემორტყმულნი და მაინც მარტონი...
5 ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, იმავე დღეს ვერ შევძელი ჩემი მოსაზრების დაწერა და ვერც ვერაფრის კეთება. ძალიან იმოქმედა.
ბავშვობაში დედაჩემმა "თინას ლეკური" წამაკითხა. მოხუცი, მშიერი და გაყინული თინა, - თავადის ბრძანებით მის დიდებულ წვეულებაზე ლეკურს ცეკვავს და შუა ცეკვაში ხელებგაშლილი კვდება. მაშინაც ძალიან იმოქმედა ჩემზე.
ახლა ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა.
საქმე ისაა რომ მოხუცები ძალიან მიყვარს. სიბრძნით და სიჩუმით სავსენი, ძალიან მგრძნობიარენი, შვილიშვილებით გარშემორტყმულნი და მაინც მარტონი...
5
7. ელენეს კაბის ფერია ეს ნაწერიც, მუქი ლურჯი და ცრემლებით დაწინწკლული... ელენეს კაბის ფერია ეს ნაწერიც, მუქი ლურჯი და ცრემლებით დაწინწკლული...
6. ბრავო! ძალიან მაგარია! 5+ ბრავო! ძალიან მაგარია! 5+
5. ჩემი მედი, როგორ მენატრები, როგოოორ, როგორ!
შენეული ნაწერია. სიღრმით.
ყველა მოსალოცს გილოცავ-რაც მოსალოცი დამიგროვდა. ჩემი მედი, როგორ მენატრები, როგოოორ, როგორ!
შენეული ნაწერია. სიღრმით.
ყველა მოსალოცს გილოცავ-რაც მოსალოცი დამიგროვდა.
4. გაიხარე ავტორო, რომ გამოჩნდი,გილოცავ შობა-ახალ წელს და დაგეწეროს კარგი, ახალ-ახალი ცინცხლა ამბები, რას ისამ ბებიები და ბაბუები მიდიან, მთავარია ბუნების კანონი არ დაირღვას, შენ გულს და სულს ვენაცვალე, ალალმართალო სევდიანო, შენი მოთხრობებივით!
გაიხარე ავტორო, რომ გამოჩნდი,გილოცავ შობა-ახალ წელს და დაგეწეროს კარგი, ახალ-ახალი ცინცხლა ამბები, რას ისამ ბებიები და ბაბუები მიდიან, მთავარია ბუნების კანონი არ დაირღვას, შენ გულს და სულს ვენაცვალე, ალალმართალო სევდიანო, შენი მოთხრობებივით!
3. როგორ მასევდიანებს ასეთი ისტორიები. არა და, რა ხშირი და რა მართალია. ჩოხელი გამახსენდა უცებ.
5. როგორ მასევდიანებს ასეთი ისტორიები. არა და, რა ხშირი და რა მართალია. ჩოხელი გამახსენდა უცებ.
5.
2. ავტორი: მედეა მოლოდინი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: მედეა მოლოდინი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
1. ასე შეიძლება მედეა?:( გამეყინა ბოლოს ძარღვებში სისხლი...
" მუქი ლურჯი,თეთრად დაწინწლული კაბა,რომელსაც ასევე თეთრი, ბაბთად შეკრული საყელო ამშვენებდა"- ეს არის საყოველთაო- საბებიო კაბა:)
მიყვარს ასეთი სადა, მართალი, უბრალო ამბების კითხვა.
ასე შეიძლება მედეა?:( გამეყინა ბოლოს ძარღვებში სისხლი...
" მუქი ლურჯი,თეთრად დაწინწლული კაბა,რომელსაც ასევე თეთრი, ბაბთად შეკრული საყელო ამშვენებდა"- ეს არის საყოველთაო- საბებიო კაბა:)
მიყვარს ასეთი სადა, მართალი, უბრალო ამბების კითხვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|