 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 15 იანვარი, 2013 |
ომია. მოხუცმა დედამ შვილი შავ მიწას მიაბარა. ბიჭმა, რომელსაც ჯერ წვერიც არ ამოსვლია, მამაის აბჯარი ჩაიცვა, ხელში მახვილი აიღო და ომს გაეშურა. ჩაჩქანი დაიხურა, დიდი მოუვიდა, თვალებზე ჩამოეფარა, მოიხადა და მიწაზე დააგდო, როგორც გამოუსადეგარი ნივთი დასაჟანგავად გამზადებული. ნელ-ნელა ახლოვდებოდა ომის ძახილი - შემზარავი ყვირილი, ფარებისა და ხმლების ჭახანი, შუბის ბუნიკებით გადამტვრეული ძვლების ტკაცუნი. ბიჭმა შუბლზე ჩამოდენილი ოფლი აკანკალებული ხელით მოიწმინდა, ეს არ იყო ოფლი არც ლახტაობის თამაშით და არც ძმა-ბიჭებთან ჭიდაობით გამოწვეული, ეს იყო ოფლი ვაჟკაცად კურთხევისა. მუხლები აუკანკალდა, გაქცევა უნდა, განა ვინმე დასძრახავს ამისთვის? მაგრამ გასაქცევი არსადაა. თუ დანაბდება მის დედაზე და პატარა დაიკოზე მხეცები ძალას იხმარენ და შემდეგ მოკლავენ, თუ არ მოკლეს უარესი - ეს ხარამია, თმებს გაჰკრეჭან და გარიყავენ თავისიანები, არც სხვები მიიღებენ, ყოველ შემხვედრ მამაკაცს "უფლება" ექნება დაიკმაყოფილოს ცხოველური წადილი გარყვნილი სხეულისა, ამას ქალი ვერ გაუძლებს და თავს მოიკლავს. ამ ყველაფერმა წამიერად გაიარა ბიჭის გონებაში, რომლის უცოდველი სისხლი უკვე იღვრებოდა მცხუნვარე მზისგან გახუნებულ ბალახზე. ეს არის ადამიანის ბუნება - გაურკვეველი სწრაფვა სისასტიკისკენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არ მომეწონა. სუსტია. არ მომეწონა. სუსტია.
2. ეს არის ადამიანის ბუნება - გაურკვეველი სწრაფვა სისასტიკისკენ. ეჰ ადამიანი ადამიანი....... ეს არის ადამიანის ბუნება - გაურკვეველი სწრაფვა სისასტიკისკენ. ეჰ ადამიანი ადამიანი.......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|