ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2013


*******

არაფერია რაც დატოვე თვალების მიღმა
თუ ოკეანის არასოდეს გიხილავს სიღრმე.
სადაც წარსული უნებურად დატოვა რიგმა
ცდილობ რევანში ამოიცნო პოეტის უდრეკ
განტოლებაში შერჩენილი ვითარცა _(სიგმა)
როცა თვითონვე უცნობი ხარ და უდრი  Y-(იგრეკს).
                 
                  **************************
ნუ დაივიწყებ თვალები თუ შემრჩება კაცის,
რომ იდგა ღამე აქ განწირულ აჩრდილთა ბოდვის,
ბღაოდა მთვარე და საკუთარ ცხედარზე მაცვეს,
როცა შეშლილი გეთსემანის წყევლაში ვთრთოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები