ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2013


(ციკლიდან " წამიერები")

I
დილით რომ ავდგები ..
საწოლის ჭრიალი, მერე იატაკის...
ფეხები გამირბის არარსებულ რაფაზე დავდგე
რომ ჭერის სარკმელს გადავფინო
ყველა სიზმარი...
ხასიათი ამრეზილი...
და სულის ჭრიალით საუზმეს ვიმზადებ...


II
საოცნებო სახლის ქონამდე...
მდინარის ფსკერზე დავსახლდები
რომ ოქროს თევზებს გამოვძალო
მყუდროება...
შენი თვალებიკი ჩავიფიქრე...
.....
ზაფხულში მოთოვს?!


III
წვიმამ დასერა ნოემბერი...
და მეც ვარაუდით დავატოპებ
ჩემს სავარაუდო და დატბორილ
მეგობრებში...
მარტო დარჩენის ეშინიათ...
გეშინოდეს "მძიმის" ... !
მთვარე რომ სვამს ხოლმე ცაზე...
შეიძლება ველოსიპედზე იჯდე...
სვლა შეანელო
და გადმოვარდე სახით ცისკენ...


IV
აქა ვარ ღმერთო!
შენი ცის ქვეშ...
ჩემი მთის წვერზე...
სისხლის გუბეებს გადავყურებ...
რომ არ ჩავვარდე,
ფესვები ჩემი
მთის ნაპრალებს გადავაყლაპე
და ვდგავარ...
თითქმის შეურხევლად...
ცისკენ ვიზრდები...


V
მამას ვეძებდი
და ცოტ-ცოტა
ყველგან ვიპოვე:
პაპის თვალებში...
დედის ცრემლში...
თეოს სიცილში...
სოფლის შარაზე...
მთის მწვერვალზე...
არაგვის ჭრილში...
სალოცავებში...
ჩვენს ჭერხოში..
და მუცოს ჩრდილში...

ყველაზემეტი "მამაჩემი"
ჩემშია მაინც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს