| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 11 თებერვალი, 2013 |
ყველა სოფელს ჰყავს ერთი განსხვავებული სამყაროს მატარებელი. იმდენად მარტივი და ალოგიკური სამყაროს, რომ როგორც წესი, უმრავლესობაში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს. უმრავლესობა სწორედ მათთან ურთიერთობაში ამჟღავნებს თავის ,,გონივრულ,, უპირატესობას, რაც მათ თვითდამტკიცებისათვის ესაჭირეობა. არა და ვინ იცის ,,განსხვავებული სამყაროს,, წუხილი? მათი სიხარული ვინ იცის? მათი დარდები? ფიქრები მათი? დასავლეთის ერთერთი სოფლის ოჯახს საქორწილო სამზადისი ჰქონდა - ეზოში სეფა უნდა გაეჭიმათ. ამ დროს გვერდით დგომა იციან თანასოფლელებმა, რადგან სოფელი, კუთხე, ოჯახი არ შერცხვეს. ეს კია. ამ დროს ყველამ იცის თავისი საქმე. სამზადისში ქუციაც იყო ჩართული. ქუცია ოცდაათ წლამდე ზორბა ახალგაზრდა გახლდათ. სანამ ხმას არ ამოიღებდა ქუცია, ვერაფრით ვერ მიხვდებოდით მის განსხვავებულობას. ისეთი გარეგნობის იყო, რომ სოფლის გოგონები ხშირად იტყოდნენ: - წაწყმენდა არაა ქუციას გარეგნობის ბიჭს ტვინი ამისთანა დღეში ჰქონდეს?! იმ დღეს ქუცია თვალებში შესციცინებდა თანასოფლელებს. ისინი თავის მხრივ: - რავა ხარ, ქუცია, ბიჯო? - ყველაზე კარგად, ყველაზე კარგად! სულმუდამ, ასე, ორ-ორჯერ იმეორებდა ქუცია ყველა პასუხს ან შეკითხვას. - ვოი, შენ ჭკუაზე დამაყენა, ქუცია, ბიჯოოო, პაწა ხანს მაიიინც - წაუმღერა ზაურიამ. - რეიზა, რეიზა? შენსაზე ვერ ხარ, ვერ ხარ? - პასუხობდა ქუცია, რაც ხმამაღალ სიცილს იწვევდა. - ქუცია, მიდი ერთი, ჭიდან ცივი წყალი მეიტანე! - დაუძახეს. - კი, კი, მევიტან, მევიტან - და იმ წამსვე, ხალისით გაქანდა ჭისკენ. ქუციას ძალაზე ხომ, ყველგან და ყოველთვის საუბრობდნენ: ხარს რომ მუშტი ჩაარტყა და ისე დაარეტიანა, რომ წააქცია! უზარმაზარი მსხლის ხე ისე შეანჯღრია, რომ ხეს ნაყოფიც არ შერჩენია! რომ ხალხით გაჭედილი ,,ვოცთაოთხი,, მიწოლით მარტოკამ დააქოქინა! - და თუ ამგვარ ამბებს ქუციას თანდასწრებით ჰყვებოდნენ, უნდა გენახათ, როგორ დაიმორცხვებდა ზორბა ახალგაზრდა კაცი! ბაგეზე ოდნავ შესამჩნევი უხერხული ღიმილი გადაურბენდა და არ იცოდა საით გაეხედა. - კაი ახლა, კაი ახლა, არ მიყვარს, არ მიყვარს - იტყოდა. ქუცია ერთი თანასოფლელი გოგონას შეხვედრას გაურბოდა, რადგან იმ წამსვე გული უჩქარდებოდა, ოფლი ასხამდა, და საპირისპირო მხარეს გარბოდა. ერთხელ ამგვარი გაქცევის მოწმემ გასძახა: - რა იყო, ქუცია, ხომ არ გიყვარს ცისანა?! და მაშინ ქუციამ ისე დაიღრიალა: - აღარ მკითხო მაი კიდო, აღარ მკითხო მაი კიდო!-ო - და იმგვარად შეეშალა სახე, რომ მართლაც არავის არასოდეს უკითხავს, - ისე დაგვჟვერავს, რომეე! მეერევი თუ რაი?! - ასე ამბობდნენ თანასოფლელები. თორემ დაცინვა სულ მუდამ იყო, რაზეც ქუციას რეაქცია არ ჰქონია, რადგან არ იცოდა რა იყო დაცინვა. ახლა ქუცია ვითომ დამხმარე მუშა იყო, მაგრამ ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა, როგორც ყოველთვის. უზარმაზარი ბოძებიც მან მიათრია, აი ის რაზეც სეფა უნდა გაეჭიმათ. გასაშლელი ოც კაციანი მაგიდებიც მან შემოზიდა და მერე იმ ბოძებისთვის ორმოებიც მან ამოთხარა და ახლა ასობდა და მიწას უტკეპიდა. - ბიჯო, ვახოია, რა ძალა აქ ქუციას თუ უყურებ?! - ოჰ, ა! ახლა გეიგე?! - არა, მარა სულ მიკვირს! - ქოყანას უკვირს მაი! - ნეტა იმ ლოდს თუ აწევს? - გივიამ ეზოს გადაღმა უზარმაზარ ლოდზე მიუთითა. - მაგას რას აწევს! - ბიჯო, სერგია! ქუციე იმ ქვას აწევს, თუ იცი?! - გუუჭირდება! - მოი დავნიზლავდეთ, რომე აწევს! - მოი! მალხაზამ მოჰკრა ყური საუბარს, ზევით განათების შნური რომ გაჰყავდა: - მაქხელა ქვას რას აწევს, ბიჯო, მაი? მაგას ჟაბოტინსკი ვერ აწევს, ქუციე კიარა! - ქუციეს გასაგონად თქვა. - რომელს, რომელს?! - გამოსძახა ქუციამ. - რომელს, და ეგერ, ეზოს გადაღმა რომაა! - დიდია, დიდია, ვერ ავწევ, ვერა! - რავა ვერ აწევ, ქუცია? არ აალაპარაკო აგენი! მიდი აწიე, აჩვენე ერთი, რა ძალა გაქ! - არა, არა, არ გამუა, არ გამუა - ჰო, და ქე წააგეეე - წაუმღერა სერგიამ გივიას. - აუფ! რეიზა ვითომ? - თითონ თქვა და! - არც მუუსინჯავს, მაი არ ითლება! გივიასთან ჰამლეტა მივიდა: - ბიჯო, ცისანა დააფიცე და აწევს - გადაუჩურჩულა. - ქუცია! ცისანა რომ დაგაფიცო? - არ დამაფიცო რა, არ დამაფიცო რა - შეევედრა ქუცია. ყველა ახარხარდა. გივიამ არც აცია არც აცხელა და: - ჰო, და, გაფიცებ ცისანას იი ქვაი თუ არ აწიო! ქუციამ დაბნეულმა გახედა გივიას და მერე დანარჩენებს. ყველა უღიმოდა, ასე მოეჩვენა მას. - ხომ შეგეხვეწე?, ხომ შეგეხვეწე? - უთხრა გივიას. მერე ხელები შარვლის ტოტზე გაისვა და აუჩქარებლად დაიძრა ლოდისკენ. - მიი, ქუცია, მიი! კი აწევ შენ , კი! - ამხნევებდნენ. ქუცია ეზოდან გადავიდა და ლოდს მიუახლოვდა, ყურადღებით შეათვალიერა. მერე დაიხარა და ვებერთელა მკლავები შემოახვია უზარმაზარ ლოდს. გამოწეული ადგილები მოუძებნა, თითები შეათამაშა და: - ცისანა დამაფიცე, ხომ?! ცისანა დამაფიცე, ხომ?! - დაგაფიცა, ხო, დაგაფიცა! - უპასუხეს ერთხმად. - ა! თუ დამაფიცე! თუ დამაფიცე, ა! - და ამ სიტყვებთან ერთად ლოდი წელამდე აიტაცა. - მიდი, ქუცია, მიდი! - წახალისებული შეეცადა უფრო ზევით აეწია ლოდი და უცებ: - ვაი! - ამჯერად მხოლოდ ერთხელ აღმოხთა ქუციას და ლოდი დაუვარდა... თითონ ზემოდან დაეცა. ხელები ისევ შემოხვია და ლოყა მიადო. მიცვივდნენ...კაცები... ლოდს ზოლად მოჰყვებოდა სიწითლე. ქუცია ცას გაჰყურებდა ოდნავ შესამჩნევი ღიმილით... ქუციას დედამ მექორწილეებს შეუთვალა - ქორწილი არ გადადოთო. არც გადაუდიათ. ყველა სოფელს ჰყავს ერთი განსხვავებული სამყაროს მატარებელი. ვინ იცის მათი ფიქრები, დარდები, ტკივილი, გული?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რა საბრალოა! რა საბრალოა!
17. რაღაცნაირი იყო, თბილი, და ძლიერიც... მე ბეჟანა გამახსენდა :) +5 რაღაცნაირი იყო, თბილი, და ძლიერიც... მე ბეჟანა გამახსენდა :) +5
16. „არა და ვინ იცის ,,განსხვავებული სამყაროს“ წუხილი? მათი სიხარული ვინ იცის? მათი დარდები? ფიქრები მათი?“ ასე რომ წერო, თვითონაც განსხვავებულად უნდა გრძნობდე, ხედავდე, აზროვნებდე... ძალიან კარგია!!! „არა და ვინ იცის ,,განსხვავებული სამყაროს“ წუხილი? მათი სიხარული ვინ იცის? მათი დარდები? ფიქრები მათი?“ ასე რომ წერო, თვითონაც განსხვავებულად უნდა გრძნობდე, ხედავდე, აზროვნებდე... ძალიან კარგია!!!
15. ძალიან მომეწონა 5 ძალიან მომეწონა 5
14. კარგი იყო...მეც გამახსენა დიდროიე... 5 კარგი იყო...მეც გამახსენა დიდროიე... 5
13. მართლა ძალიან კარგი იყო (:
5 მართლა ძალიან კარგი იყო (:
5
12. გურიაში ხდებოდა ეს ამბავი? :)) მომეწონა თან გული დამწყდა:) გურიაში ხდებოდა ეს ამბავი? :)) მომეწონა თან გული დამწყდა:)
11. =)
როგორ მიყვარს ეს კუთხურით ნაწერი მოთხრობები. სულ სხვა ხიბლი აქვთ
როგორ ვთქვა, რომ ძალიან გაფასებთ =)
როგორ მიყვარს ეს კუთხურით ნაწერი მოთხრობები. სულ სხვა ხიბლი აქვთ
როგორ ვთქვა, რომ ძალიან გაფასებთ
10. თორემ დაცინვა სულ მუდამ იყო, რაზეც ქუციას რეაქცია არ ჰქონია, რადგან არ იცოდა რა იყო დაცინვა.
ალბათ რაც ყველაზე მეტად განასხვავებდა ქუციას ჩვენი, არგანსხვავებული სამყაროსგან. განვმეორდები ისევ - ძალდაუტანებელი, სადა თხრობა, რომ დაგაინტერესებს და წაგაკითხებს ბოლომდე თავს.
ყველა სოფელს ჰყავს ერთი განსხვავებული სამყაროს მატარებელი. იმდენად მარტივი და ალოგიკური სამყაროს, რომ როგორც წესი, უმრავლესობაში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს.
და მაინც, ყველა ჯერზე გული მწყდება. თორემ დაცინვა სულ მუდამ იყო, რაზეც ქუციას რეაქცია არ ჰქონია, რადგან არ იცოდა რა იყო დაცინვა.
ალბათ რაც ყველაზე მეტად განასხვავებდა ქუციას ჩვენი, არგანსხვავებული სამყაროსგან. განვმეორდები ისევ - ძალდაუტანებელი, სადა თხრობა, რომ დაგაინტერესებს და წაგაკითხებს ბოლომდე თავს.
ყველა სოფელს ჰყავს ერთი განსხვავებული სამყაროს მატარებელი. იმდენად მარტივი და ალოგიკური სამყაროს, რომ როგორც წესი, უმრავლესობაში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს.
და მაინც, ყველა ჯერზე გული მწყდება.
9. მეტკინა..+2 მეტკინა..+2
8. ძალიან მომეწონა...აი ძალიან...5555 ძალიან მომეწონა...აი ძალიან...5555
6. რა კარგიი იყოოო.... რა კარგიი იყოოო....
5. ტკივილინი... ტკივილინი...
4. გამახსენა და არც გამახსენა.
კარგი იყო++ გამახსენა და არც გამახსენა.
კარგი იყო++
3. ზუსტად დუმბაძე გამახსენდა მეც...
და ჯონათან, რატომ მხოლოდ გიჟი??? სამყაროს განსხვავებულ აზრის მატარებელი არა მხოლოდ გიჟები არიან...
ყოველთვის მაღიზიანებს სეირის მაყურებელი ახორხოცებული ხალხი...აბა, მე მკითხეთ, ვის უფრო გიჟად ჩავთვლიდი
მოთხრობას 5 ზუსტად დუმბაძე გამახსენდა მეც...
და ჯონათან, რატომ მხოლოდ გიჟი??? სამყაროს განსხვავებულ აზრის მატარებელი არა მხოლოდ გიჟები არიან...
ყოველთვის მაღიზიანებს სეირის მაყურებელი ახორხოცებული ხალხი...აბა, მე მკითხეთ, ვის უფრო გიჟად ჩავთვლიდი
მოთხრობას 5
2. "რომ გაფასებდით, იმაზე ასჯერ მეტად გაფასებთ ახლა- სიტყვა "გიჟი"არცერთხელ რომ არ ახსენეთ აქ."
ყოჩაღ ჯონათან! სულ მაგას არ ვჩივი?!
ახლა ორთავეს მეტად გაფასებთ!!!
სამყაროს განსხვავებულ აზრის მატარებელსაც აქვს რეალობის აღქმის ელემენტები . მოწონება და დასტური ავტორს და ჯონათანს.
"რომ გაფასებდით, იმაზე ასჯერ მეტად გაფასებთ ახლა- სიტყვა "გიჟი"არცერთხელ რომ არ ახსენეთ აქ."
ყოჩაღ ჯონათან! სულ მაგას არ ვჩივი?!
ახლა ორთავეს მეტად გაფასებთ!!!
სამყაროს განსხვავებულ აზრის მატარებელსაც აქვს რეალობის აღქმის ელემენტები . მოწონება და დასტური ავტორს და ჯონათანს.
1. რომ გაფასებდით, იმაზე ასჯერ მეტად გაფასებთ ახლა- სიტყვა "გიჟი"არცერთხელ რომ არ ახსენეთ აქ.
არ მიყვარს მე მაგსიტყვიანი ნაწარმოებების კითხვა.
ისე, დიდრო უნდა გამხსენებოდა, ხო? :) რომ გაფასებდით, იმაზე ასჯერ მეტად გაფასებთ ახლა- სიტყვა "გიჟი"არცერთხელ რომ არ ახსენეთ აქ.
არ მიყვარს მე მაგსიტყვიანი ნაწარმოებების კითხვა.
ისე, დიდრო უნდა გამხსენებოდა, ხო? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|