ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2008


ფრთები

ის მიდიოდა და ჩერდებოდა
და არ უკვირდა არც ერთი მარცხი,
ანგელოზს ფრთები მოსტეხოდა და
გამხდარიყო უბრალო კაცი

ბავშვივით კრთოდა,სხვისი გვირგვინით
ხელთ ეპყრა ჟამი საშინელების
ნამდვილად ძნელი ასატანია
წმინდანის სახით ცქერა გველების!

გაიფიქრა და წასკდა ცრემლები
დახედა მიწას,ახედა მნათობს
ყველაზე დიდი და მძიმე ომი
ამ ცის ქვეშეთში არავის ახსოვს!

იყვირა...ენა ამოაგლიჯეს
იტირა...ცრემლი ბრმა თვალებს ნამავს
მოტეხილ ფრთებით ადგება,წავა
სადაც ხეები ცალ-ცალკე დგანან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები