ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2013


პრინცები გადაშენდნენ (ესმერალდას)

პრინცს ეძებ დედოფალო?პრინცები რახანია გადაშენდნენ,
იცოდე დააქცია დრომ მთელი ეპოქები რაინდების,
მე ვცხოვრობ იმ ქალაქში,რომელიც სამწუხაროდ არ აშენდა
და ჩემი სურვილები ლამპიონებივით აინთება
ღამეში,სტრიქონებში გემივით ჩაძირულა მეტაფორა,
შენა ხარ შორეული მიზნების,ზმანებების ასრულება,
ფილტვებზე მომაწვება მაგ შენი სურნელების ტაიფუნი,
ქალაქში მიმოდიან შენგვარად მშვენიერი ასულები.
ტყის პირი,ნაკადული,სოფელი. ისლის ქოხი ავაშენე,
ბუხარი,კელაპტარი,კეციდან ართმეული ცხელი ჭადი,
ეზოში ხეჭეჭური,კაკალი,ვაზის ნერგის ნაშენი და
მე და შენ მივუყვებით უკანმოუხედავ წელიწადებს.

პრინცები დედოფალო!დინოზავრებივით გადაშენდნენ..

                                                კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები