ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიისღმერთი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2013


გახსოვს..?!

სიტყვები ნელა ნელა შემოდგომდება
ფერები გახუნდა ფერებზე მეტად
თხოვნა თხოვნაზე მეტად იღლება
სიტყვა სიტყვაზე ავაწყე ბედად.
ზამთარი ხდება ზამთარზე მეტი
ქოლგა ვერ იცავს ზამთრის სუსხს ყინვას
მინდა ოდესმე მოვინანიო
ოდესმე დავესწრო მე უფლის წირვას.
გამოზაფხული გაზაფხულდება
მწვანე მწვანეზე შეღებავს მიწას
ზეცა ღია და..
გაცისფერდება,
ცისფერი ცისფერს ფერებით იცავს.
ზაფხული ზაფხულის მწველ მზეს დაადნობს
ხმაური ხმაურს აწუხებს მეტად.
თოვლი თოვლს ებრძვის.. უცხოა..
სხეულს,
სიტყვა სიტყვაზე ავაწყე ბედად.

ბექა გოგატიშვილი 22.02.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები