კაცთათვის
როდესაც ქვეყანამ შეიტყო, რომ მე შევძელი ჩემი მტრების შეყვარება, ახლობლებიც მტრად მომეკიდნენ. * იქნებ შევუთანხმდე საზოგადოებას, რომ დავრჩე ისეთი როგორიც ვარ. *
ღამით დავაწყობ სამყაროს, ყველაფერს თავთავიანთ ადგილს მივუჩენ, დილით ავდგები და ისევ არეული მხვდება ... *
სამყარო ჩემთვისაც ბრუნავს... * მომეცით საყრდენი თორემ დედამიწას გადავატრიალებ... * საათივით კი ავაწყე ცხოვრება, მაგრამ სულ უკან რჩება. * თუ არ ვიცით საითკენ მივდივართ, არასოდეს აგვებნევა გზა... *
გილიოტინა რომ სახლში მქონდეს, ალბათ ყოველ დილით მოვიჭრიდი თავს. * ლენინის ძეგლი კი არა ჩემი ბავშვობა დაანგრიეს. * ხანდახან ორი ადამიანი ბევრად უფრო უმწეო ჩანს, ვიდრე ერთი. * ზოგი ისეთი კაცია, კვერცხის გულისთვის ქათამს დაკლავს. * კაცს ვერ უნდა შეატყო რამდენი ფული უდევს ჯიბეში. * კარგია, როცა შენს თავზე მარტო შენ არ ფიქრობ და უფრო უკეთესი ,თუ შენ მარტო შენს თავზე არ ფიქრობ. * ინგლისური ანდაზაა და მგონი ასე ითარგმნება: თითოეულ ჩვენგანს, სულ ცოტა, ერთი გვამი მაინცა აქვს დამალული კარადაში.. ასე რომ, როცა ვინმე განვიკითხავთ, ან საკუთარი აზრის გატანა გვსურს და ზედმეტი მღელვარებისგან ხელებსაც უმისამართოდ ვიქნევთ, ცოტა ფრთხილად, შემთხვევით კარადის კარი არ გაიღოს. *
ადამიანმა რომ იცოდეს, როგორ ამჟღავნებს თითოული ნათქვამი სიტყვა, ალბათ საერთოდ დამუნჯდებოდა.
რა კარგია, როცა სათქმელი არაფერი გაქვს. არა, სათქმელი კი არ ამოწურე, არამედ უბრალოდ, გადაიფიქრე. * ჩვენ, ვინც ერთ დროში და ერთ ქვეყანაში დავიბადეთ, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანერთის მიმართ, ვიდრე სისხლის ნათესაობით დაკავშირებულ სხვადასხვა თაობის ადამიანებს. * აგერ, სულ ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე რამდენიმე ახლობელი ადამიანი, ჩემთვის კარგად ნაცნობ თემაზე კამათობს...ერთი შეხედვით, თუ რამე აკლია მათ მსჯელობას ეს ჩემი ხმა, ჩემი არგუმენტებია. თუმცა დახმარებას არ ვჩქარობ. ველოდები იმ წამს, როდესაც ყველასათვის ცხადი გახდება ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობა ...და თითქოს დადგა ის წამიც, უფრო სწორედ გადაილახა ის წამი და მეც, მათთან ერთად ვხვდები, რომ თუ რამე დაარღვევს მათ ჰარმონიულ ურთიერთობას ეს სწორედ ჩემი ჩარევა იქნება... ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ არათუ ეს მაგალითი, არამედ ყველა მაგალითი მარწმუნებს, რომ გარემო უჩემოდ ბევრად მოწესრიგებული და ლამაზია, რომ სამყარო ჩვენს გარეშე უკეთ ბრუნავს...
ბავშვებისთვის
ნეტავ, ახლა ბავშვობაში დამაბრუნა და ის ლექსი მათქმევინა საახალწლო ნაძვისხის ზეიმზე რომ შემეშალა...დღესაც მახურებს იმდღევანდელი სიწითლე. * აცალეთ ბავშვებს შუამავლის გარეშე შეიმეცნონ გარემო, რადგან ვერცერთი წიგნი ვერ შეუცვლის ბუნების უშუალო ხილვით გამოწვეულ შთაბეჭდილებას. * რა ცუდად ვიქცევით, მშობლები, როცა შვილებს აღსაზრდელად წიგნებს მივუგდებთ ხოლმე... ეს იგივე, რომ თოთო ბავშვი ქუჩაში პირველივე გამვლელს შევაჩეჩოთ ხელში და ჩვენ გულდამშვიდებულნი წავიდეთ სახლებში... *
სიყვარულისთვის
სიყვარული და სიცოცხლე ერთიდაიგივე შემადგენლობისაა. * სიცოცხლე მარადმწვანე ხეა, რომელიც სიყვარულის ნაყოფს ისხამს.
ცოდნისთვის
გარედან მიღებული ცოდნა მხოლოდ შინაგანი ცოდნის გასაღვიძებლად (გასააქტიურებლად) მჭირდება. ამ შედარებას კი მძღოლები უკეთ მიხვდებიან: გარედან მიღებული ცოდნა აკუმლატორის ენერგიას ჰგავს (აკუმლიატორი ბოლომდე უნდა იყოს დამუხტული), რომელმაც \"დინამო\" უნდა დაატრიალოს (მგონი, ასეა) შემდეგი კი, როდესაც მოტორი დაიწყებს მუშაობას, დინამო თვითონ გამოიმუშავებს ენერგიას და აკუმლატორის დანახარჯსაც შეავსებს...
ცხოვრებისთვის
* მე ვალდებული ვარ, ვემსახურო მას, ვინც ფულს გადამიხდის, მაგრამ ჩემი უფლებაა ავირჩიო ის, ვისგანაც ფულს ავიღებ...
აზრებისთვის ყოველი აზრი შესაწყნარებელია, რომელიც მიზნად საყოველთაო გავრცობა და ჭეშმარიტების პრეტენზია არა აქვს და არ სურს, რომ აზრს, როგორც საყოველთაო კანონს დაექვემდებაროს სამყაროში არსებული წონასწორობა. * აზრები ზღვის კენჭებსა ჰგავს. რა იმედისმომცემია ტალღებში (გონებაში) მისი სილამაზე და როგორ კარგავენ ბრწყინვალებას როგორც კი ისინი ნაპირზე \"მზის გულზე\" გამოგვაქვს... * აქაურობა (ფეისბუკი) თანდათან ქუჩას დაემსგავსა. აქ ძირითადად მაინც მოცლილი ხალხი \"აბირჟავებს\". ისინი, ვინც საქმეს (ან თანამდებობას) შოულობს, თანდათან უფრო იშვიათად, ან საერთოდ აღარ პოსტავენ. ცნობადი სახეები თავიანთი სახელობის გვერდებს ჰქმნიან და \"ლაიქებს\" აგროვებენ. ამას ისინი ნდობით აღჭურვილი პირის ან დაქირავებული მეგობრის (ფრენდის) მეშვეობით ახერხებენ. \"კარიერის გზაზე\" ჯერ აქ კიდევ დიდ პატივად ითვლება ფრენდების სიმრავლე. არიან ისეთებიც, რომელთაც უკვე რამდენიმეგზის აათავეს \"აზარი\" და ხელახლა დაიწყეს ათვლა...
ლიტერატურისთვის ვაჟა - ფშაველას\"სტუმარ-მასპინძელი\" ღირსია და უნდა დადგეს საუკეთესო ქართული პოემის გვერდით. ამისთვის ჯერ ვაჟას შემოქმედებიდან უნდა მოხდეს მისი გამოცალკევება... *
ნუთუ რაიმე ამბავი ან მოვლენა, რაც ისტორიისა და ხელოვნების მიღმა რჩება, საერთოდ იკარგება კაცობრიობისთვის, თუ ის ჩვენთვის უცნობი გზებით, მაინც გადაეცემა შთამომავლობის მეხსიერებას? *
პოეზია ნაფუძარზე ამოსულ ჭინჭარს ჰგავს, მას რწმენის ნოყიერი ნიადაგი სჭირდება საკვებად. * ვიხსენებ, მაგრამ ვერ გამიხსენებია თუ ვის ეკუთვნის აზრი, იმის შესახებ, რომ შემოქმედს განკითხვის დღეს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს?* * ამას მწერლებს და პოეტებს ვეკითხება: ყოფილა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როდესაც რაიმე ფაქიზი განცდის გამხატვრულება, თუნდაც განზოგადება და გარეთ გამოტანა (დაწერა) დაგნანებიათ და აშკარა შემოქმედებით გამარჯვებაზე შეგნებულად უარი გითქვამთ? * ამ დილით რომელიღაც ლიტერატურულ პორტალზე შევეხეტე (ალბათ, უსაქმურობისგან) და საერთო შთაბეჭდილება რომელიც იქიდან გამომყვა ძირითადად თემატურ-ჟანრობრივ შეუსაბამობას ეხება... ცხადია, რომ არსებობს პოეტური და პროზაული თემები და შესაბამისად ჟანრული ფორმებიც ამ თემების გადმოსაცემად. ზოგიერთ პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებში ეს მოთხოვნა სრულიად უგულვებელყოფილია...პროზაული თემის ლექსის ფორმით გადმოცემა კი იმას ჰგავს ფანქარს რომ ნაჯახით წაუთალო წვერო და პირიქით, ვერც დიდრონ ხეს ვერაფერს დააკლებ ჯაყვა დანით. * ის, რასაც ჩვენ თანამედროვე ქართულ პოსტმოდერნიზმს ვეძახით, „გაკეთებული“ მოდერნიზმის პახმელიაა და მეტი არაფერი. იმასც მაშინ გადაბმული სოცრეალიზმიდან გამოსასვლელად მივეძალეთ, თორემ თავღია ჭურჭელში რომ დაძმარებული სასმელი იქნებოდა კი ვიცოდით...
სარწმუნოებისთვის
ყოფით რეალობაში უფრო ახლოს ვჭვრეტ ღმერთს, ვიდრე წარმოსახვაში. * მხოლოდ სამს შეუძლია ბედნიერების გაზიარება და ამათგან ერთი აუცილებლად ღმერთი უნდა იყოს. * უცნაურია, მაგრამ ჩვენს განათლებულ საზოგადოებაში ათეისტური შეხედულებების გავრცელებას ბიბლიის კითხვამ შეუწყო ხელი. * ეშმაკს დამონებული ადამიანთა სულები ღვთის სულიერ სითეთრეში შავ-შავ ლაქებად რჩებიან. * *მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიბერალებში (ეს განსაკუთრებული მიმართულება) შეიძლება დადგეს ხელოვნებისა და რელიგიის გამიჯვნის საკითხი. რადგან აქ ნამდვილად აღარ იგულისხმება თემატური გამიჯვნა (ეს დიდიხნის წინ მოხდა ჩვენში ), უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიბერალებს გადაწყვეტილი აქვთ ხელოვნების (განსაკუთრებით კი ლიტერატურის) დარჩობა და სულის ამორთმევა...
პოლიტიკისთვის * ახლა დავფიქრდი, მართლა მინდა თუ არა დამოუკიდებელი, თავისუფალი, აყვავებული და გაბრწყინებული საქართველოს ნახვა და მივხვდი, რომ - არა. არ მინდა. არ მინდა, რადგან ეს მწვერვალზე ასვლას და მიზნის მიღწევას ემსგავსება, სადაც (მწვერვალზე) დიდხანს არავინ რჩება. მე ამ მიზნისკენ ღონიერად და დაუღალავად მიმავალი ქვეყნის ნახვა უფრო მინდა. ქვეყნისა, რომელიც გზადაგზა არ წუწუნებს, არ ნანობს არაფერს და რაც მთავარია, უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს. როგორც ხედავთ, მე უფრო ახლო ვარ მიზანთან და ვისაც შორს გზაზე სიარული არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ შემომიერთდეთ.. * თავის დროზე დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი საქმე გააკეთა შევარდნაძის ხელისუფლებისგან რომ გაგვათავისუფლა, შემდეგ ქართულმა ოცნებამ გაგვათავისუფლა ნაციონალური მოძრაობისგან. დადგება დრო და ჩვენ კიდევ მოგვიწევს გათავისუფლება და ხელისუფლებაშიც უფრო პროგრესული ძალა მოვა...მთავარია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და ისე არ გაგვიხდეს საქმე, რომ ახალს ისევ ძველი გვერჩივნოს. აი, მხოლოდ ეს მაშინებს. დანარჩენი ყველაფერი ქვეყნის განვითარების ლოგიკას ემორჩილება... * სტალინი - ისეთი როგორც ჩვენს გონებაში არსებობს ბევრად უფრო სასტიკი და არაადამიანურია, ვიდრე ვინმე იოსებ ჟუღაშვილი, რომლის ძეგლის დადგმასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით... აი, გავიტანთ ამჯერადაც ჩვენ ჩვენსას და გვეგონება, რომ პრობლემა სტალინიზმისა ჩვენში სამუდამოდ გადაიჭრა... თუმცა, თავისუფალი ადგილი დიდხანს არ დარჩება ცარიელი. ხოლო უკვე დაბადებული და შემდგარი სტალინი ბევრად უფრო უვნებელია, ვიდრე დაუბადებელი, რომელსაც მომავალში ძველზე უფრო სასტიკი ახალი გარემო გამიწვევს სამოქმედოდ. * ჩვენმა პოლიტიკამ მეურნე კაცის გონიერება დაკარგა და ქაღალდის (წიგნის) კაცის ჭკუასღა ეყრდნობა. ამ ქაღალდის კაცს კი ნამდვილი ცხოვრებით ერთი დღეც არ უცხოვრია. არც ღონიერი მეზობელი ყოლია ოდესმე, რომელიც მუდამ მის დაჩაგვრას ცდილობდა და ცდილობს დღესაც ... არც გაღმეველი კაცის მხარდაჭერისა და შორიდან მოკითხვის შედეგი უნახავს და გაუთვალისწინებია სამომავლოდ... მინდორშიც კი არ ყოფილა ოდესმე და დიდი სახელწიფოების მიერ დანთებული კოცონიც კი არ უნახავს და არ გაუგია, თუ როგორ უნდა გათბეს ჩვენისთანა პატარა ქვეყანა ამ ცეცხლზე ისე, რომ შიგ არ დაიწვას * არც ისე შორია ჩვენი წინაპართ ცხოვრება ჩვენგან, თუ წარმოვიდგენთ, რომ ერეკლე მეორეს კრწანისის ომში შეტევაზე გადასვლა იმ მიზეზით დაუგვიანდა, რომ მსახურს სექტემბრის ქარიან დღეს, ციხის საველე პირობებში ყავის მოდუღება გაუჭირდა....
თავისუფლებისთვის არამცდაარამც მიზანი საშუალებად არ უნდა იქცეს და - პირიქით. როგორც დაგვემართა, როცა თავისუფლება მიზნად გამოვაცხადეთ....სინმდვილეში კი, თავისუფლება მხოლოდ საშუალება უნდა გამხდარიყო მიზნის მიღწევის გზაზე...თუმცა, არცერთ ჩვენგანს არ დაუსვამს კითხვა (არც ახლა აინტერესებს) თუ რისთვის გვჭირდება თავისუფლება. ეს კითხვა რომ დაგვესვა მიზანიც გამოჩნდებოდა. ამიტომ, ახლა მიზანი კარგად არ ჩანს და სიარულიც ამიტომ გვიჭირს...
....................................................................
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თუ არ ვიცით საითკენ მივდივართ, არასოდეს აგვებნევა გზა
ბევრი მომეწონა +++++ თუ არ ვიცით საითკენ მივდივართ, არასოდეს აგვებნევა გზა
ბევრი მომეწონა +++++
9. ჩვენ, ვინც ერთ დროში და ერთ ქვეყანაში დავიბადეთ, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანერთის მიმართ, ვიდრე სისხლის ნათესაობით დაკავშირებულ სხვადასხვა თაობის ადამიანებს.
მხოლოდ სამს შეუძლია ბედნიერების გაზიარება და ამათგან ერთი აუცილებლად ღმერთი უნდა იყოს. ჩვენ, ვინც ერთ დროში და ერთ ქვეყანაში დავიბადეთ, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანერთის მიმართ, ვიდრე სისხლის ნათესაობით დაკავშირებულ სხვადასხვა თაობის ადამიანებს.
მხოლოდ სამს შეუძლია ბედნიერების გაზიარება და ამათგან ერთი აუცილებლად ღმერთი უნდა იყოს.
8. ადამიანმა რომ იცოდეს, როგორ ამჟღავნებს თითოული ნათქვამი სიტყვა, ალბათ საერთოდ დამუნჯდებოდა. ადამიანმა რომ იცოდეს, როგორ ამჟღავნებს თითოული ნათქვამი სიტყვა, ალბათ საერთოდ დამუნჯდებოდა.
7. როდესაც ქვეყანამ შეიტყო, რომ მე შევძელი ჩემი მტრების შეყვარება, ახლობლებიც მტრად მომეკიდნენ. ეს ძალიან მომეწონა და უმეტესობა მომეწონა, რამდენიმეს გამოკლებით
მე საერთოდ ძალიან მომწონს გამონათქვამები. როდესაც ქვეყანამ შეიტყო, რომ მე შევძელი ჩემი მტრების შეყვარება, ახლობლებიც მტრად მომეკიდნენ. ეს ძალიან მომეწონა და უმეტესობა მომეწონა, რამდენიმეს გამოკლებით
მე საერთოდ ძალიან მომწონს გამონათქვამები.
6. "ვიხსენებ, მაგრამ ვერ გამიხსენებია თუ ვის ეკუთვნის აზრი, იმის შესახებ, რომ შემოქმედს განკითხვის დღეს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს? "
ბიბლიაში წერია ეგ, ყველა თავისი სიტყვით გამტყუნდება, ან გამართლდებაო. :)
მიკვირს, ეს ჯონათანს რომარ წაუკითხავს. :) და საერთოდ რომ ასე ცოტა მკითხველი ჰყავს. არის რაღაცეები, რასაც პირადად მე ვერ დავეთანხმე(მაგ. ჭინჭარზე და პოეზიაზე. ჭინჭარი ყველგან ამოდის) , მაგრამ ყველაფერი კარგად ჩამოყალიბებულია და ლოგიკური. :)
ძალიან ვისიამოვნე და უკვე ვფიქრობ, ამ საიტზე ბევრი კარგი რამ გამოვტოვე. :( *
წაიკითხეთ ხალხო. :)
გიას კი თავისი მიზეზი ექნება გილიოტინის ნატვრისთვის, მაგრამ მეც მაგ დღეში ვარ, ყოველ დილით მოვიჭრიდი, თავს, ფიქრმა რომ არ შემაწუხოს. :))) "ღამით დავაწყობ სამყაროს, ყველაფერს თავთავიანთ ადგილს მივუჩენ, დილით ავდგები და ისევ არეული მხვდება ... " – ამან აღტაცებში მომიყვანა :)))))
ჯონათაან, წაიკითხეე! :))) ჭაო, როგორ გამოგრჩა ?! ჰარი, შენ გიყვარს ასეთები :))))
ტენდი :))) "ვიხსენებ, მაგრამ ვერ გამიხსენებია თუ ვის ეკუთვნის აზრი, იმის შესახებ, რომ შემოქმედს განკითხვის დღეს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს? "
ბიბლიაში წერია ეგ, ყველა თავისი სიტყვით გამტყუნდება, ან გამართლდებაო. :)
მიკვირს, ეს ჯონათანს რომარ წაუკითხავს. :) და საერთოდ რომ ასე ცოტა მკითხველი ჰყავს. არის რაღაცეები, რასაც პირადად მე ვერ დავეთანხმე(მაგ. ჭინჭარზე და პოეზიაზე. ჭინჭარი ყველგან ამოდის) , მაგრამ ყველაფერი კარგად ჩამოყალიბებულია და ლოგიკური. :)
ძალიან ვისიამოვნე და უკვე ვფიქრობ, ამ საიტზე ბევრი კარგი რამ გამოვტოვე. :( *
წაიკითხეთ ხალხო. :)
გიას კი თავისი მიზეზი ექნება გილიოტინის ნატვრისთვის, მაგრამ მეც მაგ დღეში ვარ, ყოველ დილით მოვიჭრიდი, თავს, ფიქრმა რომ არ შემაწუხოს. :))) "ღამით დავაწყობ სამყაროს, ყველაფერს თავთავიანთ ადგილს მივუჩენ, დილით ავდგები და ისევ არეული მხვდება ... " – ამან აღტაცებში მომიყვანა :)))))
ჯონათაან, წაიკითხეე! :))) ჭაო, როგორ გამოგრჩა ?! ჰარი, შენ გიყვარს ასეთები :))))
ტენდი :)))
5. ძალიან კარგი ჩანაწერებია ... მომეწონა ბევრი რამე..
555 ძალიან კარგი ჩანაწერებია ... მომეწონა ბევრი რამე..
555
4. ძალიან კარგი ჩანაწერებია ... მომეწონა ბევრი რამე..
555 ძალიან კარგი ჩანაწერებია ... მომეწონა ბევრი რამე..
555
3. რა ცოტა მკითხველი ჰყავს. არადა საინტერესო მოსაზრებებია, ბევრ საკითხზე.
"ყოფით რეალობაში უფრო ახლოს ვჭვრეტ ღმერთს, ვიდრე წარმოსახვაში. * მხოლოდ სამს შეუძლია ბედნიერების გაზიარება და ამათგან ერთი აუცილებლად ღმერთი უნდა იყოს." არამარტო ესენი რა ცოტა მკითხველი ჰყავს. არადა საინტერესო მოსაზრებებია, ბევრ საკითხზე.
"ყოფით რეალობაში უფრო ახლოს ვჭვრეტ ღმერთს, ვიდრე წარმოსახვაში. * მხოლოდ სამს შეუძლია ბედნიერების გაზიარება და ამათგან ერთი აუცილებლად ღმერთი უნდა იყოს." არამარტო ესენი
2. საინტერესო ნააზრევია, თუმცა ავტორი ერთგან საუბრობს ჟანრის არევაზე და შეუსაბამობაზე, აქ კი არჩეულ ჟანრში გვხვდება პროზა, - მისწერეთ ადმინისტრაციას და გაასწორეთ ეს შეცდომა. საინტერესო ნააზრევია, თუმცა ავტორი ერთგან საუბრობს ჟანრის არევაზე და შეუსაბამობაზე, აქ კი არჩეულ ჟანრში გვხვდება პროზა, - მისწერეთ ადმინისტრაციას და გაასწორეთ ეს შეცდომა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|