ქალაქში დილიდან სასიამოვნოდ ცხელოდა. ბოლო რამდენიმე დღე იყო, გაზაფხულს ფეხი საფუძვლიანად მოეკიდებინა და მზეს დანატრებული ხალხი ქუჩაში ხალისით დადიოდა. შიგადაშიგ ხანმოკლე, თბილ წვიმასაც გამოურევდა. ახლაც ქალაქის თავზე ნელ-ნელა შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი და სიცხეში ჩაძირული ქალაქი თბილი წვიმის მოლოდინში გაინაბა. ქალაქის ერთი სახლის აივანზე ერთი ბიჭი იდგა, აივნის რკინის მოაჯირს დაყრდნობილი ჩაფიქრებული ჩასცქეროდა ეზოს და სიმღერას უსმენდა. ეზოში ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი იყო განთავსებული. საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან ცარიელი ბოთლები მოგხვდებოდათ თვალში. ბოთლებით სავსე ყუთები ერთმანეთზე აეშენებინათ და რაც ყუთებში ვერ ჩაეწყოთ, ისე დაეყარათ ეზოში. მტვრიან ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები ერთნაირი ბოთლების ერთად დალაგებას ცდილობდნენ. უსმენდა ბიჭი სიმღერას, ეზოში იცქირებოდა და ფიქრობდა. ფიქრობდა წვიმაზე. ფიქრობდა კიდევ ერთ გადაგორებულ ზამთარზე და კიდევ ერთ გადასაგორებელ ზაფხულზე. ფიქრობდა იმაზე, რომ სწორედ ეს "გადაგორება" იქცა მისი ცხოვრების წესად. ფიქრობდა ჩაბარებული ბოთლების ფასად ნაყიდ პურზე. ფიქრობდა იმაზე, რომ ვიღაცის დალეულმა სასმელმა ვიღაცას საკვები უნდა მოუპოვოს. ერთნი თვრებიან ან ცხელ სხეულს (გულსაც) იგრილებენ, მათ მიერ გამოცლილი ბოთლებით კი მეორენი სიცოცხლეს კიდევ ერთი დღით იხანგრძლივებენ. ესეც სიმბიოზი. ისეთივე თანაცხოვრება, როგორიც ცხოველებს ახასიათებთ. ერთის მხრივ ხალხი, რომელის სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ თავისდაუნებურად სიკეთეს აკეთებს და გამოცლილი ბოთლების ფასად სხვებს საკვების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც მადლობელნი არიან პურის გამო და სულ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია მათ მიმართ გაღებული ასეთი მცირე კომპენსაცია. ფიქრობდა ბიჭი. უკრავდა მუსიკა. ღრუბლებს მოწყვეტილი პირველი წვეთები ცარიელ ბოთლებზე კანტიკუნტად აწკაპუნდნენ. ამ დროს ეზოს მასიური, მძიმე შავი ჭიშკარი გაიღო და ეზოში ღარიბულად, თუმცა სუფთად ჩაცმული ჭაღარათმიანი მოხუცი ქალბატონი შემოვიდა. მოხუცს ორივე ხელში ცარიელი ბოთლებით სავსე პარკები ეჭირა. როგორც ჩანდა, აქ პირველად არ მოდიოდა, რადგან შემოსვლისთანავე ცარიელი ყუთები მოძებნა და მათში მის მიერ მოტანილი ბოთლების ჩალაგება დაიწყო. ეზოში მდგარი ფიცრულიდან ქალი გამოვიდა და მოხუცისკენ გაემართა. ქალს ხელში გამომთვლელი ეჭირა. მოხუცს ბოთლები ყუთებში ჩაელაგებინა და მორჩილად ელოდა საფასურს. წვიმის მსხვილი წვეთები ბოთლებზე აკაკუნებდნენ. ბიჭი ფიქრობდა. ჰარმონიკის ჟღერადობით გამდიდრებული მუსიკა გრძელდებოდა. მოხუცი ქალი იდგა და საფასურს ელოდა. შემდეგ კი... შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ფიცრულიდან გამოსულმა ქალმა მოხუცის მოტანილი ბოთლები დათვალა, გამომთვლელზე მისთვის მისაცემი თანხის ოდენობა გამოთვალა და მოხუცს ფული ჩაუთვალა. პურის ფულის მქონე, ანუ ძალიან მდიდარი ჭაღარათმიანი მოხუცი ქალბატონი, იმავე მასიური და მძიმე შავი ჭიშკრის გავლით გავიდა ეზოდან, რომლითაც ხუთიოდე წუთის წინ შემოვიდა. ბიჭი ფიქრობდა, წვიმა ხშირდებოდა, მუსიკა კი დასასრულს უახლოვდებოდა. გიტარის აკორდებს აყოლებული საქსოფონის ჰანგები აივნიდან იღვრებოდა, ყველა ბოთლში აღწევდა და ძალამოკრებილი, უფრო მძლავრად აჟღერებული ზედ შავ ღრუბლებზე იმსხვრეოდა, რათა შემდეგ წვიმის წვეთებთან ერთად დედამიწას დაბრუნებოდა.
. . . . .
მუშები ბოთლებს ახარისხებდნენ. სახლისკენ მიმავალ ჭაღარათმიან მოხუც ქალბატონს მკერდზე ცხელი პური მიეკრა. პურის ცხელი ოხშივარი სახეში სცემდა და სიცხისგან აცრემლებული თვალებით ძლივსღა ხედავდა რამდენიმე მეტრში მდგარ საკუთარ სახლს. მოხუც ქალბატონს სახლში პური მიჰქონდა, პური ჩვენი არსობისა. მუსიკა დასრულდა და ბიჭი ფიქრებიდან გამოერკვა. ქალაქში კოკისპირულად გაწვიმდა...
ერთის მხრივ ხალხი, რომელის სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ თავისდაუნებურად სიკეთეს აკეთებს და გამოცლილი ბოთლების ფასად სხვებს საკვების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც მადლობელნი არიან პურის გამო და სულ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია მათ მიმართ გაღებული ასეთი მცირე კომპენსაცია.

კარგი იყო!დაგა5+++არტემ:)

შეიძლება ყალბი მოგეჩვენა, მაგრამ რეალურად ყველაფერი ასე მოხდა ეზოში და სწორედ ეს სიმღერა ჟღერდა იმ დროს. ანუ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მხოლოდ დასასრულია. თუმცა, იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს კარგი ნაწერია. მადლობა წაკითხვისთვის და გარჩევისთვის.

საიდან დავიწყო არ ვიცი. ფაბულა სუსტად არის გადმოცემული, 7 იანი 10 დან. პროზაზე და ნაწერზე რა ვთქვა, მეექვსეკლასელი ბავშვის თხზულებასავითაა წყობაც დ აქსოვილიც. აი ბაფთაშეკრული "გიმნაზისტი" ბიჭი გამახსენდა კოპცწიად რომ აცვია და ტაქტიანად რომ ლაპარაკობს, არსად არაფერს განსაკუთრებულს რომ არ გამოურევს. სულ ბოლოს "... პური მიჰქონდა, პური ჩვენი არსობისა" ეს რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდი რომ ძალიან სუსტი ნაწერია. ასეთ ნაწერებს გვერდზე გადავდებ ხოლმე 1 აბზაცის შემდეგ, იმდენად მბეზრდება და არაფრისმთქმელია წერის სტილი და თხრობის მანერა. რაღაცნაირად ყალბია და გახუნებული შედარებებიც და აღწერებიც. ცუდად ნუ გამიგებთ ძალიანაც თუ გავუტიე, მაგრამ, ბევრი უნდა იკითხოთ და წეროთ კიდევ, რომ დაიხვეწოთ.
პატივისცემით
საბა აფხაზი