ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2013


აფერისტია ბედნიერება

მხიარული ვარ და ბევრს ვიცინი.
ალბათ, ღიმილით ვაწუხებ სევდას,
მაგრამ, ჩემ გარდა, არავინ იცით,
რამდენი ტანჯვა მარგუნა ბედმა…
უთქმელ ტკივილებს გავუძლო უნდა,
უბრალო ქარებს ქარიშხლებს ვარჩევ!
მე სულ სხვაგვარი ცხოვრება მსურდა,
მოსაგონებლად ეს ლექსი დარჩეს.
სულის წვალებას მაინც ავიტან,
პირზე ღიმილით ბოლომდე ვივლი,
რომ შემიცოდოთ,სულაც არ მინდა,
ოღონდ მიმიღეთ ასეთი გიჟი…
იქნებ, ბევრს ვითხოვ და არ მერგება,
ღმერთო მიშველე, აბა რა ვიცი?!
აფერისტია ბედნიერება.
ჩემი გზით მინდა წასვლა, გამიშვით!
                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები