ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2008


შეკრული წრე

მღვრიე დილა გათენდა...
თავისუფლების საზღაურად სიკვდილი მოინდომე...
მერე თქვი, რომ... ტყვია არ გავარდა და ცოცხლად დარჩენა იზეიმე...
შეცდომა პირველი: თვითმკვლელები არასდროს ისვრიან გაშლილი მკლავით...სულ ცოტა იდაყვში მაინც უნდა მოგეხარა...
შეცდომა მეორე: ის ტყვია გავარდა... და ზუსტად მიზანს მოხვდა...გარდავიცვალე...ორმოცის პანაშვიდს წმინდა ნიკოლოზის ხატს ამოფარებული, თვალცრემლიანი ვუსმენდი...სასწაული არ მოხდა...მიწა დავტოვე...
შეცდომა მესამე და ძირითადი: ახლოვდება დასაწყისის წლისთავი...
ჩემი შეცდომა: თუ გაიხსენებ წლისთავს საწყისის... მე დავივიწყებ გარდაცვალებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები