 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2013 |
ვერ ახუნებს მზის სხივი პოეზიის ფასადებს... - შებრუნდი და ტირილით დაითვალე ასამდე!
ასულდგმულებს გრძნობები პოეზიის ვიტრინებს... პოეზია ღაღადებს - გიყვარდეს და გიკვირდეს!
**** მარტია და უშენო ხასიათიც დამჩემდა... დრო მიყვება კარეტებს შეშინებულ მოტივით. პოეზია თავის თავს პოეტებით აშენებს, პოეზია ხეა და პოეტები ტოტივით
ვერ უძლებენ დატვირთვას ბედისას და ჩრდილავენ... ლექსი (როგორც ფოთოლი) მიოქტომბრდა ჰორიზონტს. მთვარე უფრო ახლოა მტკვარამდე და დილამდე... მინდა თავი დავიხრჩო! მათ კი ისევ მოზიდონ
კალმახები. უზომოდ შემეჩვია როლი და ღრუბლის ნისლში ფრთებიდან ჩამომცვივდა რითმები. ახლა როგორც გაფრენა, შენთან ისე მომინდა, ახლა როგორც გაფრენა, შენთან ისე ვიქნები...
მარტი იტანს თავისას - შემითაგვდა ფიქრი და (ეს კავშირი სტრიქონში საფეხურად ჩატეხეს). უფრო მეტი მოზიდეთ აქედან და იქიდან, უფრო მეტი, სანამდე ფიქრებივით მჩატე ხარ!..
ვიმეორებ სცენარს და გაგიჟებულ ანფასებს ვუქნევ ბედის მაჩეტეს, ვუქნევ ბედის ლომისარს. ახლა ყველა მიყვარხართ, ვინც კი ლექსებს აფასებთ, ვინც კი იცით, გესმით, რომ პოეტობა ომია!..
თუმცა მთელი ქვეყანა დღეს პლაცდარმად ქცეულა, და მეც რაღას ვაგრძელებ, მარტი მარტობს მარტივით... მე ამ ქვეყნის ცხოვრება ისე გამისხეულდა, ჩემი ტაეპებივით უაზრო და მარტივი
რითმებით ვარ აწყობილ... და ანათებს ვიტრინებს ჩამავალი მზის სხივის ჩაუვალი ნათება. გიყვარდეს და გიკვირდეს! გიყვარდეს და გიკვირდეს! სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. +++ წარმატებები ავტორს +++ წარმატებები ავტორს
25. გიყვარდეს და გიკვირდეს! გიყვარდეს და გიკვირდეს! სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
5.
გიყვარდეს და გიკვირდეს! გიყვარდეს და გიკვირდეს! სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
5.
24. აი ასე სასიამოვნოდ რომ გამიკვირდება ხოლმე მომწონს :) ყოჩაღ, ავტორო... ამ ლექსის გამო შემოვედი ახლა, 5 რომ დამეწერა )) აი ასე სასიამოვნოდ რომ გამიკვირდება ხოლმე მომწონს :) ყოჩაღ, ავტორო... ამ ლექსის გამო შემოვედი ახლა, 5 რომ დამეწერა ))
23. ბრავო ამ ლექსს თავფურცელი ეკუთვნის :) ბრავო ამ ლექსს თავფურცელი ეკუთვნის :)
22. ბრავო ამ ფურცელს ეკუთვნის თავფურცელი :) ბრავო ამ ფურცელს ეკუთვნის თავფურცელი :)
21. ესეც ძალიან კარგია, ძალიან! :)
შემითაგვდა ფიქრიო, იფ, იფ, რა კარგი მიგნებაა, უსიგარეტოდ დარჩენილი ძველ ნაჩნიაკს რომ მიაგნებს, აი ისეთი :)
ესეც ძალიან კარგია, ძალიან! :)
შემითაგვდა ფიქრიო, იფ, იფ, რა კარგი მიგნებაა, უსიგარეტოდ დარჩენილი ძველ ნაჩნიაკს რომ მიაგნებს, აი ისეთი :)
18. მიხარია რომ გკითხულობთ :) ნამდვილად კარგია :) +5 მიხარია რომ გკითხულობთ :) ნამდვილად კარგია :) +5
17. რითმებით ვარ აწყობილ... და ანათებს ვიტრინებს ჩამავალი მზის სხივის ჩაუვალი ნათება. გიყვარდეს და გიკვირდეს! გიყვარდეს და გიკვირდეს! სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
მოეწონა არტეს5+:) რითმებით ვარ აწყობილ... და ანათებს ვიტრინებს ჩამავალი მზის სხივის ჩაუვალი ნათება. გიყვარდეს და გიკვირდეს! გიყვარდეს და გიკვირდეს! სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
მოეწონა არტეს5+:)
16. გიპასუბებთ ავტორი: თაგვი მღრღნელია, ანუ გამომღრღნა ფიქრმა ))) გიპასუბებთ ავტორი: თაგვი მღრღნელია, ანუ გამომღრღნა ფიქრმა )))
15. გენრი დოლიძის ლექსი გამახსენა გენრი დოლიძის ლექსი გამახსენა
14. ძალიან მაინტერესებს ფიქრის შეთაგვებაში რა იგულისხმა ავტორმა. და ,,მე ამ ქვეყნის ცხოვრება ისე გამისხეულდა'' ეს ყველაზე მეტად.. ფრიად ნასიამოვნები ვარ. ძალიან მაინტერესებს ფიქრის შეთაგვებაში რა იგულისხმა ავტორმა. და ,,მე ამ ქვეყნის ცხოვრება ისე გამისხეულდა`` ეს ყველაზე მეტად.. ფრიად ნასიამოვნები ვარ.
13. მშვენიერია+5 მშვენიერია+5
12. ვერ ვიხსენებ რომელ ლექსს მახსენებს, ოღონდ არა შინაარსობრივად.
ჩემთვის პირადად ისეთი ლექსია ეს.. კარგ შთაბეჭდილებას რომ დაგიტოვებს და არ გაგყვება. ვერ ვიხსენებ რომელ ლექსს მახსენებს, ოღონდ არა შინაარსობრივად.
ჩემთვის პირადად ისეთი ლექსია ეს.. კარგ შთაბეჭდილებას რომ დაგიტოვებს და არ გაგყვება.
10. მომეწონა ძალიან.წარმატებები ++ მომეწონა ძალიან.წარმატებები ++
9. წარმატებები! წარმატებები!
8. საოცრად ლამაზია, უკვე მიყვარხართ! საოცრად ლამაზია, უკვე მიყვარხართ!
7. ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
იქ ზემოთ ორი ხასიატია და ერთი ამოიღე, წყალივით ლექსია;)
ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
იქ ზემოთ ორი ხასიატია და ერთი ამოიღე, წყალივით ლექსია;)
4. მადლობა ))) კი მე დავწერე :D მადლობა ))) კი მე დავწერე :D
2. ეს მართლა თქვენ დაწერეთ? გაოცებული და გაკვირვებული უნდა გავიდე... ეს მართლა თქვენ დაწერეთ? გაოცებული და გაკვირვებული უნდა გავიდე...
1. გიკვირდეს და გიყვარდეს ! გიყვარდეს და გიკვირდეს!
სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
2+ გიკვირდეს და გიყვარდეს ! გიყვარდეს და გიკვირდეს!
სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.
- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..
2+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|