 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 12 მარტი, 2013 |
ლილი გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ჭორფლიანი გოგოა. ჟღალი თმა, მომწვანო თვალები და თხელი, მაგრამ წითელი ტუჩები აქვს. ლავიწის ცალ ღრმულში, თითქმის ყოველთვის, ვერცხლის ძეწკვის ნაწილი აქვს მოთავსებული, აშკარად შემთხვევით. აცვია იშვიათი სიზუსტით გაუთოებული კუბოკრული პერანგი და ნაცრისფერი შარვალი – ეს მისი უნიფორმაა. შარვალი დიდი აქვს. იმდენად დიდი, რომ დაკვირვებული თვალიც კი ვერ შეამჩნევს, როგორი ფორმები შეიძლება იმალებოდეს მის ქვეშ. პერანგის მოკლე სახელოებიც ზედმეტად განიერია: “სალარო თავისუფალია” – ხელს ზევით წევს და განიერი სახელოდან სუფთად გაპარსული იღლია მოუჩანს. გულის ჯიბეზე სახელი აწერია – ლილი. მეც აქედან ვიცი მისი სახელი. მის შესახებ სხვა არც არაფერი ვიცი. უფრო სწორედ როგორ არა, ვიცი, რომ ოქტომბერში თვის საუკეთესო თანამშრომელი გახდა. ალბათ მენეჯერი დამატებით გასამრჯელოსაც მისცემდა. ლილის ამ რესტორნის სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, არასდროს ავიწყდება, რომ ჩემი ჩიზბურგერი აუცილებლად მჟავე კიტრის გარეშე უნდა დამზადდეს. არც ის ავიწყდება, რომ ჩემ ლატეს, ორი შაქრის ნაცვლად სამი შაქარი უნდა გამოაყოლოს. იცის, რომ არასდროს ვჭამ შოკოლადის მაფინს. ერთხელ ლილის სველ იატაკზე ფეხი დაუცდა, წაიქცა და თხლად დაჭრილი, ოქროსფერი კარტოფილი ზედ დაეყარა. წამოდგა, ღიმილის ნიშნად ტუჩის კუთხეები ოდნავ განზე გასწია, თუმცა ისიც დავინახე როგორ აუმღვრია მომწვანო თვალები ცრემლებმა. ლილის საშინლად არ უხდება კეპი, რომელშიც გრძელ სწორ და ჟღალ თმას მალავს. არც კუბოკრული პერანგი და ნაცრისფერი შარვალი უხდება ლილის. თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ამაზე დიდად არც დარდობს. მთავარია სწრაფად და ზუსტად დაიხსომოს შეკვეთა და შემდეგ ასევე სწრაფად და ზუსტად განათავსოს ეს შეკვეთა კლიენტის პლასტმასის ფოდნოსზე. ლილის შენიშვნას თითქმის არასდროს აძლევენ. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ერთი ის, რომ ძალიან მოწესრიგებულია და მეორე ის, რომ ისეთი გამხდარი და შავ-თეთრია ამ კუბოკრულ პერანგში, ნაცრისფერ შარვალსა და კეპში გახვეული, რომ მისი შემჩნევა აშკარად ძნელია. “სალარო თავისუფალიააა”, - ხმამაღლა იძახის ლილი და მორიგ კლიენტს უღიმის. ვერაფრით გამოიცნობ ნაძალადევად უღიმის თუ გულითადად. ნამდვილად კარგად არის მენეჯმენტის მხრიდან გაწვრთნილი. ასეთივე მოთმინებით ისმენს მერყევი კლიენტების შეკვეთას, რომლებმაც ვერაფრით გადაწყვიტეს დიდი კოკა-კოლა ჩამოასხმევინონ თუ საშუალო და რატომღაც პირდაპირ დახლის წინ იწყებენ კამათს იმაზე, მავნეა თუ არა კოკა-კოლა მათი ჯანმრთელობისათვის და ბოლოს წყალს უკეთავენ. ლილი იშვიათად, მაგრამ მაინც იღლება ხოლმე. დაღლას ვერც თვალებზე შეამჩნევ, ვერც სიარულზე. დაღლა ხელებზე ეტყობა. უფრო სწორად მტევნებზე. თეთრი კანის ქვეშ ღია იასამნისფერი ვენები ებერება და აწუხებს. შეკვეთებს შორის ხელებს ისრესს და თუ კარგად დააკვირდები, სულსაც უბერავს. ლილი ხანდახან საპირფარეშოსაც ალაგებს. ერთხელ ზუსტად მაშინ შემოვიდა საპირფარეშოში მე რომ საქმე მოთავებული მქონდა და ხელებს ვიბანდი. ლილის ისეთი თეთრი კანი, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, მას უნიტაზები ეხეხა. ისე გამიღიმა, თითქოს ხელში ქლორიანი ხსნარის ნაცვლად მინდვრის ფერადი ყვავილები ეჭირა. ვიფიქრე, იქნებ ლილი უბრალოდ რობოტია და მისთვის სულ ერთია უნიტაზებს გახეხავს თუ კოკა-კოლას ჩამოასხავს-მეთქი. არ მინდოდა მენახა როგორ ხეხავდა ლილი ჩემ ნახმარ უნიტაზს, ხელები არც გამიმშრალებია, ისე გამოვედი საპირფარეშოდან. ჩიზბურგერს მივუჯექი. ლილი გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ჭორფლიანი გოგოა. ჟღალი თმა, მომწვანო თვალები და თხელი, მაგრამ წითელი ტუჩები აქვს. ჯინსები და იასამნისფერი ქურთუკი აცვია. მხარზე ჭრელი ჩანთა ჰკიდია. შუბლი ავტობუსის ცივ შუშაზე აქვს მიდებული და მანქანების განათებულ ფარებს თვალს აყოლებს. მე მის უკან ვდგავარ, მის ჩამოსხმულ უკვე გრილ ლატეს ვწრუპავ და ვცდილობ ავტობუსის დამუხრუჭებისას ყავა ქურთუკზე არ გადამესხას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ლილის ისეთი თეთრი კანი, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, მას უნიტაზები ეხეხა. ისე გამიღიმა, თითქოს ხელში ქლორიანი ხსნარის ნაცვლად მინდვრის ფერადი ყვავილები ეჭირა.
რამდენი ლილია ასე..:( ლილის ისეთი თეთრი კანი, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, მას უნიტაზები ეხეხა. ისე გამიღიმა, თითქოს ხელში ქლორიანი ხსნარის ნაცვლად მინდვრის ფერადი ყვავილები ეჭირა.
რამდენი ლილია ასე..:(
16. ლილიმ უნებურად გამახსენდა ამელი ნოტომის პერსონაჟი - ამელი, წიგნიდან ,,კრძალვით და ცახცახით''.
თხრობის დროს იმდენად ცოცხალი მომეჩვენა კადრები, თითქოს ავტორთან ერთად მეც თვალს ვადევნებდი ლილის ...
+ + +
ლილიმ უნებურად გამახსენდა ამელი ნოტომის პერსონაჟი - ამელი, წიგნიდან ,,კრძალვით და ცახცახით``.
თხრობის დროს იმდენად ცოცხალი მომეჩვენა კადრები, თითქოს ავტორთან ერთად მეც თვალს ვადევნებდი ლილის ...
+ + +
15. კატგი ნაწერია:) კატგი ნაწერია:)
14. ხო, არც ვაპირებ, რომ ვუთხრა :) ხო, არც ვაპირებ, რომ ვუთხრა :)
12. ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
12 მარტი, 2013 თუ არ იცის ,არც უთხრათ:) ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
12 მარტი, 2013 თუ არ იცის ,არც უთხრათ:)
11. რუსთაველის მაკდონალდსში :) ჩემ სამსახურთან. თუმცა, მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ამ მინიატურის შესახებ. რუსთაველის მაკდონალდსში :) ჩემ სამსახურთან. თუმცა, მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ამ მინიატურის შესახებ.
10. ეს რომელში?:) გრილი ლატე..უჰჰ. გემრიელია..ცხელზე არანაკლებ. :) კარგი იყო ეს რომელში?:) გრილი ლატე..უჰჰ. გემრიელია..ცხელზე არანაკლებ. :) კარგი იყო
9. ჭორფლიანიოო.. კარგი დაწყებაა... გავაგრძელოთ ახლა ჭორფლიანიოო.. კარგი დაწყებაა... გავაგრძელოთ ახლა
8. ხო, ლილი მართლაც კარგი გოგოა. გემრიელ ლატეს ამზადებს, რომელსაც დილაობით, გზად სამსახურში წავიყოლებ ხოლმე და მერე მთელი დღე ლატეს სურნელი მაქვს :) ხო, ლილი მართლაც კარგი გოგოა. გემრიელ ლატეს ამზადებს, რომელსაც დილაობით, გზად სამსახურში წავიყოლებ ხოლმე და მერე მთელი დღე ლატეს სურნელი მაქვს :)
7. ამელის პროზა შემიყვარდა:)
არაა გამორიცხული, რომ ამელიც:) ამელის პროზა შემიყვარდა:)
არაა გამორიცხული, რომ ამელიც:)
6. კარგია რათქმაუნდა...5 სრულიად დამაჯერე რომ მოწესრიგებული ლილის ცხოვრება მხოლოდ მაკდონალდსის თანამშრომლობით ამოიწურება, მან არც კი იცის, რა ლამაზი მწვანე თვალები და რა მიმზიდველი წითელი ტუჩები აქვს...:-* ხელებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ... კარგი იყო ამელი...:-* ძალიან კარგად წერ კარგია რათქმაუნდა...5 სრულიად დამაჯერე რომ მოწესრიგებული ლილის ცხოვრება მხოლოდ მაკდონალდსის თანამშრომლობით ამოიწურება, მან არც კი იცის, რა ლამაზი მწვანე თვალები და რა მიმზიდველი წითელი ტუჩები აქვს...:-* ხელებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ... კარგი იყო ამელი...:-* ძალიან კარგად წერ
5. ეს მოთხრობა ეძღვნება მაკდონალდსის ერთ რიგით თანამშრომელს :) ეს მოთხრობა ეძღვნება მაკდონალდსის ერთ რიგით თანამშრომელს :)
3. მიყვარს ჭორფლიანი და წითელთავა ლილი მიყვარს ჭორფლიანი და წითელთავა ლილი
2. ეორე ის, რომ ისეთი გამხდარი და შავ-თეთრია ამ კუბოკრულ პერანგში, ნაცრისფერ შარვალსა და კეპში გახვეული, რომ მისი შემჩნევა აშკარად ძნელია.
დაღლას ვერც თვალებზე შეამჩნევ, ვერც სიარულზე. დაღლა ხელებზე ეტყობა. უფრო სწორად მტევნებზე.
ლილის ისეთი თეთრი კანი, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, მას უნიტაზები ეხეხა.
კარგი ლილი და გემრიელი ლატეა :)
ეორე ის, რომ ისეთი გამხდარი და შავ-თეთრია ამ კუბოკრულ პერანგში, ნაცრისფერ შარვალსა და კეპში გახვეული, რომ მისი შემჩნევა აშკარად ძნელია.
დაღლას ვერც თვალებზე შეამჩნევ, ვერც სიარულზე. დაღლა ხელებზე ეტყობა. უფრო სწორად მტევნებზე.
ლილის ისეთი თეთრი კანი, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, მას უნიტაზები ეხეხა.
კარგი ლილი და გემრიელი ლატეა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|