ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2013


* * *

ყმაწვილ ქალივით მოეჩიტათ
კვირტებს კერტები,
მიწას სურნელი აუვიდა ახალშობილის.
ასე გგონია, არასოდეს არ დაბერდები,
თუ გაზაფხულთან შენს სურვილებს
დააძმობილებ...
ხანდაზმულები მაინც სვამენ
კატაბალახას,
დაბორიალობს მარტის ქარი
ლოთი კაცივით.
თვალის სარკმელთან ჩამომჯდარი
მზის დასანახად
გულის კარამდე შენს ნაზამთრალ
სევდას აცილებ...
13.03.13


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები