ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2013


ვგრძნობ შუბლზე ამბორს

ვგრძნობ შუბლზე ამბორს,
მეგობრის სითბოს,
ამ ჩემს ნაამბობს
მიფასებ თითქოს.
გული ამევსო
ნათელ ფერებით,
გამანებივრე
ნაზი  ფერებით.
რა სიყვარულიც,
ამ ლექსში მიდევს,
მიხვდება ნეტავ?
შენს მეტი ვინმე.
შენ მე მაოცებ,
შენ მე მაგიჟებ,
მუდამ მხურვალე
ცრემლებს მადინებ.
ამას რომ ვწერდი,
მოულოდნელად,
მსგავსებას შევხვდი,
შეხვდები ძნელად.
თუ, ეს შენ იყავ?
ჰო,  შენ იყავი,
თვალი მომიხვდა
თვალში პირდაპირ.
მზის ანარეკლი,
თვალი, რა თვალი,
მის დანახვისთვის
მიწევს თვალთვალი.
საგულეს გულო
მაგრად დადექი,
არ შემარცხვინო,
გამომადექი.
სულ ავირიე
არ მოგელოდი,
ისე კი ძლიერ,
ძლიერ გელოდი.
შენ ჩემთანა ხარ,
ისევ ჩემთან ხარ,
ახლა ჩემია
მთელი ქვეყანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები