შენ დაიბადე შავ-თეთრ ქალაქში და მიეჩვიე სიკვდილთან თამაშს, ქალაქში, სადაც ყოველდღე ვიღაც კარგავდა ქმარს ან კარგავდა მამას...
მაშინ სხვა ფასი ჰქონდა სიმართლეს, ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარულს, სადაც სუსტები ეძებდნენ პატივს, ძლიერები კი მხოლოდ სიყვარულს.
არცერთს არ ჰქონდა სრულყოფის განცდა, მღვდელი ჭილოპში ვერ იცნეს მაშინ, ყველამ მორალის კითხვა დაიწყო, ვისაც ჭაღარა ერია თმაში.
ახალგაზრდობა წართმეულ ბიჭებს თვით ეპოქაზე სურდათ ვენდეტტა, სუყველას სისხლი აიღეს მაშინ და მომკითხავი ვინ იყო ნეტა.
შენ კი ის წლები ბეჭებით დაგაქვს და ახლა უკან მოხედვაც არ გსურს, თითქოს მანერაც იცვალე, მაგრამ თვალები მაინც ამხელენ წარსულს.
ჯიბიდან ხალხის გოდება გესმის, ცხედრები უკვე უტირლად მიაქვთ, და ვეღარ იტან საკუთარ ხელებს, რომლებსაც დღემდე სისხლის სუნი აქვთ.
შენ დაიბადე შავ-თეთრ ქალაქში თუმც არასოდეს ნანობდი ამას, უკვე იტანჯე ცოდვის ლავაში, ახლა კი სული უფალთან აგაქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგი რამე წავიკითხე ეხლა...<3 ++ რა კარგი რამე წავიკითხე ეხლა...<3 ++
8. მადლობა არტემიდას :) მადლობა არტემიდას :)
7. მაშინ სხვა ფასი ჰქონდა სიმართლეს, ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარულს, სადაც სუსტები ეძებდნენ პატივს, ძლიერები კი მხოლოდ სიყვარულს.
მოეწონა არტემიდას5++:) მაშინ სხვა ფასი ჰქონდა სიმართლეს, ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარულს, სადაც სუსტები ეძებდნენ პატივს, ძლიერები კი მხოლოდ სიყვარულს.
მოეწონა არტემიდას5++:)
6. მადლობა ჭა :) მადლობა ჭა :)
5. ჯიბიდან ხალხის გოდება გესმის, ცხედრები უკვე უტირლად მიაქვთ, და ვეღარ იტან საკუთარ ხელებს, რომლებსაც დღემდე სისხლის სუნი აქვთ.
ერთიანობაში ძალიან კარგი ლექსია..5 შავ-თეთრი ქალაქიც ისევ შავ-თეთრია...:) ჯიბიდან ხალხის გოდება გესმის, ცხედრები უკვე უტირლად მიაქვთ, და ვეღარ იტან საკუთარ ხელებს, რომლებსაც დღემდე სისხლის სუნი აქვთ.
ერთიანობაში ძალიან კარგი ლექსია..5 შავ-თეთრი ქალაქიც ისევ შავ-თეთრია...:)
4. )) რას ამბობ ჩემო კარგო, მაგაზე ვინ უნდა მოგკლას )) პირიქით, გისურვებ სამყარო შენთვის ყოველთვის ფერადი, თბილი და ნათელკი ყოფილიყოს :) დავით, მუხა, გაიხარეთ.. )) რას ამბობ ჩემო კარგო, მაგაზე ვინ უნდა მოგკლას )) პირიქით, გისურვებ სამყარო შენთვის ყოველთვის ფერადი, თბილი და ნათელკი ყოფილიყოს :) დავით, მუხა, გაიხარეთ..
3. აი მომკალი ახლა და არ მომწონს მე ეს ფრაზა ამ ლექსში "შენ დაიბადე შავ-თეთრ ქალაქში" (მარა ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრია.) + აი მომკალი ახლა და არ მომწონს მე ეს ფრაზა ამ ლექსში "შენ დაიბადე შავ-თეთრ ქალაქში" (მარა ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრია.) +
1. ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|