ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადამიანის სხეული
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2013


უდაბნოს ელეგია

ვეღარ ვხედავ ბუკინისტებს,
მოელვარე მაჩვებს
და უზადო მერკინიგზეს
არ ვულოკავ ღაწვებს.

მივიჩქარი ზიმბაბვესკენ,
მიმაქვს ბლომად ღალღა,
ვერ ჩავაღწევ თიბათვესკენ,
თუ შემეტყო დაღლა.

აქლემი მყავს მუყაითი,
ერთგული და ბეჯითი
არ სჩვევია მუსაიფი
უაზრო და ყბედითი.

ლექსის წერას არ ვთაკილობ,
თუმცა ვიცი ძნელია,
ახლა დროა ვისადილო,
მაქვს შემწვარი მელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები