ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2013


დილა მშვიდობისა !

ეს ორი დღეა ქარია გარეთ
და ციდან, როგორც გამწყდარი მძივის
ერთი ბურთულა, დაეშვა მთვარე,
შენ გეშინია და ვერ იძინებ...

გეშინია, რომ თბილი მკერდიდან
შენს ცივ ლოგინში გაგეღვიძება,
გარეთ ქარია, გარეთ მტვერია...
ხარ მოწყვეტილი სიზმრის ღერძიდან

და განაბული დედის კალთაში,
თითებს გითვლიან ანგელოზები.
ქარი კითხულობს აკათისტოს და
აი, ნელ-ნელა შენც იზმორები.

დილა მშვიდობისა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები