ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკუნა
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2013


გნატრობ

მოხვედი ჩემში და ტკივილის ვიგრძენი წაშლა,
გადაიარა ქარიშხლების სტიქიამ უკვე,
სული ამივსე გაზაფხულის წვიმების დარად,
ეხლა დაღლილი შენთან ერთად მივყვები ქუჩებს.
წარსული ბედის სასთუმალთან დამჯდარა თითქოს
და ეხლა ჩემში ამორძალის ძახილი ისმის,
შენი ხელებით მოტანილი სინათლე მიხმობს,
შენი თვალები მიოკებენ დიდი ხნის ტკივილს.
წუხილი უკვე ამ სამყაროს გადაღმა დადგა
და ღაწვებს შენი ნაკვალევი აჩნია მარტო,
სარკმელთან ვდგევარ გარინდებულ ხეების დარად
და გაცდენილი სიყვარულის სანაცვლოდ  გნატრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები