ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოსი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2013


ჟღალი მჭადები

დავკომპლექსდი, მეგობრებო,
თქვენ მე საშინლად დამაკომპლექსეთ.
თქვენ წერთ ისე ღრმა თემებზე,
საშო-სახლებსა და მოკისკისე ღრუბლებზე,
დახეთქილ ჩიყვებსა და საშობაო ინდაურებზე,
სიკვდილის კარზე მიჭედებულ სიცოცხლის სახელურებსა და
მკვდრებით მოფენილ მთავარ პროსპექტებზე-
აღარ დამირტოვეთ თემა,
ჩემი გულისტკივილი აღმოვთქვა,
აღმოვხეთქო ჩემი პოეტური ვარამი,
აღმოვიყმუვლო ჩემი დაგროვილი დარდები,
არადა, წუხელ გადავწყვიტე,
დამეწერა ლექსი ჟღალ მჭადებზე,
კეცის მაგივრად
ელექტროღუმელში რომ აცხობენ და
მერე აცხელებენ მიკროტალღურში.
გაცხელება კი უთუოდ უნდა,
რადგან დიდი ხანია,
ცხელი მჭადია მხოლოდ შაქარი
და ისიც მაშინ,
თუ სადილით გამაძღარი ხარ.
ჩემო ძვირფასო თანასაიტელებო,
თანაქვეყნელებო,
თანაპლანეტელებო,
მე აღშფოთებული ვარ,
ჰოლივუდს ჰგავს ჩემი სამშობლო.
წითელი ხალიჩებია ყველგან გაშლილი.
ჟღალი, ხავრდოვანი ხალიჩები.
მობრძანდით ვისაც არ გეზარებათ,
ფეხზეც ნუ გაიხდით, ისე შემოაბიჯეთ,
წამოგორდით და გახედეთ მთა-გორებს,
თვალუწვდენელ და ხელისგაწვდენა ჰორიზონტს.
და მერე წერეთ ლექსებად,
ღრმა და მაღალ ლექსებად,
მოკლე და გრძელ სიტყვებით,
ოღონდ
ერთი თემა მაინც დაუტოვეთ სხვას წამლად,
მუზა ესტუმროს და ლექსი დაწეროს.

მე ამ ლექსს ვარქმევ "ჟღალ მჭადს".

სათაური იქნება მისი სიღრმეც და
სიგანეც.

მისამღერი:
ჩემო კააარგო ქვეყანაავ,
რაზედ მოოგიიწყენიაა,
აწმყო თუ არა გწყალობს,
მომავაალი ჩვეეენიიააა,
რომელიც,
სულ მალე,
ძალიან მალე,
ისეთივე უმოწყალო აწმყოდ იქცევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები