 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2013 |
წლებია უკვე, რაც არ იღებავ თმას და ეგ თეთრი უფრო თბილია. ჩემს მეტი ალბათ, ვერც ვინ მიხვდება, მაგ "სითეთრემდე" რაც გაგივლია... ცხოვრება ზოგჯერ დგება ყალყზე და, უნდა ჩავჭიდო ხელი ფაფარზე. შენს ზრუნვას ისევ ის სინაზე აქვს, სანამდე მყავხარ, რომ ვერ ვაფასებ... ძილის წინ მინდა შენი ალერსი და ის ზღაპარიც, ბოლო კეთილით. შენი ლოცვების სიმხურვალეში ჩემზე ფიქრია ჩამოღვენთილი... დრო გარბის და მეც სულ მეჩქარება, თუმცა, მოკლეა ყოფის აღვირი. შენი ლოდინი მიცდის ფანჯრებთან, ისე ჩუმი და ისე დაღლილი... მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... უხმოდ ატარებ შენს დარდს წლებია, და მაინც გყოფნის ძალა ნუგეშის. თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემი ფიქრები შენს თბილ უბეში. გთხოვ, მომიყევი, თუნდაც მეასედ მონათხრობი და დანავიწყები. და სანამ „წუთი სოფელს“ შეავსებს, ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები, მინდა გითხრა, რომ ისევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს კი ვზომავ ჩემი არშინით, რაც ვთქვი, თუ ვერ ვთქვი, ჯერ სულ ეს არი...
02.04.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. უთბილესია=))თარაშ ემხვარი გამახსენა ყოველმა ტაეპმა.
უთბილესია=))თარაშ ემხვარი გამახსენა ყოველმა ტაეპმა.
17. ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები ......... ულამაზესი! და ეგ თეთრთმიანი ჩამიკოცნე ჩემო საყვარელო პოეტესა!!!! ვიდრე ძაფივით არ გამიწყდები ......... ულამაზესი! და ეგ თეთრთმიანი ჩამიკოცნე ჩემო საყვარელო პოეტესა!!!!
16. ჩემს მეტი ალბათ, ვერც ვინ მიხვდება, მაგ "სითეთრემდე" რაც გაგივლია...
:) თბილი და სასიამოვნო ლექსი იყო. ქალური სიძლიერე ჩანს, მიუხედავად ერთგვარი მინორისა. ჩემს მეტი ალბათ, ვერც ვინ მიხვდება, მაგ "სითეთრემდე" რაც გაგივლია...
:) თბილი და სასიამოვნო ლექსი იყო. ქალური სიძლიერე ჩანს, მიუხედავად ერთგვარი მინორისა.
15. დედის რძესავით ტკბილი და დედის გულივით თბილი ლექსი!
მშვენიერია! დედის რძესავით ტკბილი და დედის გულივით თბილი ლექსი!
მშვენიერია!
14. ჩურჩულით სათქმელი ლექსი. ჩურჩულით სათქმელი ლექსი.
13. უფაქიზესი თემა. ტკივილიანი... უფაქიზესი თემა. ტკივილიანი...
12. უფაქიზესი თემა. ტკივილიანი... უფაქიზესი თემა. ტკივილიანი...
11. მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... უხმოდ ატარებ შენს დარდს წლებია, და მაინც გყოფნის ძალა ნუგეშის. თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემი ფიქრები, შენს თბილ უბეში. გთხოვ, მომიყევი, თუნდაც მეასედ მონათხრობი და დანავიწყები. და სანამ „წუთი სოფელს“ შეავსებს, სანამ ძაფივით არ გამიწყდები, მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს მე ვზომავ ჩემი არშინით, რაც ვთქვი, თუ ვერ ვთქვი, ჯერ სულ ეს არი...
მოეწონა არტეს:)5+++++++++++++ მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... უხმოდ ატარებ შენს დარდს წლებია, და მაინც გყოფნის ძალა ნუგეშის. თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემი ფიქრები, შენს თბილ უბეში. გთხოვ, მომიყევი, თუნდაც მეასედ მონათხრობი და დანავიწყები. და სანამ „წუთი სოფელს“ შეავსებს, სანამ ძაფივით არ გამიწყდები, მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს მე ვზომავ ჩემი არშინით, რაც ვთქვი, თუ ვერ ვთქვი, ჯერ სულ ეს არი...
მოეწონა არტეს:)5+++++++++++++
9. ძალიან თბილი ლექსია...555 სითბოს და სიკეთეს აშუქებს...
ისე ჩუმი და ისე დაღლილი... მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... რამდენჯერმე წავიკითხე...:-* ძალიან თბილი ლექსია...555 სითბოს და სიკეთეს აშუქებს...
ისე ჩუმი და ისე დაღლილი... მომყვება დილით თბილი ჩურჩულით გადაწერილი ჩემს ზურგს პირჯვარი. არეულ მაჯას ჩემდა უჩუმრად დედის ლოცვები გამისინჯავენ... რამდენჯერმე წავიკითხე...:-*
8. 5 და უღრმესი მადლობა ლამაზი მეტაფორებისთვის! 5 და უღრმესი მადლობა ლამაზი მეტაფორებისთვის!
7. ¨ეს არი¨ : (
არ მომეწონა ¨ეს არი¨ : (
არ მომეწონა
6. "მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს კი ვზომავ ჩემი არშინით..."
თემა მარადიულია, სათუთი, ფაქიზი...
ლექსმა თარაშ ემხვარი გამახსენა... "ასი წლის რომ გავხდე, დედა, და ასი წელიც რომ დავრჩე უცხოეთში, თუ შენ შინ მეგულები, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ასე ვიტყოდი..." "მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს კი ვზომავ ჩემი არშინით..."
თემა მარადიულია, სათუთი, ფაქიზი...
ლექსმა თარაშ ემხვარი გამახსენა... "ასი წლის რომ გავხდე, დედა, და ასი წელიც რომ დავრჩე უცხოეთში, თუ შენ შინ მეგულები, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ასე ვიტყოდი..."
5. "მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს კი ვზომავ ჩემი არშინით..."
თემა მარადიულია, სათუთი, ფაქიზი...
ლექსმა თარაშ ემხვარი გამახსენა... "ასი წლის რომ გავხდე, დედა, და ასი წელიც რომ დავრჩე უცხოეთში, თუ შენ შინ მეგულები, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ასე ვიტყოდი..." "მინდა გითხრა, რომ კიდევ ბავშვი ვარ, სანამდე გვერდით მყავხარ კლდესავით. შენს წლებს კი ვზომავ ჩემი არშინით..."
თემა მარადიულია, სათუთი, ფაქიზი...
ლექსმა თარაშ ემხვარი გამახსენა... "ასი წლის რომ გავხდე, დედა, და ასი წელიც რომ დავრჩე უცხოეთში, თუ შენ შინ მეგულები, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ასე ვიტყოდი..."
4. ძალიან თბილი ლექსია ++ ძალიან თბილი ლექსია ++
3. თბილი და ლამაზი.+++++ თბილი და ლამაზი.+++++
2. დედაშენი არის ღმერთი ♥
დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო... აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . .
ნოდარ დუმბაძე
დედის ამაგი მართლაც, რომ შეუფასებელია! დედაშენი არის ღმერთი ♥

დედის ამაგი მართლაც, რომ შეუფასებელია!
1. "თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემი ფიქრები, შენს თბილ უბეში."
:) უთბილესი ლექსია ! "თოთო ბავშვივით ისევ წვებიან ჩემი ფიქრები, შენს თბილ უბეში."
:) უთბილესი ლექსია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|