ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიონი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2013


ისევ უიმედოდ

ისევ უიმედოდ მარტო დავდივარ და
ისევ უშენობა როგორ მენანება.
შენი სიყვარული თავში ამივარდა,
შენი მონატრება ისევ მენატრება.

ასე ალბათ მალე გული გამისკდება,
ფიქრი მარტოობის სუნით გაიჟღინთა.
დარდი გამიღრმავეს ცუდმა ამინდებმა,
ირგვლივ სიჩუმეა, თითქოს გაირინდა

ღამე მთვარეულებს ისევ შეიფარებს
მთვარეს საიდუმლო მე ვერ გავუმხილე.
ჩემი სიყვარული ღმერთო შეიწყალე,
ღმერთო გევედრები თვალი აუხილე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები