 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 10 აპრილი, 2013 |
კატამ გადაგირბინა, შავმა, მუგუზალივით, კი გინდა შეიგინო, თუმცა, კატას რას ერჩი? გულთან არ მიიტანო შემთხვევის ეს გზავნილი, შენს ფიქრებს კი უბრალოდ, თმები აქვთ მოსაჩეჩი... მოღრუბლული დღე არი? შენც ნუ მოიღუშები, ადექი და სარკეში თავს შესცინე ალალად! არ აკადრო ხასიათს რამე სიტყვა, უშვერი და არც ის შეიმჩნიო, ვინ რატომ გიღალატა... გეშინია ჩაკეტვის? გამოაღე კაბინა! სულერთია რისი, ლიფტისა თუ "ტუალეტის". შენს სულს შემცივნებულზე, სული გაანაბინე, ნახე, როგორ გაგათბოს თავის სიმხურვალეთი... უძილობას უჩივი? წარმოსახვა ჩაირთე, თითქოს, კარგ ფილმს უყურებ, თუნდაც, მელოდრამატულს! გული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?.. ამოიღე წუწუნი შენი ლექსიკონიდან, ღმერთს მადლობა შესწირე, ყოველ ჯერზე, ჭამის წინ! მე გასწავლი გარჩევას მაგ ერბოსი - ქონიდან, რაც მინდოდა, გითხარი, მეტი ნაღდად არ ვიცი... 07.04.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?..
ჩემი თავნება და გადარეული ხარ შენ!!! ული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?..
ჩემი თავნება და გადარეული ხარ შენ!!!
11. ესეთი სასარგებლო და სახალისო ლექსი ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს :) ბრავო!:) ესეთი სასარგებლო და სახალისო ლექსი ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს :) ბრავო!:)
10. ლამაზად აწყობს ფიქრებს ლექსებად ავტორი თანანა...:-* მომწონს მე აქ...:) ლამაზად აწყობს ფიქრებს ლექსებად ავტორი თანანა...:-* მომწონს მე აქ...:)
9. გაეღიმა არტეს:)++++
მე 8 კომენტარი:D:D:D:დღეს აშკარად ცუდ ფეხზე ადგა:):):):))ან ილიჩის ნათურა აენთო....:P) გაეღიმა არტეს:)++++
მე 8 კომენტარი:D:D:D:დღეს აშკარად ცუდ ფეხზე ადგა:):):):))ან ილიჩის ნათურა აენთო....:P)
8. როგორი თავმდაბალი უნდა იყო, რომ ამ ნაწერს "პოეზია" უწოდო! არა მეგობრებო, ეს "ზეპოეზიაა"!! როგორი უსულო და მერე უგულო უნდა იყო რომ ამ ნაწერმა ემოცია არ მოგგვაროს და ერთი კურცხალი მაინც არ გადმოგიგოროს! როგორი უსმენო უნდა იყო რომ ამ მელოდიურმა ნაწერმა არ გაგიტაცოს სულ ზევით და უფრო მაღლა! როგორი არაპოეტური უნდა იყო რომ რითმა და რიტმი ვერ დაიჭირო ,ისევ ამ ნაწერზე მაქვს საუბარი...
როგორი თავმდაბალი უნდა იყო, რომ ამ ნაწერს "პოეზია" უწოდო! არა მეგობრებო, ეს "ზეპოეზიაა"!! როგორი უსულო და მერე უგულო უნდა იყო რომ ამ ნაწერმა ემოცია არ მოგგვაროს და ერთი კურცხალი მაინც არ გადმოგიგოროს! როგორი უსმენო უნდა იყო რომ ამ მელოდიურმა ნაწერმა არ გაგიტაცოს სულ ზევით და უფრო მაღლა! როგორი არაპოეტური უნდა იყო რომ რითმა და რიტმი ვერ დაიჭირო ,ისევ ამ ნაწერზე მაქვს საუბარი...
6. გამეღიმა! მადლობა კაია! გამეღიმა! მადლობა კაია!
5. უძილობას უჩივი? წარმოსახვა ჩაირთე, თითქოს, კარგ ფილმს უყურებ, თუნდაც, მელოდრამატულს! გული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?..
5 უძილობას უჩივი? წარმოსახვა ჩაირთე, თითქოს, კარგ ფილმს უყურებ, თუნდაც, მელოდრამატულს! გული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?..
5
4. მომნატრებია თანანას ლექსით გამოწვეული განცდა :)***
მომნატრებია თანანას ლექსით გამოწვეული განცდა :)***
3. საინტერესო ლექსია...
აქ მარცვალი გაგპარვიათ: "სულერთია რისია, ლიფტისა თუ "ტუალეტის". "
სულ ოდნავ - "ნაღდად" მეუხეშა ლექსს ესთეტიკა უხდება "ფაიზაღია" !
ეს ძალიან კარგი იყო: "გული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?.."
+ + + + საინტერესო ლექსია...
აქ მარცვალი გაგპარვიათ: "სულერთია რისია, ლიფტისა თუ "ტუალეტის". "
სულ ოდნავ - "ნაღდად" მეუხეშა ლექსს ესთეტიკა უხდება "ფაიზაღია" !
ეს ძალიან კარგი იყო: "გული თუ გეპარება, ჰკითხე ერთი - საით, შენ? როგორ ფიქრობ, უშენოდ მართლა სადმე წავა, თუ?.."
+ + + +
2. :)))
,,საწყალო კატა! ,, _ მე კატას ვამშვიდებ ) :)))
,,საწყალო კატა! ,, _ მე კატას ვამშვიდებ )
1. :) იმედიანი შეძახილი.
"ამაზე უარესიც ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო"- მე ასე ვიმშვიდებ ხოლმე თავს :)
:) იმედიანი შეძახილი.
"ამაზე უარესიც ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო"- მე ასე ვიმშვიდებ ხოლმე თავს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|