ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიონი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2013


მე იქ წავალ

მე იქ მინდა სადაც კარგად მხვდებიან,
სადაც სათქმელს უსიტყვოდაც ხვდებიან.

მე იქ მინდა სადაც კარგად მიგებენ,
მიღიმიან და მახეს არ მიგებენ.

მე იქ მინდა სადაც არის სიკეთე,
იქ ბოროტი ბუდეს ვერ გაიკეთებს.

მე იქ მინდა სადაც არის განწყობა,
სადაც მართლა არ სჭირდება ჩაწყობა.

მე იქ მინდა სადაც ყველა მაფასებს,
ეწევიან, არ ურტყამენ "напас"-ებს.

მე იქ მინდა სადაც გული გამიწევს,
სადაც ყველა მეგობრობას გამიწევს.

მე იქ მინდა სადაც არის ერთობა,
სადაც ყველა ერთნაირად ერთობა.

მე იქ მინდა სადაც მუდამ მელიან,
სადაც მხოლოდ სიყვარულზე მღერიან.

მე იქ წავალ, არ მასვენებს გამჩენი,
რადგან, ვიცი ბევრს დავკარგავ დარჩენით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს