ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2008


...გამოვეგლიჯეთ ქალაქს, გაზაფხულს...

გამოვეგლიჯეთ ქალაქს, გაზაფხულს,
და არტისტული ნიღბების მოვლით,
ვაწყდების ერთურთს, თითქოს ერთმანეთს
წავგლიჯეთ მიწა, სიმწვანე  მოლი...
ეს სხვისი რიტი და სხვისი რითმა
იმ შეძრწუნებით ვისროლო მგონი...
ჩაეღიმათ და არავინ მითხრა
უკვე ჩემია... ჩემია მგონი...
მუხლებს ვიტყავებ გადასასვლელთან,
შუქნიშნებია - თვალები - ძრწოლის,
რადგან მოაწყდა ყველა სარკმელთან
და გაჩნდა შუქი სიბნელის ფონით.
რომ გადავფორთხდე?...- უსივრცო სისხლმა
მათხოვარისთვის გაავლო ზოლი,
მაგრამ მე მხოლოდ გადასვლა მინდა,
გადაბიჯება უფერო ზონის.
... მაგრამ მე ერთი განწირვა მინდა
და განწირულთა ფართხალებს ფონი.
- შენც გადმოფორთხდი გადასასვლელთან?
- მათხოვრები ვართ მე და შენ - ორნი?!
... და მაინც,  ერთი განწირვა გვინდა
და განწირულთა ფართხალებს ფონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები